იროდიონ ევდოშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1916]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1916]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:სიღნაღის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]

17:06, 3 იანვარი 2017-ის ვერსია

იროდიონ ევდოშვილი
დაბადების თარიღი 7 (19) მაისი, 1873
დაბადების ადგილი ბოდბისხევი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 2 (15) მაისი, 1916 (42 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი[1] ან თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ალმა-მატერი თელავის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია

იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი, (ნამდვილი გვარი ხოსიტაშვილი; დ. 7 მაისი, 1873, სოფელი ბოდბისხევი, ახლანდელი სიღნაღის რაიონი — გ. 2 მაისი, 1916, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია

თელავის სასულიერო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1890) სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, საიდანაც 1893 წელს გარიცხეს მოსწავლეთა ფარულ რევოლუციურ წრეში მონაწილეობისათვის. 1905-1907 წლების რევოლუციაში მონაწილეობისათვის მას აპატიმრებენ და ასახლებენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში იბეჭდება ირ. ევდოშვილის პირველი ლექსები ჟურნალებში „კვალი“, „ივერია“ და სხვ. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოემა „უკანასკნელი დღე სიკვდილით დასჯისა“.

მშრომელ ხალხს რევოლუციური ბრძოლისაკენ მოუწოდებდა. მუშათა რევოლუციური მოძრაობის აღმავლობის გამოძახილი იყო მისი ლექსები „სიმღერა“ (1903), „ჩემს მტერს“; თარგმანები (1905-1907); „მარსელიოზას“ და სხვ. ირ. ევდოშვილის პოემა „მუშა და მუზა“ მიზნად ისახავს მშრომელთა თავისუფლებისათვის ბრძოლას, პოლიტიკური სიმახვილე და აქტუალურობა კი განსაზღვრავს მისი პროზაული ნაწარმოებების ხასიათს. რეაქციის პერიოდში (1908 წლიდან) მის პოეზიაში უკვე ნელ-ნელა სევდისა და მოღლილობის მოტივები კრთება („ისევ გოლგოთა“, „მოღლილობა“, „გატეხილი ჩანგი“, „1915“ და სხვ.).

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

  1. Евдошвили Иродион Исакиевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.