ბივრილი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მინერალი | სახელი = ბივრილი | კატეგორია = სილიკა... |
მ დაემატა კატეგორია:ჰექსაგონური მინერალები გაჯეტ HotCat-ით |
||
ხაზი 43: | ხაზი 43: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
{{ქსე|2|363}} |
{{ქსე|2|363}} |
||
[[კატეგორია:ჰექსაგონური მინერალები]] |
20:00, 9 მარტი 2017-ის ვერსია
ბივრილი | |
---|---|
სამი სახის ბივრილი: მორგანიტი, აკვამარინი და ჰელიოდორი | |
საერთო | |
კატეგორია | სილიკატები |
ქიმიური ფორმულა | Be3Al2(SiO3)6 |
იდენტიფიკაცია | |
მოლეკულური მასა | 537.50 |
ფერი | მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ვარდისფერი და სხვა. |
Refractive index | nω = 1.564–1.595 nε = 1.568–1.602 |
Birefringence | 0.0040–0.0070 |
ბივრილი, ბერილი (ბერძ. berilos) — სილიკატების ჯგუფის მინერალი ქიმიური ფორმულით Be3Al2(SiO3)6. შეიცავს BeO-ს 14,1%-ის პროპორციით, Al2O3 — 19,0%, SiO — 66,9%, ხშირად შეიცავს ნატრიუმს, კალიუმს, ლითიუმს, რუბიდიუმს, ცეზიუმს, სკანდიუმს, Cr3+, Fe2+, Fe3+, მანგანუმს, ჰელიუმს, ვერცხლისწყალს, წყალსა და სხვა მინარევებს. კრისტალდება ჰექსაგონურ სინგონიაში. ქმნის პროზმულ, ნემსისებრ, ფირფიტისებრ კრისტალებს ან მთლიან მარცვლოვან მასებს. სიმაგრე მინერალური სკალით არის 7,5, სიმკვრივე 2650—2800 კგ/მ3. ფერის, გამჭვირვალობისა და მინარევების მიხედვით განარჩევენ ბევრილის სხვადასხვა სახეობას: საკუთრივ ბევრილი — მწვანე, მოყვითალო თეთრი მღვრიე კრისტალები; აკვამარინი — Fe3+ მინარევით მომწვანო ცისფრად ან მუქ ცისფრად შეფერილი გამჭვირვალე კრისტალები; ჰელიოდორი — Fe3+ მინარევით ყვითლად შეფერილი კრისტალები; ზურმუხტი — Cr3+ მინარევით მუქ ბალახისფერ მწვანედ შეფერილი გამჭვირვალე კრისტალები; როსტერიტი — უფერო ან Li1+ და Cs1+ 15%-მდე მინარევებით მოვარდისფროდ შეფერილი კრისტალები; ვორობიოვიტი (მორგანიტი) — Mn3+ მინარევების გამო ვარდისფერი.
წარმოქმნა და გამოყენება
ბივრილი წარმოიქმნება გრანიტულ პეგმატიტებში, გრაიზენებში, სკარნებში, მეტასომატური ტიპის პნევმატოლითურ ჰიდროთერმულ საბადოებში. ბივრილი ბერილიუმის მადნების ერთ-ერთი მთავარი მინერალია, რომლებიდანაც ბერილიუმს ადნობენ. გამჭვირვალე, ლამაზად შეფერილ კრისტალებს აწახნაგებენ და იყენებენ მაღალხარისხოვან ძვირფას ქვად.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 363.