შაჰრიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
|რიგი =
|რიგი =
|რიგი-მეუღლეების =
|რიგი-მეუღლეების =
|სურათი =
|სურათი = Shahriyar, Indian School of the 17th century AD.jpg
|წარწერა =
|წარწერა =
|კორონაცია =
|კორონაცია =

20:05, 7 მარტი 2017-ის ვერსია

შაჰრიარი
დიდ მოგოლთა იმპერიის დე-ფაქტო მმართველი (იმპერატორი)
მმართ. დასაწყისი: 7 ნოემბერი 1627
მმართ. დასასრული: 19 იანვარი 1628
წინამორბედი: ჯაჰანგირი
მემკვიდრე: შაჰ-ჯაჰანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 16 იანვარი 1605
დაბ. ადგილი: აგრა, დიდ მოგოლთა იმპერია
გარდ. თარიღი: 23 იანვარი 1628
გარდ. ადგილი: ლაჰორი,დიდ მოგოლთა იმპერია
მეუღლე: ლადლი ბეგუმი
შვილები: არზანი ბეგუმი
სრული სახელი: სალეფ ად-დინ მუჰამად შაჰრიარი
დინასტია: თემურიდები
მამა: ჯაჰანგირი
დედა: სალიჰა ბანუ ბეგუმი
რელიგია: სუნიტური ისლამი

შაჰრიარი (დ. 16 იანვარი, 1605, აგრა — გ. 23 იანვარი, 1628მოგოლი უფლისწული(შაჰზადა), დიდ მოგოლთა იმპერიის დროებითი მმართველი 1627 წლის ნოემბრიდან 1628 წლის 19 იანვრამდე, იმპერატორ ჯაჰანგირის უმცროსი ვაჟი. მამის გარდაცვალების დროს დედა-ქალაქთან ყველაზე ახლოს იყო და დროებით დაიკავა მოგოლთა ტახტი აგრაში, მფარველობდა მისი დედობილი, მამამისის საყვარელი მეუღლე- ნურ-ჯაჰანი.


ბიოგრაფია

შაჰრიარი დაიბადა 1605 წლის 16 იანვარს ქ.აგრაში, ბაბუამისის, აქბარის მმართველობის პერიოდში. იმავე წელს მამამისი, ნურუდდინ მუჰამად სალიმ მირზა ჯაჰანგირის სახელით ავიდა დიდ მოგოლთა საიმპერატორო ტახტზე. შაჰრიარის დედა, სალიჰა ბანუ ბეგუმი 1609 წელს გარდაიცვალა. ის აღზარდა მისმა დედინაცვალმა, ლამაზმა და გავლენიანმა ნურ ჯაჰანმა. შაჰრიარმა განათლება ქაშმირში მიიღო. სწავლულები მას რელიგიას, ხელოვნებასა და ომს ასწავლიდნენ. 1621 წელს იქორწინა ნურ-ჯაჰანის შვილზე, (რომელიც მოგოლი სარდლისგან ჰყავდა) ლადლი ბეგუმზე. ამავე წელს, ისევ ნურ-ჯაჰანის გავლენით, ჯაჰანგირმა დანიშნა ფერგანის მმართველად. მან მალევე მოიპოვა ავტორიტეტი ამ პროვინციაში და თავისი უფროსი ძმისთვის, შაჰ-ჯაჰანისთვის ტახტის მოცილედ იქცა. 1625 წელს შაჰრიარი თჰათას მმართველი გახდა. 1627 წელს მამამისი გარდაიცვალა და ტახტისათვის ბრძოლა დაიწყო. იმპერატორობის პრეტენდენტობის კანდიდატები იყვნენ შაჰ-ჯაჰანი, შაჰრიარი და მისი ძმისშვილი- დავარ ბაქში. ნურ-ჯაჰანმა შაჰრიარს მისცა უფლება ტახტზე ასულიყო და ლაჰორში აიღო ძალაუფლება ხელში. ამავდროულად აგრაში იმპერატორად დავარ ბაქში გამოაცხადეს.იმპერია გაურკვევლობამ და დინასტიურმა დაპირისპირებებმა მოიცვა. საბოლოოდ, 3 თვის შემდეგ ჯაჰანგირის მე-3 ვაჟმა, შაჰ-ჯაჰანმა, ვეზირ, აზაფ ხანის დახმარებით მოახერხა დავარის, შაჰრიარისა და მისის ბიძაშვილების- გარშაფისა და ჰოშანგის დატყვევებმა. 1628 წლის 19 იანვარს მოგოლთა იმპერატორი გახდა შაჰ-ჯაჰანი. მისი ბრძანებით აზაფ ხანმა ლაჰორში სიკვდილით დასაჯა შაჰრიარი, დავარი და დანარჩენი ამბოხებული შაჰზადეები. შაჰრიარი დაკრძალეს ლაჰორში. მისი მომხრეები ამოხოცეს, ხოლო ნურ-ჯაჰანი ლაჰორის სასახლეში გამოკეტეს. მოგვიანებით შაჰრიარის ერთადერთი შვილი, არზანი ბეგუმი მითხოვდა შაჰ-ჯაჰანის შვილსა და მემკვიდრეს, იმპერატორ აურანგზებს.