ფარნა-ბექა ჩილაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 37: ხაზი 37:
* [http://www.biblusi.ge/item/-wignebi/31050-erTi-wveTi-limoni---CilaSvili.html?lang=ka-GE ერთი წვეთი ლიმონი - ჩილაშვილი]
* [http://www.biblusi.ge/item/-wignebi/31050-erTi-wveTi-limoni---CilaSvili.html?lang=ka-GE ერთი წვეთი ლიმონი - ჩილაშვილი]
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000329/ ქართველები უცხოეთში - ფარნა–ბექა ჩილაშვილი]
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000329/ ქართველები უცხოეთში - ფარნა–ბექა ჩილაშვილი]
* [https://www.facebook.com/GamomtsemlobaArtanuji/posts/590942794406266:0 „ნამცეცა" - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]
* [http://www.artanuji.ge/book_ge.php?id=177#.WFrBnCesgyU.facebook „ნამცეცა" - ფარნა-ბექა ჩილაშვილი]





09:27, 22 დეკემბერი 2016-ის ვერსია

ფარნა-ბექა ჩილაშვილი
თურქ. Fahrettin Çiloğlu
დაბადების თარიღი 5 ოქტომბერი, 1956(1956-10-05) (67 წლის)
დაბადების ადგილი უნიე
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მკვლევარი
მოქალაქეობა  თურქეთი
 საქართველო

ფარნა-ბექა ჩილაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1956, უნიე, თურქეთი) — თურქეთში მცხოვრები ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მკვლევარი. მისი თურქული სახელია Fahrettin Çiloğlu. თავდაპირველ ეტაპზე, ქართული გვარის დადგენამდე, ის წერდა ჭილაძის გვარით. წერს ძირითადად თურქულად, მაგრამ ქართულად დაწერილი მოთხრობა და ლექსებიც აქვს.

ბიოგრაფია

ფარნა-ბექა ჩილაშვილი დაიბადა უნიეს რაიონის ერთ-ერთი ქართულ სოფელში. განათლებით ჟურნალისტი წლების განმავლობაში ენციკლოპედიურ გამოცემებში მუშაობდა. 1993 წელს აღდგენილი ჟურნალ “ჩვენებურის” 1997 წლამდე რედაკტორი იყო. 1997 წელს კი ჟურნალ “მამულის” გამოცემა დაიწყო. ამ ჟურნალმა გააგრძელა “ჩვენებურის” ძირითადი ხაზი – რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა თურქულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ. თარგმნილი აქვს ლექსები, ნოველები და ისტორიული თხზულებები. 2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალის, ფიროსმანის მთავარი რედაქტორი იყო.

ბოლო წლებში თურქულად გადათარგმნა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“.

შემოქმედება

2004 წელს გამოიცა ფარნა-ბექა ჩილაშვილის პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. 2006 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ფარნას რჩეული მოთხრობების კრებული „სასაზღვრო ფიქრები“. ეს წიგნი მან გამოსცა ჭილაძის გვარით. ლია ჩლაიძემ 2006 წელს აღნიშნული წიგნის შესავალში საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიუძღვნა ავტორს. ფარნა-ბექა ჩილაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა, „ქართველების ისტორია“ (1993). იგი პოპულარული ფორმით ინფორმაციას აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს შესახებ. წიგნის იმ თავში, რომელსაც “თურქეთის ქართველები” ჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია. ფარნა-ბექა ჩილაშვილი პირველია თურქეთის მეისტორიეთაგან, ვინც იქაურ ქართველებს სიმართლე უთხრა თავიანთი ვინაობის შესახებ.

2007 წელს სტამბოლში გამოიცა მისი მოთხრობების ახალი კრებული „უჩინმაჩინი“. განსაკუთრებით საყურადღებოა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ბოლო პერიოდში ქართულად დაწერილი ლექსები. 2012 წელს თბილისში გამოიცა მისი მოთხრობების კრებული „სანამ თოვს“, 2014 წელს — პუბლიცისტური წერილების კრებული „ერთი წვეთი ლიმონი“, 2016 წელს — საბავშვო წიგნი „ნამცეცა".

ბიბლიოგრაფია

  • Gürcülerin Tarihi (1993; „ქართველთა ისტორია“)
  • Nisan Şiirleri (2004; „აპრილის ლექსები“)
  • Beni Bırak Uzaklara (2004; „დამტოვე შორს“)
  • Aşksız Mutluluk Yoktur (2004; „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“)
  • „სასაზღვრო ფიქრები“ (2006)
  • Uçinmaçini (2007; „უჩინმაჩინი“)
  • „დედა ენა / Deda Ena“ (2008)
  • „სანამ თოვს“ (2012)
  • „ერთი წვეთი ლიმონი“ (2014)
  • „ნამცეცა" (2016)

რესურსები ინტერნეტში