ენრიკო კარუზო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
რობოტი დამატება: mk:Енрико Карузо
რობოტი დამატება: zh:恩里科·卡鲁索
ხაზი 43: ხაზი 43:
[[sv:Enrico Caruso]]
[[sv:Enrico Caruso]]
[[uk:Карузо Енріко]]
[[uk:Карузо Енріко]]
[[zh:恩里科·卡鲁索]]

20:27, 25 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

ენრიკო კარუზო

ენრიკო კარუზო (Enrico Caruso; 25 თებერვალი, 1873 - 2 აგვისტო, 1921) — მსოფლიო ოპერის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ტენორი. კარუზო იყო ასევე ყველაზე პოპულარული მომღერალი ნებისმიერ ჟანრში მეოცე საუკუნის პირველ ოც წელიწადში და ფირზე ჩაწერილი მუსიკის ერთ-ერთი პიონერი. მისმა საყოველთაოდ ცნობილმა ჩანაწერებმა, ასევე მისმა განუმეორებელმა ხმამ, გამორჩეული დიაპაზონით, სიძლიერითა და სილამაზით, იგი საკუთარი დროის ყველაზე განთქმული ვარსკვლავი გახადა.

კარიერის განმავლობაში მან თითქმის 260 ჩანაწერი გააკეთა და მილიონობით დოლარი შეიძინა გრამფირფიტების გაყიდვიდან. მიუხედავად იმისა, რომ კარუზოს მსოფლიოს მრავალ დიდ ოპერის თეატრში ჰქონდა შესრულებული, მათ შორის ლა სკალა მილანში, კოვენტ გარდენი ლონდონში, ყველაზე უკეთ მას იცნობენ როგორც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის წამყვან მამაკაც მომღერალს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში. დირიჟორი არტურო ტოსკანინის შეფასებით, რომელიც კარუზოსთან რამდენიმე ოპერას დირიჟორობდა 'მეტში', ის უდიდესი ხელოვანი იყო, რომელთანაც კი ოდესმე უმუშავია.