აბას I (ირანი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.54.228.96-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Davitamatiashvili-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
ხაზი 1: ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება*|აბას I}}
{{ინფოდაფა მმართველი
|ქვეყანა = [[სეფიანთა იმპერია| სეფიანთა ირანი]]ს
|თანამდებობა = [[შაჰი]]
[[File:Lion and Sun Emblem of Persia.svg|50px]]
|სახელი = აბას I
|ორიგინალური სახელი =
|რიგი = მე-5
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი = Shah Abbas I engraving by Dominicus Custos - Antwerp artist printer and engraver.jpg
|წარწერა =
|კორონაცია =
|მმართველობის დასაწყისი = [[1587]]
|მმართველობის დასასრული = [[19 იანვარი]] [[1629]]
|წინამორბედი = [[მუჰამად ხუდაბანდა]]
|მემკვიდრე = [[სეფი I]]
|სხვა წოდებები =
|ვიცე-პრეზიდენტი =
|პარტია =
|დაბადების თარიღი = [[27 იანვარი]] [[1571]]
|დაბადების ადგილი = [[ჰერათი]], [[ირანი]]
|გარდაცვალების თარიღი = [[19 იანვარი]] [[1629]]
|გარდაცვალების ადგილი = [[ყაზვინი]], [[ირანი]]
|ქორწინება =
|შვილები = მუჰამედ ბაყერ სეფი მიზა
ჰასან მირზა
ჰუსეინ მირზა
თამაზ მირზა
მუჰამად მირზა
ისმაილ მირზა
იმამ-ყული მირზა
|სრული სახელი = ''აბას მირზა მუჰამადი''
|დინასტია = [[სეფიანთა სამეფო დინასტია|სეფიანები]]
|მამა = [[მუჰამად ხუდაბანდა]]
|დედა = [[ხაირ ალ-ნისა ბეგუმი]]
|რელიგია = [[შიიზმი|შიიტური ისლამი]]
|ხელმოწერა =

'''აბას I''', ''შაჰ-აბას დიდად'' წოდებული (დ. [[27 იანვარი]], [[1571]] ― გ. [[19 იანვარი]], [[1629]]) — [[ირანი]]ს [[შაჰი]] ([[1587]]-[[1629]]) [[სეფიანთა სამეფო დინასტია|სეფიანთა]] დინასტიისა, შაჰ მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი. მის დროს ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა.

==დახასიათება==
შაჰ-აბასი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ქართული წყაროებით, იგი იყო „კაცი მცბიერი და მოყვარე მზაკვრობისა“<ref>ბერი ეგნატაშვილი, გვ. 281</ref>, „მცბიერი, ხვანჯიანი, უნდო და მტერი ყოველთა მემკვიდრეთა“<ref>ვახუშტი, გვ. 586</ref>. ასევე ახასიათებს მას თეიმურაზიც: „მძლავრი, უწყალო, ქრისტეანეთა მტანჯველი, ეროდიას წილ მჯდომელი, უბრალოს სისხლთა მჩქეფელი“. „ქვეყნის ამაოხრებელს“ უწოდებს შაჰ-აბასს [[არაქელ დავრიჟეცი]]ც. მართლაც, „დიდი, დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდნენ და კაცურ ქცევას ავიწყებინებდნენ.შაჰ-აბასი მცირე რამის გამოც ისეთს თავშეუკავებელ მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი ხშირად სრულიად უაზრო სისხლისზღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება“<ref>ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, V. თბ., 1953, გვ. I</ref>. ამასვე მიუთითებენ სხვა მკვლევარებიც<ref>«Когда с ужасом узнаешь, что он велел убить своего сына Сефи Мирзу, старшего из всех и как по личным качествам, так и по любви народной подавшего большие надежды, а двух младших велел ослепить то почти хочется приписать ему помрачение рассудка» (А. Мюллер, История Ислама, III, СПБ, 1896, ст. 408)</ref>.

== საშინაო პოლიტიკა ==
აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში ([[1578]]-[[1590]]) მარცხი განიცადა. [[1590]] წელს აბას I იძულებული გახდა [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთთან]] დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული [[ქართველები]], [[სომხები]], [[ჩერქეზები]] (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის [[ტარუღა]] აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების [[ბეგლარბეგი|ბეგლარბეგებად]]. [[ყულარაღასი]]ს თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც.

აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა [[ალავერდი-ხანი|ალავერდი-ხან უნდილაძემ]] და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა.

[[1598]] აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები ([[1605]]) და ქართველი გლეხები ([[1616]] - [[კახელების გადასახლება ირანში]]), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

== საგარეო პოლიტიკა ==
აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. [[1601]]-[[1602]] წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად ([[1603]]-[[1612]], [[1616]]-[[1618]], [[1623]]) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. [[1597]] წელს უზბეკებს წაართვა ხორასანი, [[1622]] წელს დიდ მოგოლებს — [[ყანდაარი]]. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. [[1622]] ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის აღებას ხელმძღვანელობდა [[იმამყული-ხანი|იმამყული-ხან უნდილაძე]]).

=== ირანი და საქართველო ===
აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. [[1614]], [[1616]] და [[1617]] წლებში ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით ოთხჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (''იხ.'' [[აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში]]), [[1624]] წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით, სასტიკად აწამეს კახეთის [[ქეთევან დედოფალი|დედოფალი ქეთევანი]], [[1625]] წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ [[ისა-ხანი|ისა-ხან]] ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (''იხ.'' [[მარაბდის ბრძოლა 1625]]). ქართველთა აჯანყებებმა [[1615]], [[1625]] (''იხ.'' [[მარტყოფის ბრძოლა]]) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

== იხილეთ აგრეთვე ==
*[[მარაბდის ბრძოლა]]
*[[მარტყოფის ბრძოლა]]
*[[აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში]]

== ლიტერატურა ==
* ''ბერძენიშვილი ნ.,'' რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
* '' გაბაშვილი ვ.,'' ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31, გვ. 59-128;
* ''მისივე'', ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
* ''ფალფასი ნ.,'' ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), წგნ. 1-4, თეირანი, 1956-1962;
* ''Петрушевский И. П.,'' Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв., Л., 1949;
* ''Bellan I.,'' Chah Abbas I, P., 1932
{{ქსე|1|14|კაციტაძე დ.}}

==სქოლიო==
{{სქოლიო}}

{{დაიწყე ყუთი}}
{{s-hou|[[სეფიანთა სამეფო დინასტია|სეფიანთა დინასტია]]||[[1571]]||[[1629]]}}
{{მემკვიდრეობის დაფა
| წინამორბედი = [[მუჰამად ხუდაბანდა]]
| ტიტული =    [[სეფიანი შაჰების სია|ირანის შაჰი]]
| წლები = [[1587]] – [[19 იანვარი]], [[1629]]
| შემდეგი = [[სეფი (ირანი)|სეფი]]

{{დაასრულე ყუთი}}
{{სეფიანები}}

[[კატეგორია:სეფიანთა დინასტია]]
[[კატეგორია:სეფიანთა დინასტია]]
[[კატეგორია:დაბადებული 1571]]
[[კატეგორია:დაბადებული 1571]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1629]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1629]]
__NOTOC__
__DISAMBIG__

10:50, 23 მარტი 2017-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბას I.
აბას I
სეფიანთა ირანის მე-5 შაჰი
მმართ. დასაწყისი: 1587
მმართ. დასასრული: 19 იანვარი 1629
წინამორბედი: მუჰამად ხუდაბანდა
მემკვიდრე: სეფი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 იანვარი 1571
დაბ. ადგილი: ჰერათი, ირანი
გარდ. თარიღი: 19 იანვარი 1629
გარდ. ადგილი: ყაზვინი, ირანი
შვილები: მუჰამედ ბაყერ სეფი მიზა
ჰასან მირზა
ჰუსეინ მირზა
თამაზ მირზა
მუჰამად მირზა
ისმაილ მირზა
იმამ-ყული მირზა
სრული სახელი: აბას მირზა მუჰამადი
დინასტია: სეფიანები
მამა: მუჰამად ხუდაბანდა
დედა: ხაირ ალ-ნისა ბეგუმი
რელიგია: შიიტური ისლამი

აბას I, შაჰ-აბას დიდად წოდებული (დ. 27 იანვარი, 1571 ― გ. 19 იანვარი, 1629) — ირანის შაჰი (1587-1629) სეფიანთა დინასტიისა, შაჰ მუჰამად ხუდაბანდას ძე, მხედართმთავარი. მის დროს ირანი პოლიტიკურად ძალზე გაძლიერდა.

დახასიათება

შაჰ-აბასი ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. ქართული წყაროებით, იგი იყო „კაცი მცბიერი და მოყვარე მზაკვრობისა“[1], „მცბიერი, ხვანჯიანი, უნდო და მტერი ყოველთა მემკვიდრეთა“[2]. ასევე ახასიათებს მას თეიმურაზიც: „მძლავრი, უწყალო, ქრისტეანეთა მტანჯველი, ეროდიას წილ მჯდომელი, უბრალოს სისხლთა მჩქეფელი“. „ქვეყნის ამაოხრებელს“ უწოდებს შაჰ-აბასს არაქელ დავრიჟეციც. მართლაც, „დიდი, დიდი სახელმწიფო მოღვაწის უტყუარ ნიჭთან ერთად მას თანდაყოლილი ჰქონდა პირადი ხასიათის ისეთი თვისებები, რომლებიც მას ხშირად ადამიანურ სახეს უკარგავდნენ და კაცურ ქცევას ავიწყებინებდნენ.შაჰ-აბასი მცირე რამის გამოც ისეთს თავშეუკავებელ მრისხანებას იჩენდა ხოლმე, ისეთი ხშირად სრულიად უაზრო სისხლისზღვრა, შემაძრწუნებელი ვერაგობა და შემზარავი შურისძიება იცოდა თავის მახლობელთა წრეშიაც, რომ უნებლიეთ მისი გონებრივი ნორმალურობის შესახებ ეჭვი იბადება“[3]. ამასვე მიუთითებენ სხვა მკვლევარებიც[4].

საშინაო პოლიტიკა

აბას I-ის ტახტზე ასვლის პირველსავე წლებში გამუდმებული შინაფეოდალური ომებისაგან დასუსტებულმა ირანმა ოსმალეთთან ომში (1578-1590) მარცხი განიცადა. 1590 წელს აბას I იძულებული გახდა ოსმალეთთან დაედო ირანისათვის საზარალო ზავი. შემდეგ ენერგიულად შეუდგა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ებრძოდა ამირების სეპარატისტულ მისწრაფებებს, ყიზილბაშურ-თურქმანულ არისტოკრატიას სახელმწიფო და სამხედრო სარბიელზე დაუპირისპირა ირანის სამსახურში დაწინაურებული ქართველები, სომხები, ჩერქეზები (ე.წ. "ახალი არისტოკრატია"). მაგ., ისპაანის ტარუღა აუცილებლად ქართველი უნდა ყოფილიყო. ქართველებს ნიშნავდნენ ირანის პროვინციების ბეგლარბეგებად. ყულარაღასის თანამდებობაც ხშირად ქართველებს ეჭირათ. ქართველები დაწინაურდნენ კულტურულ სარბიელზეც.

აბას I-მა ჩაატარა სამხედრო რეფორმა. შექმნა მუდმივი ჯარი (თოფანქჩიებისა და ღულამთა ნაწილები), საარტილერიო პარკი (თოფხანე), ღულამთა გვარდია (ძირითადად ქართველებისაგან შედგებოდა). სამხედრო რეფორმის გატარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს გამაჰმადიანებულმა ქართველმა ალავერდი-ხან უნდილაძემ და ინგლისელებმა - ძმებმა ანტონ და რობერტ შერლებმა.

1598 აბას I-მა დედაქალაქი ყაზვინიდან ისპაანში გადაიტანა. ირანის ცენტრალური რაიონების აღორძინების მიზნით მშობლიური მიწიდან აყარა და ირანში გადაასახლა სომეხი ვაჭარ-ხელოსნები (1605) და ქართველი გლეხები (1616 - კახელების გადასახლება ირანში), ხელს უწყობდა ვაჭრობა-ხელოსნობისა და საქალაქო ცხოვრების განვითარებას.

საგარეო პოლიტიკა

აბას I დამპყრობლურ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. 1601-1602 წლებში დაიპყრო ბაჰრეინის კუნძულები. ოსმალეთთან ომების შედეგად (1603-1612, 1616-1618, 1623) აღადგინა ირანის ბატონობა ამიერკავკასიასა და ერაყში. 1597 წელს უზბეკებს წაართვა ხორასანი, 1622 წელს დიდ მოგოლებს — ყანდაარი. დიდ ყურადღებას აქცევდა აბრეშუმით ვაჭრობას, რაც შაჰის ხაზინის მონოპოლია იყო. ცდილობდა აბრეშუმის ექსპორტი ევროპაში აეცდინა ოსმალეთის საქარავნო გზებისათვის და სპარსეთის ყურით წარემართა. 1622 ოსტინდოეთის ინგლისის კომპანიის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელებს წაართვა კუნძული ჰორმოზი (კუნძულის აღებას ხელმძღვანელობდა იმამყული-ხან უნდილაძე).

ირანი და საქართველო

აბას I-ის საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა საქართველოს საკითხს. ამიერკავკასიაში ბატონობის უზრუნველსაყოფად აბას I-ს აუცილებლად მიაჩნდა ქართლ-კახეთის ქრისტიანული სამეფოების ყიზილბაშურ-მაჰმადიანურ სახანოებად გადაქცევა. 1614, 1616 და 1617 წლებში ირანის ლაშქარი აბას I-ის მეთაურობით ოთხჯერ შემოესია ქართლ-კახეთს და ააოხრა (იხ. აბას I-ის ლაშქრობანი საქართველოში), 1624 წელს აბას I-ის ბრძანებით, სარწმუნოების შეცვლის მოთხოვნით, სასტიკად აწამეს კახეთის დედოფალი ქეთევანი, 1625 წელს კი აჯანყებული ქართველების წინააღმდეგ ისა-ხან ყორჩიბაშის სარდლობით კვლავ დიდი ლაშქარი გამოგზავნა (იხ. მარაბდის ბრძოლა 1625). ქართველთა აჯანყებებმა 1615, 1625 (იხ. მარტყოფის ბრძოლა) და შეუპოვარმა წინააღმდეგობამ აბას I-ის გეგმები ჩაშალა. შაჰი იძულებული გახდა საქართველოს მიმართ კომპრომისული პოლიტიკის გზას დასდგომოდა. აბას I-ის დროს ირანს გაცხოველებული სავაჭრო-ეკონომიური და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

• ბერძენიშვილი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967;
• გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31, გვ. 59-128;
• მისივე, ქართული ფეოდალური წყობილება XVI-XVII საუკუნეებში, თბ., 1958;
• ფალფასი ნ., ზენდეგანი-ე შაჰ-ე აბბას-ე ავვალ (შაჰ-აბას I-ის ცხოვრება), წგნ. 1-4, თეირანი, 1956-1962;
• Петрушевский И. П., Очерки по истории феодальных отношений в Азербайджане и Армении в XVI - начале XIX вв., Л., 1949;
• Bellan I., Chah Abbas I, P., 1932

სქოლიო

1. ბერი ეგნატაშვილი, გვ. 281
2. ვახუშტი, გვ. 586
3. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, V. თბ., 1953, გვ. I
4. «Когда с ужасом узнаешь, что он велел убить своего сына Сефи Мирзу, старшего из всех и как по личным качествам, так и по любви народной подавшего большие надежды, а двух младших велел ослепить то почти хочется приписать ему помрачение рассудка» (А. Мюллер, История Ислама, III, СПБ, 1896, ст. 408)
აბას I (ირანი)
დაიბადა: 1571 გარდაიცვალა: 1629
წინამორბედი:
მუჰამად ხუდაბანდა
ირანის შაჰი
158719 იანვარი, 1629
შემდეგი:
სეფი