მრავალწევრი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|yo}} using AWB
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:

მრავალწევრის წევრის ''ხარისხი'' ეწოდება ამ წევრში შემავალი ცვლადების ხარისხის მაჩვენებელთა ჯამს. თუ მრავალწევრი იგივურად ნულის ტოლი არაა, მაშინ მის წევრებს შორის, რომელთა კოეფიციენტები განსხვავებულია ნულისაგან, არსებობს ერთი ან რამდენიმე უდიდესი ხარისხის წევრი. ამ უდიდეს ხარისხს უწოდებენ მრავალწევრის ''ხარისხს''. მრავალწევრს, რომელიც იგივურად ნულის ტოლია, ხარისხი არ აქვს.

მრავაწევრის შეკრების დროს იკრიბება მხოლოდ მისი რიცხვები, ასოითი გამოსახულება კი იგივე რჩება.

== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

12:57, 17 იანვარი 2017-ის ვერსია

მრავალწევრი, პოლინომი — გამოსახულება Axkyl...wm+Bxnyp...wq+...+Dxrys...wt, სადაც x, y, ..., w ცვლადებია, ხოლო A, B, ... D (მრავალწევრის კოეფიციენტები) და k, l, ..., t (ხარისხის მაჩვენებლები) — მთელი არაუარყოფითი რიცხვებიმუდმივებია. Axkyl...wm სახის შესაკრებს მრავალწევრის წევრებს უწოდებენ. მრავალწევრის ორ წევრს ეწოდება მსგავსი, თუ მათში ერთნაირ ცვლადებს ერთნაირი ხარისხის მაჩვენებლები აქვთ. მრავალწევრის მსგავსი წევრები შეიძლება შევცვალოთ ერთი წევრით (მსგავსი წევრების დაყვანა). ორ მრავალწევრს ეწოდება ტოლი, თუ მსგავსი წევრების დაყვანის შემდეგ ყველა წევრი ნულისაგან განსხვავებული კოეფიციენტებით წყვილ-წყვილად ტოლია (მაგრამ თითოეული მათგანი შეიძლება ჩაწერილი იყოს განსხვავებული რიგით) ან მრავალწევრის ყველა კოეფიციენტი ნულის ტოლია. ამ შემთხვევაში მრავალწევრს უწოდებენ იგივურად ნულის ტოლს და აღნიშნავენ ნიშნით 0-ით.

მრავალწევრის წევრის ხარისხი ეწოდება ამ წევრში შემავალი ცვლადების ხარისხის მაჩვენებელთა ჯამს. თუ მრავალწევრი იგივურად ნულის ტოლი არაა, მაშინ მის წევრებს შორის, რომელთა კოეფიციენტები განსხვავებულია ნულისაგან, არსებობს ერთი ან რამდენიმე უდიდესი ხარისხის წევრი. ამ უდიდეს ხარისხს უწოდებენ მრავალწევრის ხარისხს. მრავალწევრს, რომელიც იგივურად ნულის ტოლია, ხარისხი არ აქვს.

მრავაწევრის შეკრების დროს იკრიბება მხოლოდ მისი რიცხვები, ასოითი გამოსახულება კი იგივე რჩება.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 7, გვ. 165, თბ., 1984

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: