საშო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ინფოდაფა ანატომია
| სახელი = საშო
| ლათინური = vagina
| სურათი = Sobo 1906 510.png
| წარწერა =
| სიგანე = 250
| სურათი2 =
| წარწერა2 =
| რუკა =
| რუკის პოზიცია =
| რუკის წარწერა =
| წინამორბედი =
| სისტემა =
| არტერია =
| ვენა =
| ნერვი =
| ლიმფა =
| Mesh-ის სახელი = Vagina
| Mesh-ის წელი = A05.360.319.779
| კოდი =
| Dorlands = eight/000113985
| DorlandsID = Vagina
}}
'''საშო''' ({{lang-la|vagina — ქარქაში, საშო}}) — ძუძუმწოვართა სასქესო სადინარების ბოლო ნაწილი, რომლითაც ნაყოფი გამოდის გარეთ. ზოგი [[უხერხემლოები|უხერხემლოს]] საშო წარმოადგენს გარეგან საფარველთა მილისებრ ჩანაბრუნს, რომლის ერთი ბოლო გარეთ იხსნება, მეორე კი — [[პარენქიმა]]ში. ძუძუმწოვრების საშო კვერცხსავალების ქვედა ნაწილია. ქვემოთ საშო გადადის შარდსასქესო სინუსში, რომელიც [[ძუძუმწოვრები|ძუძუმწოვრებში]] ქმნის კარიბჭეს; [[ჩანთოსნები]]ს, [[ჩლიქოსნები]]ს, [[მღრღნელები]]ს, [[ნახევრად მაიმუნები]]სა და [[პრიმატები]]ს საშოსა და კარიბჭის საზღვარზე არის [[საქალწულო აპკი]].

ადამიანის საშო 10-11 სმ სიგრძისა და 2-3 სმ [[დიამეტრი]]ს მქონე კუნთოვან-ელასტიკური მილი, მოთავსებულია [[მცირე მენჯის ღრუ]]ში, [[სწორი ნაწლავი|სწორ ნაწლავსა]] და [[შარდის ბუშტი|შარდის ბუშტს]] შორის. მისი შიგნითა ბოლო დაკავშირებულია [[საშვილოსნოს ყელი|საშვილოსნოს ყელთან]], რომელთანაც საშო ქმნის წინა და უკანა თაღებს, გარეთა ბოლო კი იხნსება სასქესო ნაპრალში. საშო სამშობიარო გზის ნაწილია. ქალწულის საშოს გარეთა ხვრელი შემოსაზღვრულია სხვადასხვა ფორმის [[საქალწულო აპკი]]თ. საშოს წინა და უკანა კედლები ერთმანეთს ეხება და შედგება შიგნითა — ლორწოვანი, შუა — კუნთოვანი და გარეთა — შემაერთებელქსოვილოვანი გარსებისაგან. ლორწოვანი გარსი მოფენილია მრავალშრიანი [[ეპითელიუმი]]თ. საშოს წინა კედლის ლორწოვან გარსზე კარგად არის გამოხატული ორი გასწვრივი და მრავალი განივი ნოჭი, ლორწოვანი გარსი მოკლებულია ჯირკვლებს და მუდმივად შეიცავს მცირეოდენ სითხეს. ანომალიებიდან აღსანიშნავია საშოს გაორება ან მისი უქონლობა, რაც ძალიან იშვიათია.


== ლიტერატურა ==
== ლიტერატურა ==

13:25, 13 ნოემბერი 2016-ის ვერსია

ლიტერატურა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=საშო&oldid=3173594“-დან