მეჰმედ III: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
არაა საჭირო ინგლისური ვიკიპედიის მსგავსად მმართველობის შემდეგ წლების დაწერა |
No edit summary |
||
ხაზი 68: | ხაზი 68: | ||
[[კატეგორია:ოსმალეთის სულთნები]] |
[[კატეგორია:ოსმალეთის სულთნები]] |
||
[[კატეგორია:ოსმანების დინასტია]] |
[[კატეგორია:ოსმანების დინასტია]] |
||
[[კატეგორია:ბრძოლის ველზე მყოფი ოსმალეთის სულთნები]] |
|||
[[კატეგორია:დაბადებული 1568]] |
[[კატეგორია:დაბადებული 1568]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1603]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1603]] |
21:16, 7 აპრილი 2017-ის ვერსია
მეჰმედ III | |
---|---|
ოსმ. محمد ثالث, თურქ. Üçüncü Mehmet | |
ოსმალეთის მე-13 სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 28 იანვარი, 1595 |
მმართ. დასასრული: | 22 დეკემბერი, 1603 |
წინამორბედი: | მურად III |
მემკვიდრე: | აჰმედ I |
სხვა წოდებები: | ისლამის ხალიფა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 26 მაისი 1568 |
დაბ. ადგილი: | მანისა, ოსმალეთის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 22 დეკემბერი, 1603 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი, ოსმალეთის იმპერია |
მეუღლე: |
ჰანდან სულთანი ჰალიმე სულთანი |
შვილები: |
შეჰზადე მაჰმუდი შეჰზადე სელიმი აჰმედ I მუსტაფა I შეჰზადე ჯიჰანგირი დილრუბა სულთანი |
დინასტია: | ოსმანები |
მამა: | მურად III |
დედა: | საფიე სულთანი |
რელიგია: | ისლამი |
ხელმოწერა: | |
მეჰმედ III (ოსმ. محمد ثالث — Mehmed-i sâlis , თურქ. Üçüncü Mehmet) ( დ. 26 მაისი 1568 — გ. 22 დეკემბერი 1603) — ოსმალეთის იმპერიის მე-13 სულთანი. მურად III-ის მემკვიდრე.
მეჰმედ III ტახტზე 1595 წელს ავიდა და მაშინვე სიკვდილით დასაჯა თავისი 19 ძმა, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. იგივე შიში გახდა იმის მიზეზი, რომ მეჰმედმა შემოიღო დამღუპველი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც უფლისწულებს ეკრძალებოდათ მამის სიცოცხლეში მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფოს მართვის საქმეებში, რის გამოც ისინი შინა პატიმრობაში ჰყავდათ ჰარამხანაში, სპეციალურ «გისოსებში».
მეჰმედ III-ის მმართველობის დასაწყისში კონსტანტინოპოლში დაიჭირეს რუსეთის ელჩი დანილო ისლენიევი, რომელიც მოგვიანებით უკვალოდ გაქრა.
ავსტრიელების წარმატებამ დუნაიზე გამოიწვია ხალხისა და იანიჩარების აჯანყება კონსტანტინოპოლში. 1596 წელს დიდი ვეზირისა და შეიჰულ ისლამის რჩევით მეჰემდი ჯარით დაიძრა უნგრეთისაკენ და გაიმარჯვა ამ ბრძოლაში. მაგრამ ამით ვერ ისარგებლა და დაუბრუნდა თავის განებივრებულ ცხოვრებას კონსტანტინოპოში.
აზიურ ოლქებში, რომლებიც სპარსეთს ემორჩილეობდა, მიმდინარეობდა აჯანყებები, ამიტომ მის ჩასახშობად შეიჭრნენ სპარსელები. მოიშალა როგორც შიდა მმართველობა, ასევე კონტროლი ჯარზე. მეჰმედ III-ის მმართველობიდან დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაცემის ხანა.
გარყვნილ და სისხლისმსმელ მეჰმედ III-ს (რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა ქრისტიანების მიმართ) ყველაფრის მიუხედავად უყვარდა ლიტერატურა და პოეზია და თვითონაც წერდა ლექსებს.
ოჯახი
ვაჟები
- შეჰზადე სულთან მაჰმუდი (1584 — 7 ივნისი, 1603) — ჰალიმე სულთნისგან;
- შეჰზადე სულთან სელიმი (1585 — 20 აპრილი, 1597);
- შეჰზადე სულთან სულეიმანი (დაიბადა და გარდაიცვალა 1586)
- შეჰზადე სულთან იაჰია (1587–1649).
- აჰმედ I (18 აპრილი, 1590 — 22 ნოემბერი, 1617) — ჰანდან სულთნისგან;
- მუსტაფა I (1591 — 20 იანვარი, 1639) — ჰალიმე სულთნისგან;
- შეჰზადე სულთან ჯიჰანგირი (1599-1602).
- შეჰზადე სულტან ოსმანი, გარდაიცვალა 3 ან 4 წლის ასაკში.
ქალიშვილები
- დილრუბა სულთანი (დ. 1594) — ჰალიმე სულთნისგან; დაქორწინდა ქარა დავუდ-ფაშაზე;
- ესრა სულთანი (დ. 1597) — ჰანდან სულთნისგან; დაქორწინდა დამატ მაჰმუდ-ფაშაზე;
- სახელი უცნობია — დაქორწინებული იყო დამატ ალი-ფაშაზე.
ლიტერატურა
- Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700-1922, p.90. Cambridge University Press, 2000. ISBN 0-521-63328-1
- Kinross, John Patrick. Ottoman Centuries, p.288. William Morrow & Co., 1977. ISBN 0-688-03093-9
|