არტემ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6: ხაზი 6:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004.
* ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004.

{{DEFAULTSORT:ღვალაძე, არტემ}}


[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველები]]

22:31, 21 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

არტემ ფრიდონის ძე ღვალაძე (დ. 1862, სოფ. სვერი, დღევანდელი ჭიათურის რაიონი - გ. 1918, იქვე) იყო ქართველი მანგანუმის მრეწველი, მეფის რუსეთის არმიის კავალერიის გადამდგარი როტმისტრი. თვალსაჩინო ადვოკატის, 1920-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ევგენ ღვალაძის (1900-1937) მამა.

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და კავალერიის უმცროს ოფიცერთა სკოლა. 1884-1905 წლებში მსახურობდა ცარისტული რუსეთის არმიის კავალერიაში. იყო რუსეთ-იაპონიის ომის (1904-1905) მონაწილე. მხედრული მამაცობისათვის მიღებული ჰქონდა წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი, წმ. გიორგის პირველი ხარისხის მედალი და სხვა საბრძოლო ჯილდოები. სამხედრო სამსახურიდან გადადგა 1905 წლის დამლევს და დაბრუნდა ჭიათურაში. 1906-1918 წლებში იყო მანგანუმის მრეწველი, შედიოდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა საბჭოში. ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობასაც: მისი თაოსნობით სოფ. სვერში გაიხსნა სამკითხველო, ფინანსურ დახმარებას უწევდა სვერის სკოლას და ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელს. ახლო ურთიერთობა ჰქონდა გიორგი ზდანოვიჩთან (მაიაშვილი), კიტა აბაშიძესთან, ივანე გომელაურთან, გიორგი დეკანოზიშვილთან და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან. მისი ახლო ნათესავები იყვნენ ვასილ და მიხაკო წერეთლები.

ლიტერატურა

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004.