ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 9: ხაზი 9:
==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==
* თ. გომართელი. ამაგდარი.- გაზ. "სოფლის ცხოვრება", N240, 1989.
* თ. გომართელი. ამაგდარი.- გაზ. "სოფლის ცხოვრება", N240, 1989.
* ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 54


{{DEFAULTSORT:ღვალაძე-ჭაბუკიანი, ლონდა}}
{{DEFAULTSORT:ღვალაძე-ჭაბუკიანი, ლონდა}}

01:52, 19 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

ლონდა ღვალაძე-ჭაბუკიანი

ლონდა (ლამარა) ევგენის ასული ღვალაძე-ჭაბუკიანი (დ. 1 თებერვალი, 1928 ქ. თბილისი) არის ქართველი თეატრმცოდნე და ქართული სასცენო მეტყველების პედაგოგი. დაიბადა თბილისში, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მისი ნათლია იყო გამოჩენილი ქართველი მწერალი გრიგოლ რობაქიძე.

ბიოგრაფია

ლონდა ღვალაძემ დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო (1949) და თეატრმცოდნეობის (1951) ფაკულტეტები. 1949-1950 იყო თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი, ხოლო 1951-1965 წლებში საქართველოს კულტურის სამინისტროს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის (ამჟამად ფოლკლორის ეროვნული ცენტრი) თეატრალური განყოფილების უფროსი მეთოდისტი (1951-1954) და სარეპერტუარო განყოფილების გამგე (1954-1965). აღნიშნულ წლებში ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანი იყო ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვების შეკრებისა და აღდგენის მიზნით ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის მიერ ორგანიზებული მრავალი ექსპედიციის მონაწილე. 1975-1995 - საქართველოს კულტურის სამინისტროს თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის ქართული სასცენო მეტყველების უფროსი მასწავლებელი. იგი წლების მანძილზე (1955-1965) იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს თვითმოქმედების ხელმძღვანელთა კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი რესპუბლიკური კურსების ლექტორი. მან აღზარდა ქართული ესტრადის და სასცენო მეტყველების არაერთი ცნობილი ოსტატი (მათ შორის, ელდინო საღარაძე, ლიზა ბაგრატიონი და სხვანი). მან დიდი ამაგი დასდო არაქართველი ავტორების დრამატული ნაწარმოებების გადმოქართულების საქმეს: მას ეკუთვნის 30-ზე მეტი პიესის და რამდენიმე ლიბრეტოს თარგმანები. არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის მთარგმნელთა სექციის წევრად. 1955-1965 წლებში მის მიერ არის შედგენილი და მისი რედაქციით გამოიცა ხალხური შემოქმედების რესპუბლიკური სახლის არაერთი კრებული თვითმოქმედი თეატრალური კოლექტივებისათვის. 1961 წელს გამომცემლობამ "ხელოვნება" გამოსცა ლ. ღვალაძე-ჭაბუკიანის მონოგრაფია "საქართველოს სახალხო თეატრები". 1960 წელს ხალხური შემოქმედების რესპუბლიკურმა სახლმა გამოსცა "მეთოდური მასალების კრებული თვითმოქმედი კოლექტივების დასახმარებლად", რომელშიც შესულია ლ. ღვალაძის და ვ. ლოლაძის მეთოდური სახელმძღვანელო "სპექტაკლის დამდგმელთა დასახმარებლად".

ლიტერატურა

  • თ. გომართელი. ამაგდარი.- გაზ. "სოფლის ცხოვრება", N240, 1989.
  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 54