გურანდა ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21: ხაზი 21:
== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==
*[http://www.acnet.ge/botany.htm ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი]
*[http://www.acnet.ge/botany.htm ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტი]

==ლიტერატურა==
* ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 32-33.



01:43, 19 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

ფაილი:Guranda Gvaladze 2.jpg
გურანდა ღვალაძე

გურანდა ევგენის ასული ღვალაძე (* 23 ივნისი, 1932, თბილისი), ქართველი ბოტანიკოსი და მეცნიერების თვალსაჩინო ორგანიზატორი, მცენარეთა ემბრიოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლის ლაურეატი (1990), ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1990), აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი (1998).

ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, თვალსაჩინო იურისტის, 1920-1930-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ევგენ (გენო) ღვალაძის (1900-1937) და თვალსაჩინო მკვლევარ-ბიბლიოგრაფის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) ოჯახში.

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1956-1959 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის (ამჟამად ნ. კეცხოველის სახელობისა) ასპირანტი. 1959 წლიდან დღემდე იგი ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა აღნიშნულ ინსტიტუტში. 1966-1982 წლებში ღვალაძე იყო ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1982-1990 წლებში ამავე განყოფილების გამგე, ხოლო 1990-2002 წლებში განაგებდა მის მიერვე დაარსებულ მცენარეთა ემბრიოლოგიის განყოფილებას (ამჟამად მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის ლაბორატორია). 2002 წლიდან დღემდე იგი არის ინსტიტუტის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 1962 წელს მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1974 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1990 წელს მას მიეკუთვნა პროფესორის სამეცნიერო წოდება.

სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობა

1956 წლიდან პროფ. ღვალაძე მოღვაწეობს მცენარეთა ემბრიოლოგიის დარგში და ითვლება ამ დარგის ქართული სამეცნიერო სკოლის ერთ-ერთ ფუძემდებლად. იგი არის 190-მდე სამეცნიერო შრომის, მათ შორის 3 მონოგრაფიის ავტორი. მას ეკუთვნის ფუძემდებლური გამოკვლევები ფარულთესლოვან მცენარეთა ორმაგი განაყოფიერების, კულტურულ მცენარეთა ციტოგენეტიკის, საქართველოს ენდემურ მცენარეთა ემბრიოლოგიის, ფარულთესლოვან მცენარეთა სტრუქტურულ-ფუნქციური თავისებურებების კვლევის დარგში. მისი ხელმძღვანელობით დაცულია არაერთი საკანდიდატო დისერტაცია, არის 30-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოფიციალური ოპონენტი.

გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, გურანდა ღვალაძე წლების მანძილზე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას: იყო საქართველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრის პროფესორი. 1980-1986 წლებში ასრულებდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის სახელმწიფო საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. გარდა ამისა, იგი არის ბიოლოგიაში მე-7 - მე-8 კლასების სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი.

მცენარეთა ემბრიოლოგიაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1990 წელს პროფ. ღვალაძე დაჯილდოვდა აკადემიკოს ს. ნავაშინის სახელობის საერთაშორისო მედლით. 2006 წელს საერთაშორისო ბიოგრაფიულმა ცენტრმა (კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი) იგი შეიყვანა მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა საპატიო სიაში.

ღვალაძე არის არაერთი სამეცნიერო ფორუმის მონაწილე და ორგანიზატორი. იგი იყო აქტიური მონაწილე მცენარეთა ემბრიოლოგიის საერთაშორისო სიმპოზიუმებისა, რომლებიც გაიმართა ინდოეთში, საფრანგეთში (ორჯერ), ჩეხეთში, სლოვაკეთსა და პოლონეთში. გარდა ამისა, რამდენიმეგზის ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტში. მისი 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებულია უცხოეთის სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებსა და კრებულებში (ინდოეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, სლოვაკეთში).

პროფ. ღვალაძე არის მცენარეთა რეპროდუქციული კვლევის საერთაშორისო ასოციაციის (IPRRA, კანადა) დამფუძნებელი წევრი, მცენარეთა შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOPI, აშშ) ნამდვილი წევრი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ხელშემწყობი ევროპული ასოციაციის - ევრომეცნიერების (ES, საფრანგეთი) წევრი, ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის (ABI) მრჩეველთა სამეცნიერო საბჭოს საპატიო წევრი, ნ. კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, აფხაზეთის მეცნიერებათა რეგიონული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ბოტანიკოსთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • ლ. ბიწაძე. არდავიწყება მოყვრისა, ქუთაისი, 2004, გვ. 32-33.