ჰოროსკოპი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 23: ხაზი 23:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
{{ქსე|11|690}}
{{ქსე|11|690}}
* ვიკტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;
* [[ვიქტორ ნოზაძე]], „ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება“, თბილისი, 2005;


[[კატეგორია:ასტროლოგია]]
[[კატეგორია:ასტროლოგია]]

15:51, 27 თებერვალი 2017-ის ვერსია

ასტროლოგია
ისტორია
ასტროლოგიის ისტორია
ასტრონომიის ისტორია
ასტროლოგია და ასტრონომია
ტრადიციები
არაბული/სპარსული ასტროლოგია
ბაბილონური ასტროლოგია
ჩინური ასტროლოგია
ელინისტური ასტროლოგია
ინდური ასტროლოგია
დასავლური ასტროლოგია
კიდევ...
ჰოროსკოპული ასტროლოგიის
განშტოებები
ნატალური ასტროლოგია
არჩევითი ასტროლოგია
საათობრივი ასტროლოგია
პოლიტიკური ასტროლოგია
კიდევ...
კატეგორიები
ასტროლოგები
ასტროლოგია ტრადიციის მიხედვით
ასტროლოგია ტიპის მიხედვით
დაფა: იხ.  განხ.  რედ.

ჰოროსკოპი (ბერძ. ὡροσκόπος, „hōroskópos“; "hora"—დრო და "skopeo"—ვუყურებ, ვაკვირდები) — კონკრეტული ადამიანის დაბადების მომენტში ზეცის გრაფიკული გამოსახულება, ანუ რა მდგომარეობა ეკავათ მნათობებს, პლანეტებსა და ვარსკვლავებს. ადამიანის დაბადებისას ციური მოვლენები არ ჩერდება, თუმცა კონკრეტული ადამიანის დაბადების ადგილსა და მომენტში ხდება ასე ვთქვათ, მისი "ზეციური სკანირება" და ამ დროს კოსმოსში მიმდინარე ციური მოვლენები ფიქსირდება მის ხასიათსა თუ ბედისწერაში.

ჰოროსკოპის სტრუქტურა

ჰოროსკოპში ძირითადად გამოყოფენ:

  • პლანეტების განთავსებას ზოდიაქოს ნიშნებში.
  • პლანეტების განთავსებას ე. წ. ასტროლოგიურ სახლებში.
  • „ასპექტებს” - პლანეტების ურთიერთკავშირს, ურთიერთდამოკიდებულებას (რომელიც შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური).
  • ე.წ. ასტროლოგიური სახლების მმართველებისა და „სიგნიფიკატორების“ გამოთვლა-შეთავსება და ა. შ.

ჰოროსკოპის ტიპი

ჰოროსკოპი შეიძლება იყოს: ასტროლოგიური საქმიანობის ძირითად მეთოდად ითვლება ჰოროსკოპის შედგენა და მისი ინტერპრეტაცია. ჰოროსკოპი შეიძლება იყოს:

  • ნატალური - გამოითვლება ადამიანის დაბადების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. ნატალური ჰოროსკოპის მიხედვით ასტროლოგი პიროვნების ასტროლოგიურ პორტრეტს ადგენს (თუ რა თვისებები, მიდრეკილებები და პოტენციალი გააჩნია ადამიანს).
  • მუნდანური - გამოითვლება ქვეყნის (ქალაქის) დაარსების ან დამოუკიდებულობის მოპოვების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგს შეუძლია კონკრეტული ქვეყნის განვითარების, სასიკეთო პერსპექტივების ან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.
  • სინასტრიული - გამოითვლება ორი ადამიანის ნატალური ჰოროსკოპის ურთიერთშეჯერების შედეგად. ასტროლოგს მისი მიხედვით შეუძლია განსაზღვროს ორი ადამიანის ურთიერთშეთავსება - თუ რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიული შეთავსებაა (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში).
  • სამედიცინო - ის დგება ადამიანის დაავადებების, ტრავმის მიღების დროისა და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ავადმყოფობის განვითარების ეტაპები და მიაგნოს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს.
  • ჰორარული (საათობრივი) - ის დგება კითხვის დასმის მომენტში. ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ეძებს პასუხს დასმულ კითვაზე.
  • ელექტიური (შერჩევითი) - ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ცდილობს შეარჩიოს ამა თუ საქმიანობის დაწყებისთვის სასიკეთო პერიოდი.

ლიტერატურა