ხანუმა (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 53: ხაზი 53:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
*''ირაკლი მახარაძე'', „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
*''ირაკლი მახარაძე'', „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

==რესურსები ინტერნეტში==
* {{Geocinema|024}}


==სქოლიო==
==სქოლიო==
ხაზი 60: ხაზი 63:


[[კატეგორია:სსრკ-ის მუნჯი ფილმები]]
[[კატეგორია:სსრკ-ის მუნჯი ფილმები]]
[[კატეგორია:1926 წლის ფილმები]]
[[კატეგორია:1926 წლის ქართული ფილმები]]
[[კატეგორია:ქართული ფილმები]]
[[კატეგორია:ალექსანდრე წუწუნავას ფილმები]]
[[კატეგორია:ალექსანდრე წუწუნავას ფილმები]]
[[კატეგორია:შავ-თეთრი ფილმები]]
[[კატეგორია:შავ-თეთრი ფილმები]]

07:32, 9 აპრილი 2017-ის ვერსია

„ხანუმა“
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა
სცენარის ავტორი ალექსანდრე წუწუნავა
ნაწარმოები ხანუმა
ავქსენტი ცაგარელი
როლებში ელისაბერ ჩერქეზიშვილი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1 ოქტომბერი, 1926
ქვეყანა სსრკ
ენა მუნჯი

ხანუმა — პირველი ქართული კინოკომედია, რომელიც დაფუძნებულია ავქსენტი ცაგარელის 1882 წლის ამავე სახელწოდების პიესაზე. ფილმი გადაღებულია ალექსანდრე წუწუნავას მიერ. ფილმი პოპულარობით სარგებლობდა და მაყურებლის თხოვნით მისი ჩვენებები დაგეგმილზე მეტხნს გაგრძელდა.

როლებში

გადაღება

ფილმის გადაღებას წინ უსწრებდა კამათი ქართულ პრესაში, თუ როგორი კომედიები უნდა გადაღებულიყო საქართველოში. სახკინმრეწვის თანამშრომელი სერგო ამაღლობელი მიიჩნევდა, რომ საქართველოში ივარგებდა არა ცალკეულ კომიკოს მსახიობზე დამყარებული ფილმები, როგორც ეს გავრცელებული იყო ამერიკაში, არამედ სასაცილო სიუჟეტების მქონე ფილმები. ცნობილი ფილოლოგი გაიოზ იმედაშვილი კი ითხოვდა ინდივიდუალური ოსტატობის მქონე მსახიობებზე გაკეთებულიყო აქცენტი და მაგალითად მოჰყავდა ნიკო გოცირიძე და ალექსანდრე ჟორჟოლიანი.[1]საბოლოოდ გადაწყვეტილება ამაღლობელის კონცეფციას დაეფუძნა.

წუწუნავას საოპერო თეატრში უკვე 1919 წელს დადგმული ჰქონდა „ხანუმას“ მიხედვით შექმნილი ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“. რეჟისორმა სცენარში ჩაამატა რამდენიმე ახალი პერსონაჟი და ეპიზოდი, რითაც უფრო გაახალისა სიუჟეტი. ცაგარელის პიესა ქართული ენის რუსულ ყაიდაზე მოდიფიკაციაზე იყო აგებული, რაც სასაცილოს ხდიდა დიალოგებს, მუნჯ ფილმში კი კილოკავი არ გამოჩნდებოდა, ამიტომ რეჟისორმა მთელი ყურადღება კომიკურ ეპიზოდებზე გადაიტანა, რამაც გაამართლა.[2]

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ზვიად დოლიძე, „ქართული კინო“ გვ.66 — რაეო, 2004
  2. ნათია ამირეჯიბი, „დროთა ეკრანი“ გვ.64 — „ხელოვნება“, თბილისი, 1990