ქვემო ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Reverted 1 edit by 188.169.82.187 (talk). (TW)
No edit summary
ხაზი 5: ხაზი 5:
|სურათის სიგანე =
|სურათის სიგანე =
|სურათის წარწერა = [[დმანისის სიონი]]
|სურათის წარწერა = [[დმანისის სიონი]]
|რუკა = KvemoKartliHistorical.svg
|რუკა = Historical Kvemo Kartli in modern international borders of Georgia.svg
|რუკის სიგანე =
|რუკის სიგანე =
|რუკის წარწერა =
|რუკის წარწერა =
|ადმ. ცენტრი = [[რუსთავი]]
|ადმ. ცენტრი =
|ქვეყანა = [[საქართველო]]
|ქვეყანა = [[საქართველო]]
|რეგიონი = [[ქვემო ქართლის მხარე]]
|რეგიონი = [[ქვემო ქართლის მხარე]]<br/>[[თბილისი]]
|მუნიციპალიტეტი = 5+1
|მუნიციპალიტეტი = 5+1
|ფართობი = 5 477,4
|ფართობი = 5 889
|მოსახლეობა =
|მოსახლეობა =
|სიმჭიდროვე =
|სიმჭიდროვე =

13:04, 26 ნოემბერი 2016-ის ვერსია

არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქვემო ქართლის მხარე.
ქვემო ქართლი

დმანისის სიონი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი ქვემო ქართლის მხარე
თბილისი
მუნიციპალიტეტი 5+1
მოსახლეობის რაოდენობა 5 889
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
ქვემო ქართლის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

ქვემო ქართლისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქართლის ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები იხსენიებიან სხვადასხვა სახელებით (თრიალეთი, გაჩიანი, გარდაბანი, ტაშირი, აბოცი, ბამბაკი), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.

ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: სამშვილდისა და ხუნანის საერისთავოები, თბილისის საამირო, ტაშირ-ძორაგეთის სამეფო, კლდეკარის, ლორის, გაგის საერისთავოები, საბარათიანო.

ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ ქართველურ ტომ გუგარებს, იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის — გოგარენეს და სომხური გუგარქის სახელწოდება. სავარაუდოა, რომ მათ სამხრეთით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ჩამოსახლდნენ. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო XIII საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის ქვემო ქართლის მხარეში და მოიცავს ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონების ტერიტორიებს.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა