ასტროლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 40: | ხაზი 40: | ||
* [[სინასტრიული ჰოროსკოპი|სინასტრიული]] - გამოითვლება ორი ადამიანის ნატალური ჰოროსკოპის ურთიერთშეჯერების შედეგად. ასტროლოგს მისი მიხედვით შეუძლია განსაზღვროს ორი ადამიანის ურთიერთშეთავსება - თუ რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიული შეთავსებაა (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში). |
* [[სინასტრიული ჰოროსკოპი|სინასტრიული]] - გამოითვლება ორი ადამიანის ნატალური ჰოროსკოპის ურთიერთშეჯერების შედეგად. ასტროლოგს მისი მიხედვით შეუძლია განსაზღვროს ორი ადამიანის ურთიერთშეთავსება - თუ რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიული შეთავსებაა (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში). |
||
* [[სამედიცინო ჰოროსკოპი|სამედიცინო]] - ის დგება ადამიანის დაავადებების, ტრავმის მიღების დროისა და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ავადმყოფობის განვითარების ეტაპები და მიაგნოს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს. |
* [[სამედიცინო ჰოროსკოპი|სამედიცინო]] - ის დგება ადამიანის დაავადებების, ტრავმის მიღების დროისა და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ავადმყოფობის განვითარების ეტაპები და მიაგნოს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს. |
||
* [[ |
* [[ჰორარული ჰოროსკოპი|ჰორარული (საათობრივი)]] - ის დგება კითხვის დასმის მომენტში. ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ეძებს პასუხს დასმულ კითვაზე. |
||
* [[ელექტიური ჰოროსკოპი|ელექტიური (შერჩევითი)]] - ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ცდილობს შეარჩიოს ამა თუ საქმიანობის დაწყებისთვის სასიკეთო პერიოდი. |
* [[ელექტიური ჰოროსკოპი|ელექტიური (შერჩევითი)]] - ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ცდილობს შეარჩიოს ამა თუ საქმიანობის დაწყებისთვის სასიკეთო პერიოდი. |
||
16:20, 22 თებერვალი 2017-ის ვერსია
ასტროლოგია (ბერძ. άστρον — ვარსკვლავი; λόγος — მოძღვრება) — პარამეცნიერების დარგი, რომლის მიხედვით ციური სხეულების, ძირითადად პლანეტების, ზოდიაქოს ნიშნების და ე. წ. ასტროლოგიური სახლების დახმარებით შესაძლებელია ცალკეული ადამიანებისა და ქვეყნების მომავლის წინასწარმტყველება. ასტროლოგია შეიქმნა უძველეს წარსულში მესოპოტამიაში და შემდგომ განვითარდა ასურეთში, ბაბილონში, საბერძნეთში, რომში, ინდოეთში, ასევე ისლამურ ქვეყნებსა და ევროპაში.
ასტროლოგიის ისტორია
ასტროლოგიის მიმართულებები (ჰოროსკოპული ასტროლოგიის განშტოებები)
- ნატალური ასტროლოგია, სიტყვასიტყვით დაბადების ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება (სფერო), რომელიც დაბადების მონაცემებზე (თარიღი, დრო, ადგილმდებარეობა) დაყრდნობით და ჰოროსკოპის შედგენის საფუძველზე, შეისწავლის ადამიანების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მიდრეკილებებს, ინტერესებს, ცხოვრებისეულ გარემოებებს, ბედ–იღბალს და ა.შ.
- წინასწარმეტყველური ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებს განსაზღვრავს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
- სინასტრიული ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ინდივიდებს, ისე სოციალურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებს შეისწავლის.
- სამედიცინო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც იკვლევს ადამიანის ჯანმრთელობას, ასევე წინასწარმეტყველებს მოსალოდნელ ავადმყოფობებს.
- ჰორალური ასტროლოგია სიტყვა–სიტყვით შეკითხვითი ან საათობრივი ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც დასმულ კითხვას პასუხს სცემს (მისი არსია "კონკრეტულ კითხვაზე – კონკრეტული პასუხი").
- ელექტიური ასტროლოგია — იგივე არჩევითი ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც ამა თუ იმ საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს.
- მუნდანური ასტროლოგია — იგივე პოლიტიკური ან გეოგრაფიული ასტროლოგია – ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის ქვეყნების, სოციალური ჯგუფების ურთიერთკავშირს, მის მომავალს წინასწარმეტყველებს.
- ბიზნეს ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც აღწერს და პროგნოზირებს პროცესებს საქმიან სფეროში და ეკონომიკაში.
- ეზოთერული ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც აღწერს ადამიანის სულიერ განვითარებას ასტროლოგიურ ჭრილში.
- ასტრომეტეოროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც შეისწავლის მოსალოდნელ ამინდს, ციური სხეულებისა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით ადგენს ამინდის პროგნოზს.
- სასოფლო–სამეურნეო ასტროლოგია — ასტროლოგიის მიმართულება, რომელიც სასოფლო–სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელ პერიოდს არჩევს (ზოგი ასტროლოგი მას ელექტიური ასტროლოგიის ნაწილად მოიაზრებს).
ასტროლოგიის ტრადიციები
- არაბული/სპარსული ასტროლოგია
- ბაბილონური ასტროლოგია
- ჩინური ასტროლოგია
- ელინისტური ასტროლოგია
- ინდური ასტროლოგია
- დასავლური ასტროლოგია
ჰოროსკოპი
ასტროლოგიური საქმიანობის ძირითად მეთოდად ითვლება ჰოროსკოპის შედგენა და მისი ინტერპრეტაცია. ჰოროსკოპი შეიძლება იყოს:
- ნატალური - გამოითვლება ადამიანის დაბადების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. ნატალური ჰოროსკოპის მიხედვით ასტროლოგი პიროვნების ასტროლოგიურ პორტრეტს ადგენს (თუ რა თვისებები, მიდრეკილებები და პოტენციალი გააჩნია ადამიანს).
- მუნდანური - გამოითვლება ქვეყნის (ქალაქის) დაარსების ან დამოუკიდებულობის მოპოვების თარიღის, დროის და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგს შეუძლია კონკრეტული ქვეყნის განვითარების, სასიკეთო პერსპექტივების ან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მიიღოს ინფორმაცია.
- სინასტრიული - გამოითვლება ორი ადამიანის ნატალური ჰოროსკოპის ურთიერთშეჯერების შედეგად. ასტროლოგს მისი მიხედვით შეუძლია განსაზღვროს ორი ადამიანის ურთიერთშეთავსება - თუ რამდენად ჰარმონიული ან დისჰარმონიული შეთავსებაა (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში).
- სამედიცინო - ის დგება ადამიანის დაავადებების, ტრავმის მიღების დროისა და ადგილის დახმარებით. მისი მიხედვით ასტროლოგი ცდილობს განსაზღვროს ადამიანის ავადმყოფობის განვითარების ეტაპები და მიაგნოს მკურნალობის ყველაზე ოპტიმალურ მეთოდებს.
- ჰორარული (საათობრივი) - ის დგება კითხვის დასმის მომენტში. ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ეძებს პასუხს დასმულ კითვაზე.
- ელექტიური (შერჩევითი) - ამ ჰოროსკოპის დახმარებით ასტროლოგი ცდილობს შეარჩიოს ამა თუ საქმიანობის დაწყებისთვის სასიკეთო პერიოდი.
რესურსები ინტერნეტში