ბაზალეთის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 188.169.46.250 ცვლილებების გაუქმება (№3162304)
No edit summary
ხაზი 37: ხაზი 37:
გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო [[წყალმცენარეები]], რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა [[დერმატოლოგია|დერმატოლოგიური]] და [[გინეკოლოგია|გინეკოლოგიური]] დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.<ref name="bazaletilake">[http://www.bazaletilake.ge/bazaleti ბაზალეთის ტბა]</ref>
გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო [[წყალმცენარეები]], რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა [[დერმატოლოგია|დერმატოლოგიური]] და [[გინეკოლოგია|გინეკოლოგიური]] დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.<ref name="bazaletilake">[http://www.bazaletilake.ge/bazaleti ბაზალეთის ტბა]</ref>


ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.<ref name="bazaletilake" />
ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.<ref name="bazaletilake" />ბაზალეთის თბასთან არის დაკავშირებული ლეგენდები,ასევე [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძი]]<nowiki/>ს ლექსი "ბაზალეთის ტბა".


== გალერეა ==
== გალერეა ==

10:46, 11 ნოემბერი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაზალეთი.
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა
კოორდინატები: 42°02′15″ ჩ. გ. 44°40′42″ ა. გ. / 42.03750° ჩ. გ. 44.67833° ა. გ. / 42.03750; 44.67833
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო, დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე ზღვის დონიდან 879 
ფართობი 1,22 კმ²
მოცულობა 4 კმ³
მაქსიმალური სიღრმე
ბაზალეთის ტბა — საქართველო
ბაზალეთის ტბა
ბაზალეთის ტბა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ბაზალეთის ტბა
მედიაფაილები ვიკისაწყობში

ბაზალეთის ტბა — ტბა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ქალაქ დუშეთის სამხრეთით 5 კმ-ზე. ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ, წყლის მოცულობა დაახლოებით 4 მლნ. მ³. ტბის ქვაბული წარმოიშვა ბაზალეთის ვაკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის მულდისებრი გაღუნვის შედეგად.[1]

საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და დროებითი ნაკადებით. მაქსიმალური დონე — ივნისში, მინიმალური — ოქტომბერში. იანვარსა და თებერვალში ტბა დაფარულია ყინულით, რომლის სისქე ზამთარში 0,5 მ-მდე აღწევს. ივლისში წყლის ტემპერატურა 25 °C-მდეა. წყალი მომწვანო-მურა ფერისაა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში იზრდება ლელქაში და სხვა წყლის მცენარეულობა; 5-6 მ სიღრმემდე დუმფარა. ბევრია პლანქტონი. ტბაში ბინადრობს ქაშაყი და ნაფოტა; მოშენებულია ხრამული, წვერა და კობრი. ტბა სპორტული და სამომხმარებლო თევზჭერის ობიექტია. ტბის ჩრდილო-დასავლეთი ნაპირიდან გაყვანილია მცირე სარწყავი არხი.[1]

გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ტბის თვითგაწმენდისა და შევსების პროცესს მიწის წიაღიდან წარმოქმნილი წყლები ახდენენ, ხოლო წყალმცენარეები, რომლებიც ტბაში იზრდებიან უამრავ გამაჯანსაღებელ თვისებას ფლობენ. ბაზალეთის ტბის წყალი სამკურნალოა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, ასევე რევმატიული და ძვალ-სახსროვანი პათოლოგიებისთვისაც. ბაზალეთის ჰაერი კი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა და იშემიური დაავადებებისათვის.[2]

ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი 27 ჰექტარზეა გაშენებული, სადაც ულამაზესი ხეივნები სასტუმროს კოტეჯებსა და კორპუსებს ერთმანეთისაგან ჰყოფს და ჰარმონიულად აკავშირებს მათ. კომპლექსს განსაკუთრებულ ლაზათს ტერიტორიის შუაგულში მდებარე შადრევანი და ხეივნის პირას გაშენებული თეთრსვეტებიანი კოლონადა ანიჭებს, რომელიც სიმბოლურად ქართველი და ებრაელი ხალხის 2500 წლოვან მეგობრობასა და სიყვარულს მიეძღვნა.[2]ბაზალეთის თბასთან არის დაკავშირებული ლეგენდები,ასევე ილია ჭავჭავაძის ლექსი "ბაზალეთის ტბა".

გალერეა

სქოლიო

  1. 1.0 1.1 აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 142.
  2. 2.0 2.1 ბაზალეთის ტბა