პლატონ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''პლატონ ზაქარიას ძე ღვალაძე''' (დ. 1898, სოფ. მორძგვეთი, [[ჭიათურა...
(განსხვავება არ არის)

02:22, 19 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

პლატონ ზაქარიას ძე ღვალაძე (დ. 1898, სოფ. მორძგვეთი, ჭიათურის რაიონი - გ. 1975, ჭიათურა) იყო ქართველი სწავლული აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1962), საქართველოს დამსახურებული აგრონომი (1970). ცნობილი პედაგოგის ელეფთერ ღვალაძის და თვალსაჩინო ბიოქიმიკოსის, პროფესორ ვარლამ ღვალაძის ძმა.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი (1924). მოღვაწეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში, საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, ჭიათურის მეურნეობის მთავარ აგრონომად. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერო შრომა, მათ შორის რამდენიმე წიგნი აგრონომიის სხვა და სხვა საკითხზე.

ლიტერატურა

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 131.