პლატონი (როჟდესტვენსკი): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Митр. Платон экзарх Грузии (1915-1917).jpg|thumb|პლატონი - საქართველოს ეგზარქოსი (1915-1917)]] |
[[ფაილი:Митр. Платон экзарх Грузии (1915-1917).jpg|thumb|პლატონი - საქართველოს ეგზარქოსი (1915-1917)]] |
||
'''პლატონი''' (ერისკაცობაში |
მიტროპოლიტი '''პლატონი''' (ერისკაცობაში — ''პორფირი ფედორის ძე როჟდესტვენსკი''; დ. [[23 თებერვალი]], [[1866]], [[კურსკის გუბერნია]] — გ. [[20 აპრილი]], [[1934]], [[აშშ]]) — [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის]] მღვდელთმთავარი. [[საქართველოს საეგზარქოსო|საქართველოს ეგზარქოსი]] ([[1866]] - [[1934]]), მთავარეპისკოპოსი ქართლისა და კახეთისა, მიტროპოლიტი. |
||
==ბიოგრაფია== |
==ბიოგრაფია== |
||
*[[1886]] წელს დაამთავრა კურსკის სასულიერო სემინარია. |
*[[1886]] წელს დაამთავრა კურსკის სასულიერო სემინარია. |
08:23, 11 სექტემბერი 2016-ის ვერსია
მიტროპოლიტი პლატონი (ერისკაცობაში — პორფირი ფედორის ძე როჟდესტვენსკი; დ. 23 თებერვალი, 1866, კურსკის გუბერნია — გ. 20 აპრილი, 1934, აშშ) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავარი. საქართველოს ეგზარქოსი (1866 - 1934), მთავარეპისკოპოსი ქართლისა და კახეთისა, მიტროპოლიტი.
ბიოგრაფია
- 1886 წელს დაამთავრა კურსკის სასულიერო სემინარია.
- 1887 წელს იკურთხა მღვდლად და ოთხი ზელი იყო კურსკის ეპარქიის ერთერთი სოფლის მღვდელი.
- 1891 წელს დაქვრივდა და ჩააბარა კიევის სასულიერო აკადემიაში.
- 1894 წელს აღიკვეცა ბერად.
- 1895 წელს დაამთავრა აკადემია და დატოვებულ იქნა კათედრაზე.
- 1896 წელს ასრულებდა დოცენტის მოვალეობას.
- 1898 წელს მიენიჭა ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხი თემაზე - "Древний Восток при свете Божественного Откровения".
- 1898 წლიდან ინსპექტორის თანაშემწე, ინსპექტორი და ბოლოს პროფესორი არქიმანდრიტის ხარისხში.
- 1902 წლიდან აკადემიის რექტორი.
ჩიგირინის ეპისკოპოსი
- 1902 წლიდან ჩიგირინის ეპისკოპოსი, ამავდროულად კიევის სასულიერო აკადემიის რექტორი და კიევის საძმო მონასტრის წინამძღვარი.
- 1906 წლიდან ჟურნალ - "Церковь и народ" დამაარსებელი.
- 1907 სახელმწიფო დუმის წევრი.
არქიეპისკოპოსი ალეუტისა და ჩრდილოეთ ამერიკისა
- 1907 წლიდან არქიეპისკოპოსი ალეუტისა და ჩრდილო ამერიკის.
- 1909 წელს მონაწილეობდა წმინდა სინოდის კრებაზე.
არქიეპისკოპოსი კიშინიოვისა და ხოტინისა
- 1914 წლიდან არქიეპისკოპოსი კიშინიოვისა და ხოტინისა.
საქართველოს ეგზარქოსი
- 1915 წლის 5 დეკემბრიდან ქართლისა და კახეთის მთავარეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი, წმინდა სინოდის წევრი.
- 1915 წელს არჩეულ იქნა პეტროგრადის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად.
- 1916 წელს არჩეულ იქნა ყაზანის სასულიერო აკადემიის საპატიო წევრად.
- 1917 წელს დაინიშნა სარწმუნოების განმამტკიცებელი საბჭოს მოადგილედ.
- 1917 წლის 13 აგვისტოს დაწინაურდა მიტროპოლიტის ხარისხში და დაინიშნა თბილისისა და ბაქოს მიტროპოლიტად - კავკასიის ეგზარქოსად.
- 1917 წელს ოქტომბრის რევოლუციის დროს მონაწილეობდა ბოლშევიკებთან მოლაპარაკებაში.
მიტროპოლიტი ხერსონისა და ოდესისა
- 1918 წელს მონაწილეობდა სრულიად უკრაინის კრებაში.
- 1918 წელს მიტროპოლიტი ხერსონისა და ოდესისა.
- 1920 წელს ემიგრირდა ჩრდილოეთ ამერიკაში.
ჩრდილოამერიკის მიტროპოლიტი
- 1921 წელს ჩაიბარა ჩრდილოამერიკის ეპარქია.
- 1922 წელს დაინიშნა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტად.
- 1923 წელს რუსეთის პატრიაქმა ტიხონმა დანიშნა ჩრდილოამერიკის ეპარქიის მმართველად.
განხეთქილება
- 1924 წლიდან რუსულმა ეკლესიამ დაითხოვა ჩრდილო ამერიკის ეპარქიიდან მიტროპოლიტი პლატონი დამოურჩილებლობის გამო, თუმცაღა იგი პატრიარქისა და სინოდის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და განაგრძობდა ეპარქიის მართვას.
- 1924 წელს ქ. დეტროიტში გაიმართა სრულიად ამერიკის საეკლესიო კრება, რომლის საფუძველზეც ემიგრირებულმა ეკლესიამ აღიარა მიტროპოლიტ პლატონის ძალაუფლება და დატოვა ეპარქიის მმართველად, ვიდრე სრულიად რუსეთის საეკლესიო კრება ჩატარდებოდა.
- 1926 წელს ამერიკისა და დასავლეთ ევროპის რუსული ეკლესია გამოეყო საზღვარგარეთის ეკლესიას და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 1933 წლიდან მიტროპოლიტმა პლატონმა, ყველასგან დამოუკიდებლად, გამოაცხადა ამერიკის ეკლესია ავტონომიურად.
- 1933 წლის 16 აგვისტოს შედგა სინოდის კრება რომელმაც დაადგინა, რომ მიტროპოლიტ პლატონის ქმედება ეწინააღმდეგებოდა დედა ეკლესიის პრინციპებს; ასევე, მას უნდა აჰყროდა სამღვდელო ხარისხი, რათა ვერ შესძლებოდა მღვდელთმსახურების წარმოება, ვიდრე არ შეინანებდა.
გარდაიცვალა 1934 წლის 20 აპრილს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
წინამორბედი: პიტირიმე |
საქართველოს ეგზარქოსი 1915–1917 |
შემდეგი: საქართველოს საპატრიარქო |