ქართლოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
|სახელი = ქართლოსი
|სახელი = ქართლოსი
|სურათი =Thargamosids.JPG
|სურათი =Thargamosids.JPG
|სურათის_ზომა =
|სურათის_ზომა = 250პქ
|ტიტრი = თარგამოსიანები
|ტიტრი = თარგამოსიანები
|აღწერა = ქართული რეპროდუქცია. დაახ. [[1700]]
|აღწერა = ქართული რეპროდუქცია. დაახ. [[1700]]

08:55, 25 იანვარი 2017-ის ვერსია

თარგი:ინფოდაფა მითიური არსება ქართლოსი — ქართველთა ლეგენდარული წინაპარი, ბიბლიური ნოეს ძის იაფეთი შთამომავალი, თარგამოსის ძე, ჰაოსის გარდა, ძმათა შორის უხუცესი და მთავარი.

ისტორია

მას შემდეგ რაც თარგამოსის მოდგმა გამრავლდა, გადაწყდა კავკასიის წილხვედრი მიწა განაწილებულიყო რვა ძმას შორის. ყველაზე უფროსი — ჰაოსი დარჩა მამის წიაღში (არარატსა და მასისის მთებს შორის გადაჭიმულ ტერიტორიაზე), ხოლო ქართლოსი დანარჩენ ექვს ძმასთან ერთად დასახლდა ჩრდილოეთით მდებარე მიწებზე. ”ქართლოსს უხუცესი და მთავარი მათი მოვიდა, სად ერთვის მტკვარს არაგვი: აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თავისი ქალაქსა მას ქართლოს, (რომლის გამო ეწოდა ქვეყანასა ამას ქართლი)”.

ქართლის ცხოვრება

ლეონტი მროველი წერს:

და უჩინა ქართლოსს საზღვარი - აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი; სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძოდა მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს...

... და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველადშექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამოეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა. შემდგომადამისსა ამან-ვე ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქჳან სამშვილდე. და კუალად აღაშენა მტუერის-ციხე, რომელსა აწ ჰქჳან ხუნანი. ცხოვნდა იგი მრავალთა წელთადა განმრავლდა ნათესავი მისი. ხოლოშვილთა შორის მისთა გამოჩნდეს ხუთნი გმირნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველსა მცხეთოსი, მეორესა გარდაბოსი, მესამესა კახოსი, მეოთხესა კუხოსი, მეხუთესა გაჩიოსი. ესე ხუთნივე იყვნეს გმირნი. არამედმცხეთოს უგმირე იყოსხუათა მათ. მოკუდა ქართლოსდა დაფლეს იგი თავსა ზედა ქართლისასა, რომელსა აწ ეწოდების არმაზი. და შემდგომადამისსა ცოლმან მისმან აღაშენა დედა-ციხე. და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქჳან რუსთავი, და განყვნა ცოლმან ქართლოსისმან ხუთნი-ვე იგი გმირნი, შვილნი მისნი.

მემატიანის ცნობები

მემატიანის ცნობით, ”მას ჟამსა (მცხეთის მამასახლისობის დროს) დაივიწყეს დამბადებელი ღმერთი და ექმნეს მსახურ მზისა, მთოვარისა და ვარსკვლავთა ხუთთა, ხოლო მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა”, რომელიც არმაზში (ქართლში) დაკრძალეს. ამრიგად, ასტრალური კულტის, კერპთაყვანისცემის შორეულ ჟამს ქართველთა დიდ მითიურ წინაპარს თაყვანს სცემდნენ, როგორც ჰეროსს და ღვთაებას.

ქართლოსი პროზაში

შეიქმნა მითები, რომელთაგან ერთი ვაჟა-ფშაველამ დაამუშავა პოემაში „ჰაოს და ქართლოს“. ამ თქმულებით, ”თვალცრემლიანი ჰაოსი ქართლოსს მოადგა კარზედა”, შესჩივლა მტერმა დამჩაგრა, საბრძაბენელი დავკარგე და შემივრდომეო. ქართლოსი ძმას ძმურად ეხვევა. ხარს უკლავს, სახლს და ქონებას უნაწილებს. ეუბნება: ”ერთად ვიცხოვროთ ძმურადა, მტერს შევუთვალოთ მუქარა”. სიტყვით ჰაოსი ეთანხმება, ფიცს აძლევს : ” ღმერთმა ჰქნას ჩვენი ერთობა ბოლომდე იყოს მტკიცეთა”. მაგრამ მერე ქართლოსს ომში იწვევენ. იქ საარაკო საგმირო საქმეებით იხვეჭს სახელს, ჩამოდის და ჰაოსი შინ არ უშვებს. სახლ-კარი და ქონება მიუთვისებია, ქართლოსი სიზმარშიც იტანჯება, მაგრამ ელანდება არა ძმის მუხანათობა, არამედ მტერთან შეხლა და ხმალთა ტრიალი.

ლიტერატურა

  • ნაწარმოები ქართლის ცხოვრება. ვაჟა-ფშაველა, მეოთხე ტომი, საქართველოს ეპონიმია.

იხილეთ აგრეთვე