სელჩუკთა სახელმწიფო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მომხმარებლის 109.172.197.251 ცვლილებების გაუქმება (№3245052) |
|||
ხაზი 19: | ხაზი 19: | ||
|[[მალიქ-შაჰი]]|| 1072 — 1092 |
|[[მალიქ-შაჰი]]|| 1072 — 1092 |
||
|- |
|- |
||
| [[მაჰმუდ I]]|| 1092 — 1094 |
| [[მაჰმუდ I (სელჩუკთა სახელმწიფო)|მაჰმუდ I]]|| 1092 — 1094 |
||
|- |
|- |
||
|[[ბარკიიარუქი]] || 1094 — 1105 |
|[[ბარკიიარუქი]] || 1094 — 1105 |
21:53, 3 აპრილი 2017-ის ვერსია
სელჩუკები, იგივე თურქ-სელჩუკები — ოღუზთა თურქული ტომის ერთ-ერთი შტო იყო, რომლებიც თავდაპირველად ცხოვრობდნენ მდინარე სირდარიის აუზში, შუა აზიაში. XI საუკუნის 30-იან წლებში. სახელი მიიღეს მათი ბელადი სელჩუკისაგან, რომელიც იქ გადმოცემების თანახმად 955 წელს დასახლდა, მისი შვილიშვილები იყვნენ თოღრულ ბეგი და ჩაღრი ბეგი. ღაზნევიდების სახელმწიფოსაგან ვასალური პირობებით მიიღეს მიწები ხორასანში (თანამედროვე ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთი). სელჩუკები აჯანყდნენ ღაზნევიდების წინააღმდეგ და 1040 წელს დაამარცხეს ისინი დანდენაკანთან გამართულ ბრძოლაში. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა მიიღო სულთნის ტიტული და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. მისი მეთაურობით სელჩუკებმა 1040-50 წლებში დაიპყრეს ხორეზმი, ირანი, 1050-იან წლებში - აზერბაიჯანი, ქურთისტანი, ერაყი. ალფ-არსლანის მმართველობის წლებში დაიპყრეს სომხეთი (1064), მანაზკერტთან ბრძოლაში დაამარცხეს ბიზანტია (1071), დაიმორჩილეს მცირე აზია და სხვა ტერიტორიები. სულთან მალიქ-შაჰის დროს სელჩუკთა სახელმწიფომ განსაკუთრებულ პოლიტიკურ ძლიერებას მიაღწია: დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო შუა აზიაში, ასევე საქართველო.
იმპერიის ზრდასთან ერთად დაიწყო ფეოდალიზირებული სამხედრო-მომთაბარე დიდგვაროვანთა ცენტრიდანული მისწრაფებები. უკვე მელიქ-შაჰის მმართველობისას გაჩნდნენ სასულთნოები, რომელთაც სელჩუკიდთა დინასტიის სხვადასხვა შტოები მართავდნენ და მხოლოდ ნომინალურად იყვნენ დამოკიდებულნი ცენტრალური ხელისუფლებისაგან (”დიდი სელჩუკისაგან”). ერთიმეორის მიყოლებით შეიქმნა ქერმანის სასულთნო (1041-1187), რუმის, იგივე კონიის სასულთნო (1077-1307), სირიის სასულთნო (1094-1117) და სხვა. პირველი ჯვაროსნული ომის შემდეგ სელჩუკებმა დაკარგეს პალესტინა, სირია, მცირე აზიის სანაპირო ტერიტორიები, საქართველო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ ფეოდალური შინაომები გაძლიერდა, 1118 წელს სახელმწიფო მისმა შვილებმა გაინაწილეს: სანჯარს ერგო აღმოსავლეთი ოლქები დედაქალაქით მერვში, მაჰმუდს დასავლეთი - ერაყის სასულთნო (1118-1194). სანჯარს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა მსხვილ მონაპირე ფეოდალებთან, რის შემდეგაც მან დაკარგა უზენაესი ხელისუფლება შუა აზიაში და 1157 დიდი სელჩუკების დინასტიამ ხორასანში არსებობა შეწყვიტა.
თურქ-სელჩუკების სახელმწიფოს მმართველები
სახელი | მმართველობის წლები |
---|---|
სელჩუკ-ბეგი | 989 — 1038 |
თოღრულ-ბეგი | 1038 — 1063 |
ალფ-არსლანი | 1063 — 1072 |
მალიქ-შაჰი | 1072 — 1092 |
მაჰმუდ I | 1092 — 1094 |
ბარკიიარუქი | 1094 — 1105 |
მელიქ შაჰი II | 1105 — 1106 |
მაჰმედ I | 1106 — 1118 |
აჰმედ სენჯერი | 1118 — 1153 |
ლიტერატურა
- См. многочисленные статьи Дефремери (в «Journ. Asiat.»);
- Houtsma, «Zur Gesch. d. S. von Kirman» («Z. D. M. G.», т. 39).
- Герцберг, «Gesch. d. Bysantiner und d. Osman. Reiches» (в серии Онкена);
- Куглер, «История крестовых походов» (русск. изд. Пантелеева);
- Мюллер, «История ислама» (т. III);
- Стэнли-Лэн-Пуль, «Мусульм. династии» (перев. Бартольда).
- Тамара Т. Райс. Сельджуки. М. 2004.