მთავარი გვერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<div id="mtleft">
<div id="mtleft">
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[ახალი ათონის მღვიმე|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[როზეტის ქვა|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]

17:48, 30 იანვარი 2017-ის ვერსია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი
სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი მემორიალური კომპლექსი
სომხების გენოციდიოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ დაგეგმილი და განხორციელებული, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები სომეხი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 1915-1918 წლებში. გენოციდის დასაწყისად ითვლება 1915 წლის 24 აპრილი, როდესაც ოსმალურმა ხელისუფლებამ კონსტანტინოპოლში 250-მდე სომეხი ინტელექტუალი და სომხური დიასპორის მეთაური დააპატიმრა. გენოციდი განხორციელდა პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას და მისი დასრულების შემდეგ და ორ ძირითად ეტაპს მოიცავს: შრომისუნარიან მამაკაცთა მკვლელობა და ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დეპორტაცია და სიკვდილი. დეპორტაციისას სომხები მოკლებულნი იყვნენ საჭმელსა და წყალს, პერიოდულად ადგილი ჰქონდა ძარცვას, გაუპატიურებასა და მკვლელობას. დაღუპულთა რიცხვი მერყეობს 1-დან 1,5 მილიონამდე.

დღის სურათი

Lithomoia solidaginis
Lithomoia solidaginis
Lithomoia solidaginis

სიახლეები

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


24 აპრილი — ამ დღეს...

ჰაბლი
ჰაბლი
  • ძვ. წ. 1479 : თუტმოს III ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტიის მეექვსე ფარაონი გახდა ოფიციალური ქრონოლოგიის მიხედვით, თუმცა პირველი 22 წლის განმავლობაში მისი თანამმართველი მისი დეიდა ჰატშეფსუტი იყო.
  • ძვ. წ. 1184 : ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს ტროის ცხენის მეშვეობით, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის ბერძნების სასარგებლოდ დასრულებაში.
  • 1800 : აშშ-ის კონგრესის აქტით, ქვეყნის დედაქალაქის ფილადელფიიდან ვაშინგტონში გადმოსატანად დაარსდა კონგრესის ბიბლიოთეკა, ამჟამად დე-ფაქტო აშშ-ის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  • 1877 : ბალკანეთში რიგი უთანხმოებების გადაუჭრელობის გამო რუსეთმა ოსმალეთის იმპერიას ომი გამოუცხადა, რითაც რუსეთ-თურქეთის ომი დაიწყო.
  • 1915 : სომხების მასიური დევნა დაიწყო ოსმალეთის იმპერიაში კონსტანტინოპოლში ასობით გავლენიანი სომეხის დაპატიმრებითა და დეპორტაციით.
  • 1916 : ირლანდიელმა რესპუბლიკელებმა პატრიკ პირსის მეთაურობით აღდგომის აჯანყება დაიწყეს ირლანდიაში ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ და ირლანდიის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადეს.
  • 1990 : კოსმოსური შატლი დისკავერის ბორტზე ორბიტაზე გაუშვეს კოსმოსური ტელესკოპი ჰაბლი.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი