რონალდო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გოლების სექცია შევასწორე ვიზუალურად უფრო დავხვეწე, ფრჩხილებში ჩავსვი გოლები
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 16: ხაზი 16:
|კლუბი = [[კრუზეირო (საფეხბურთო კლუბი)|კრუზეირო]]
[[PSV (საფეხბურთო კლუბი)|პსვ]]
[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა]]
[[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|ინტერი]]
[[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ მადრიდი]]
[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი]]
[[კორინთიანსი (საფეხბურთო კლუბი)|კორინთიანსი]]
|კლუბი = [[კრუზეირო (საფეხბურთო კლუბი)|კრუზეირო]]
[[PSV (საფეხბურთო კლუბი)|პსვ]]
[[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა]]
[[ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)|ინტერი]]
[[რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)|რეალ მადრიდი]]
[[მილანი (საფეხბურთო კლუბი)|მილანი]]
[[კორინთიანსი (საფეხბურთო კლუბი)|კორინთიანსი]]
|მატჩი = 34
46
37
68
127
20
52
|მატჩი = 34
46
37
68
127
20
52
|გოლი = 34
42
34
49
83
9
29
|გოლი = 34)
(42)
(34)
(49)
(83)
(9)
(29
|ეროვნული წელი = 1994–2011
|ეროვნული წელი = 1994–2011
|ეროვნული ნაკრები = [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილია]]
|ეროვნული ნაკრები = [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილია]]

10:41, 10 თებერვალი 2017-ის ვერსია

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: კრიშტიანუ რონალდუ.
რონალდო
Ronaldo
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა
დაბადების
თარიღი
18 სექტემბერი, 1976
სიმაღლე 183 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1993
1994–1996
1996–1997
1997–2002
2002–2007
2007–2008
2009–2011
კრუზეირო
პსვ
ბარსელონა
ინტერი
რეალ მადრიდი
მილანი
კორინთიანსი
34
46
37
68
127
20
52
(34)
(42)
(34)
(49)
(83)
(9)
(29)
ეროვნული ნაკრები
1994–2011 ბრაზილია 98 (62)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2013 (UTC)
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივნისი, 2013 (UTC)

რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა (პორტ. Ronaldo Luís Nazário de Lima; 18 სექტემბერი, 1976) — ყოფილი ბრაზილიელი ფეხბურთელი. ფეხბურთის სპეციალისტებისა და გულშემატკივრების მიერ მიჩნეულია მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.[1] ბრაზილიელს ორჯერ აქვს მოგებული ოქროს ბურთი1997 და 2002 წლებში. რონალდო ზინედინ ზიდანთან ერთად, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ჯილდო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

სახელი რონალდო ექიმ რონალდო ვალენტეს პატივსაცემად დაარქვეს. მისი და — იონე და ძმა — ნელინიო კი მას „დადადოს“ ეძახიანსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}}!.

ადრეული წლები

ბევრი ვარსკვლავის მსგავსად, რონალდოც ღარიბ–ღატაკ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მამამისი ნელიო ნაზარიო დე ლიმა იმხანად სატელეფონო კომპანია „ტელირში“ მუშაობდა, დედა სონი დოს სანტოს ბარატა კი პიცერიაში დამლაგებელი იყო. ოთხი წლის ასაკში რონალდომ მამისგან სანუკვარი საჩუქარი – ტყავის ბურთი მიიღო და მას შემდეგ ის ბურთის გარეშე აღარავის უნახავს. ბიჭუნას მოზრდილები ახლოს არ იკარებდნენ და მას ისღა დარჩენოდა, თავის საყვარელ ტყავის ბურთთან განმარტოვებულიყო... რონალდოს სკოლა არასოდეს იზიდავდა, მას ქუჩაში ყოფნა ერჩივნა. გავიდა დრო, რონალდო ყოველდღიურად საოცარი მონდომებით ვარჯიშობდა – პასებს, დარტყმებს ამუშავებდა. თავს არ ზოგავდა. მისგან რაკეტასავით სწრაფი, ნებისმიერი ეზოს გუნდისთვის სასურველი ფეხბურთელი დადგა.

ადრეული კარიერა

1988 წელს რონალდომ თავის პირველ გუნდში „ვალკუერეში“ დაიწყო თამაში. რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვეოთ, ის მეკარე იყო. თუმცა, მეკარის ხელთათმანებზე მეტად მას თავდასხმაში თამაში იზიდავდა და რადგან გოლების გატანის შნოც აღმოაჩნდა, მწვრთვნელებმა კარი სხვას ჩააბარეს. მალე რონალდოს ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა. ეს „ვასკო და გამასთან“ მატჩში მოხდა. „ვალკუერემ“ მეტოქე რონალდოს გოლების წყალობით დაამარცხა. ეს ამბავი გუნდ „სოციალ რამოსის“ ხელმძღვანელს არ გამოპარვია, რომელმაც ფეხბურთელის დედის წინააღმდეგობის მიუხედავად, მისი გადაბირება მოახერხა.

პირველმა დიდმა წარმატებამაც არ დააყოვნა. რონალდო ქვეყნის 17–შლამდე ასაკის ბავშვთა ნაკრებში მოხვდა და კოლუმბიაში გამართულ სამხრეთ ამერიკის ჭაბუკ ნაკრებთა ჩემპიონატის საუკეთესლ ფეხბურთელი გახდა. საერთაშორისო არენაზე ასეთი შთამბეჭდავი დებიუტის შემდეგ ფეხბურთელი მისმა მფლობელებმა – პიტამ და მარტინსმა, რომლებსაც იგი 7 500 დოლარად ჰყავდათ ნაყიდი, „კრუზერიოს“ 50 000 დოლარად მიჰყიდეს.

წარმატებული კარიერა

პსვ — ბარსელონა

ჰოლანდიურ „პსვ-ში“ გადასვლა რონალდოს კარიერაში უდავოდ დიდი ნახტომი იყო. „პსვ–ს“ მენეჯერს, არნესენს, ხოტბა შეასხეს, ყოჩაღ თქვენ, ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი რომ აღმოაჩინეთო. ამაზე არნესენმა განაცხადა, რონალდოს შეძენას ტყუილად მილოცავთ, ასეთ ნიჭიერ ფორვარდს ბებიაჩემიც კი დაინახავდაო. რონალდო კომპანია „ნაიკმაც“ შენიშნა და სპონსორად მოევლინა, არადა, მანამდე სულ რაღაც ერთი წლის წინ ბრაზილიელს „ნაიკის“ ბუცების შესაძენი ფულიც კი არ ჰქონდა.

1996 წელს რონალდო ამერიკაში, ატლანტის ოლიმპიადაზე გაემგზავრა. ბრაზილიის ნაკრები მესამე ადგილზე გავიდა,რონალდო კი გუნდის რიგებში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. შედეგად, ფეხბურთელის შეძენით კატალონიური „ბარსელონა“ დაინტერესდა და რონალდო 20 მილიონ დოლარად კატალონიაში გაემგზავრა.

„ბარსასთან“ რონიმ მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა, პარალელურად „ნაიკმაც“ სასწრაფოდ მიიღო ზომები. ბრაზილიელის სპონსორობას ხომ უკვე ბევრი ცნობილი ფირმა ნატრობდა. იმ პერიოდიდან მსოფლიოში „რონალდომანია“ დაიწყო.

ინტერი

„ინტერმა“, მილანმა და იტალიამ რონალდო პირველივე დღიდან შეიყვარა. სერია ა–ში შესრულებული მეორე ჰეთ–თრიკის შემდეგ, ფანებმა რონალდოს „ფენომენი“ შეარქვეს. პირველ „ინტერულ“ სეზონში მან უამრავი ჯილდო მოიპოვა: ოქროს ბუცი, ოქროს ბურთი და ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ტიტული.

მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატზე რონალდო ბრაზილიის ნაკრების მთავარი იმედი იყო.

კორეა–იაპონიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც მეტად სკანდალური გამოდგა, ბრაზილიის ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. რონალდომ თავისი შესანიშნავი თამაშის წყალობით ყველა განაცვიფრა და 8 გატანილი გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რეალ მადრიდი — მილანი

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ რონალდო „რეალ მადრიდში“ გადავიდა. „სამეფო კლუბმა“ მისი შეძენა 50 მილიონად შეძლო. „რეალში“ რონალდომ ოთხი შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. 2006 წლის მუნდიალზე მან კიდევ ერთხელ გაიბრწყინა, 3 გოლი გაიტანა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გატანილი 15 გატანილი გოლით. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ „რეალში“ არცთუ წარმატებით თამაშობდა, ამიტომ 2007 წლის თებერვალში 7,5 მილიონის სანაცვლოდ „მილანში“ გადავიდა და გოლების გატანაც დაიწყო.

ჯილდოები

ეროვნული ნაკრები

• ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
• ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - 15 გოლი 19 თამაშში 3 მსოფლიო ჩემპიონატში.
• 2006 ბრიანჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) - 3 გოლი, 1 საგოლე გადაცემა.
• 2002 ოქროს ბუცი (პირველი ადგილი) - 8 გოლი
• 2002 ვერცხლის ბურთი - მეორე საუკეთესო ფეხბურთელი
• 2002 გამარჯვებული
• 1998 ოქროს ბურთი - საუკეთესო ფეხბურთელი
• 1998 ბრინჯაოს ბუცი (მესამე ადგილი) - 4 გოლი, 4 საგოლე გადაცემა.
• 1998 მეორე ადგილოსანი.
• 1994 გამარჯვებული
• ფიფა-ს კონფედერაციის თასი
• 1997 გამარჯვებული
• კოპა ამერიკა
• 1997 გამარჯვებული
• 1999 გამარჯვებული
• ოლიმპიური თამაშები
• 1996 მესამე ადგილოსანი

კლუბები

• კრუზეირო
• 1993 ბრაზილიის თასი
• პსვ ეინდჰოვენი
• 1996 ჰოლანდიის თასი
• ბარსელონა
• 1996 ესპანეთის სუპერ თასი
• 1997 ევროპის თასების მფლობელთა თასი
• ინტერი
• 1998 უეფას თასი
• რეალ მადრიდი
• 2002 საკონტინენტთაშორისო თასი
• 2002-03 ლა ლიგა
• 2003 ესპანეთის სუპერ თასი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

პორტალი ფეხბურთი — დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ფეხბურთზე.