ზურაბ ავალიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ვერასგზით ვერ დაგეთანხმებით! ამ ორ ენციკლოპედიაში გამოქვეყნებული სტატიები მკვეთრად განსხვა
ხაზი 14: ხაზი 14:
ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ [[1921]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]], [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).
ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] მიერ [[1921]] წლის [[21 თებერვალი|21 თებერვალს]], [[ბოლშევიკები|ბოლშევიკური]] [[რუსეთი|რუსეთის]] მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).


რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზ. ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[1921]]-[[1940]]) და [[გერმანია|გერმანიაში]] ([[1940]]-[[1944]]).
რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის ([[1921]] წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზ. ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ([[1921]]-[[1940]]) და [[გერმანია|გერმანიაში]] ([[1940]]-[[1944]]). ემიგრაციის წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

22:34, 18 ოქტომბერი 2007-ის ვერსია

ზურაბ დავითის ძე ავალიშვილი (დ. 1876, თბილისი - გ. 21 მაისი, 1944, შვარცენფელდი (გერმანია)), ქართველი მეცნიერი, იურისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დიპლომატი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი (1909), საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი (1917).

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზია (1895) და პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1900) და იქვე იქნა დატოვებული საპროფესოროდ მოსამზადებლად. 1901-1903 წლებში მივლინებული იყო საფრანგეთში. 1901 წელს გამოიცა მისი ისტორიულ-სამართლებრივი ხასიათის ნაშრომი "საქართველოს შეერთება რუსეთთან". 1903 წელს დაბრუნდა პეტერბურგში, სადაც 1905 წელს დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ("დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა საფრანგეთში"). 1905-1909 იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის კათედრის პრივატ-დოცენტი. 1909 წელს მიიწვიეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტის პროფესორად და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგედ. 1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა სენატორად.

1917 წელს მან აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაფუძნებაში.

1918 წელს ავალიშვილი საქართველოში დაბრუნდა და დაინიშნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მთავარ მრჩევლად საგარეო პოლიტიკურ საკითხებში. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე (1918-1921) ზ. ავალიშვილი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. იგი იყო მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი. საქართველოს ინტერესებს იცავდა [[ბათუმი|ბათუმის] კონფერენციაზე. სწორედ ამ კონფერენციის მსვლელობის დროს მისთვის სავსებით ნათელი გახდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის არსებობის უსაფუძვლობა და აუცილებლობა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა. ამ მიზნით, ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას უწევდა ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ დერ შულენბურგი), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში გადმოუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ, ეს ტექსტი დამტკიცებულ იქნა ეროვნული საბჭოს საგანგებო ყრილობაზე, იმავე წლის 26 მაისს.

ზ. ავალიშვილს განსაკუთრებული წვლილი მიუძღოდა გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობათა განმტკიცებაში. მისი დიდი დამსახურებაა ის, რომ გერმანია იყო საქართველოს ძლიერი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ სცნო საქართველო-თურქეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება. ამის წყალობით, საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: "რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე".

1919 წელს ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, მონაწილეობდა პარიზის კონფერენციაში. ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მან გადაჭრით გაილაშქრა ინგლის-სომხეთის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ტრაპიზონის ვილაიეთის მნიშვნელოვანი ნაწილის, ბათუმის ოლქის, ყარსისა და არდაგანის (ისტორიული არტაანი) მხარეების სომხეთისთვის გადაცემას. მომდევნო 1920 წელს მან მის მიერვე შედგენილი სპეციალური ნოტა გადასცა ანტანტის სახელმწიფოთა უზენაეს საბჭოს. ამ დოკუმენტში ზედმიწევნით იყო დასაბუთებული, რომ ხსენებული ტერიტორიები უნდა შესულიყო საქართველოს საზღვრებში. საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა: ინგლის-სომხეთის გეგმამ ფიასკო განიცადა.

ავალიშვილი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი (კონსტიტუცია დამტკიცებულ იქნა დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე დღით ადრე).

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ ზ. ავალიშვილი იყო პოლიტიკური ემიგრანტი. მოღვაწეობდა საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944). ემიგრაციის წლებში იგი ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას.

ლიტერატურა

  • შ. ბადრიძე, შ. ცირეკიძე. ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 60-61.