უილიამ შექსპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Absurd-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ILIA-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 28: ხაზი 28:


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში [[1564]] წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა ( როგორ შეიძლება ნათლობის თარიღი დაბადების თარიღს მოწმობდეს?). უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანეს, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის, რ. არდენის ქალიშვილის მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. [[1576]] წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.(მართლა? როგორ გაზომეთ შექსპირის შემოქმედებით საშუალო განათლება მიიღო თუ უმაღლესი? :დ ორუცნობიან განტოლებებს ხსნიდა ლექსებში თუ ატომის აგებულებას :დდდ )
უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში [[1564]] წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანეს, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის, რ. არდენის ქალიშვილის მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. [[1576]] წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.


[[1582]] წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო ( ქორწინებისას იყო ორსულად თუ მერე ეს მარტო შექსპირის მეზობელს აინტერესებდა ალბათ მაშინ). უილიამსა და მის ცოლს ჰყავდათ სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.
[[1582]] წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდათ სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.


შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს [[1592]] წლიდან [[1612]] წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ [[ელიზაბეთ I|ელიზაბეთ I-ისა]] (1558-1603), ხოლო შემდეგ — [[ჯეიმზ I|ჯეიმზ I-ის]] (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი [[სონეტი]] და 37 [[პიესა]].
შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს [[1592]] წლიდან [[1612]] წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ [[ელიზაბეთ I|ელიზაბეთ I-ისა]] (1558-1603), ხოლო შემდეგ — [[ჯეიმზ I|ჯეიმზ I-ის]] (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი [[სონეტი]] და 37 [[პიესა]].

16:52, 23 აგვისტო 2016-ის ვერსია

უილიამ შექსპირი
ინგლ. William Shakespeare

უილიამ შექსპირი, ავტორი და ორიგინალობა დაუდასტურებელია, ეროვნული პორტრეტთა გალერეა, ლონდონი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1564
დაბადების ადგილი სტრეტფორდ-ონ-ეივონი, უორიკის საგრაფო, ლონდონი
გარდაცვალების თარიღი 23 აპრილი, 1616
გარდაცვალების ადგილი სტრეტფორდ-ონ-ეივონი, უორიკის საგრაფო, ლონდონი
დასაფლავებულია Holy Trinity Church[1]
საქმიანობა დრამატურგი[2] [3]
ენა Early Modern English და ინგლისური ენა
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის სამეფო
ალმა-მატერი King Edward VI School, Stratford-upon-Avon
ჟანრი პიესა და პოეზია
Magnum opus ჰამლეტი[4] , რომეო და ჯულიეტა[4] , As You Like It[4] , Macbeth[4] , ზაფხულის ღამის სიზმარი[4] , Shakespeare's sonnets[4] , ჭირვეულის მორჯულება, The Two Gentlemen of Verona, King John, Richard II, Henry IV, Part 1, Henry IV, Part 2, Henry V, Henry VI, Part 1, Henry VI, Part 2, Henry VI, Part 3, Richard III, Henry VIII, Love's Labour's Lost, The Merchant of Venice, აურზაური არაფრის გამო, უინძორელი მხიარული ქალები, მეთორმეტე ღამე, All's Well That Ends Well, Measure for Measure, Titus Andronicus, Julius Caesar, ოტელო, მეფე ლირი, Antony and Cleopatra, Coriolanus, ტიმონ ათენელი, Troilus and Cressida, Cymbeline, The Winter's Tale, Pericles, Prince of Tyre, The Tempest, The Two Noble Kinsmen და The Comedy of Errors
მეუღლე Anne Hathaway[5]
შვილ(ებ)ი Susanna Hall[6] [5] , Hamnet Shakespeare[7] [5] და Judith Quiney[8] [5]
ხელმოწერა

უილიამ შექსპირი (ინგლ. William Shakespeare; დ. სავარაუდოდ 23 აპრილი, 1564 — გ. 23 აპრილი, 1616) — ინგლისელი დრამატურგი და პოეტი, მიჩნეულია მსოფლიო დრამატურგიის ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ წარმომადგენლად.

ბიოგრაფია

უილიამ შექსპირი მონათლეს უორიკის საგრაფოში მდებარე სტრეტფორდ-ონ-ეივონის ეკლესიაში 1564 წლის 26 აპრილს, რაც იმას მოწმობს, რომ იგი, სავარაუდოდ, ორი-სამი დღით ადრე დაიბადა. უილიამ შექსპირი დაიბადა წარმატებული მეხელთათმანეს, ჯონ შექსპირისა და სნიტერფილდელი ფერმერის, რ. არდენის ქალიშვილის მერის ოჯახში. ჯონ შექსპირი უილიამის დაბადებიდან რამდენიმე ხანში ქალაქის მერი გახდა. 1576 წელს ჯონ შექსპირი რთულ ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რის გამოც ვერ შეძლო ნიჭიერი შვილის უნივერსიტეტში გაგზავნა. თუმცა, შექსპირის ნაწარმოებების გაანალიზებისას ვხვდებით, რომ მას ჰქონდა მიღებული საფუძვლიანი საშუალო განათლება მაინც, სავარაუდოდ, სტრეტფორდში.

1582 წელს 18 წლის ასაკში, შექსპირმა ცოლად შეირთო რვა წლით უფროსი ქალი ენ ჰეთუეი, რომელიც ამ დროს უკვე ორსულად იყო. უილიამსა და მის ცოლს ჰყავდათ სამი შვილი: სუზანა და ტყუპები ჯუდითი და ჰამნეტი, რომელიც 11 წლის ასაკში გარდაიცვალა.

შექსპირის ლიტერატურული კარიერა გრძელდებოდა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე და დაემთხვა ორი მონარქის, ჯერ ელიზაბეთ I-ისა (1558-1603), ხოლო შემდეგ — ჯეიმზ I-ის (1603-1625) ხანას. ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა.

მსახიობი და დრამატურგი

სცენა შექსპირის პირველი რომანტიკული ტრაგედიიდან "რომეო და ჯულიეტა".

1592 წლიდან შექსპირი მოღვაწეობდა ლონდონის თეატრის დასში. სწორედ ამ პერიოდში დაუპირისპირდა მას მისი მეგობარი დრამატურგი რობერტ გრინი, რომელიც დევნიდა შექსპირს იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება. ჰენრი ჩეტლის მიერ გამოცემულ კრებულში იგი თავს დაესხა უილიამს, ჩეტლის შემდგომ ბოდიშის მოხდა მოუწია თავდასხმაში უნებლიე მონაწილეობისთვის.

1593-94 წლებში ეპიდემიის გამო ლონდონის თეატრები დაიხურა, შექსპირმა ყურადღების კონცენტრირება მოახდინა მის პოეზიაზე. ამ დროს მას პატრონაჟს უწევდა მისი მეგობარი, საუთჰემპტონის გრაფი. როდესაც ეპიდემიამ ჩაიარა, შექსპირი შეუერთდა "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრალურ დასს, სადაც იგი მსახიობიც იყო და დრამატურგიც. მომდევნო წლებში უილიამი ქმნის, უმეტესწილად, კომედიებსა და ისტორიული ჟანრის ნაწარმოებებს. 1595 წელს შექსპირმა შექმნა ყველასათვის ცნობილი ტრაგედია "რომეო და ჯულიეტა". ეს ადრინდელი შედევრები, განსაკუთრებით კი, "ამაო გარჯა სიყვარულისას" და "ზაფხულის ღამის სიზმარი" გალექსილია ნათელ, ახალგაზრდულ სტილში და წარმოადგენს რითმული პოეზიის უდავო ნიმუშს. რაც შეეხება "ვენეციელ ვაჭარს", იგი უფრო გვიან პერიოდშია შექმნილი და მეტად სევდიან კომედიას წარმოადგენს (არ არის აუცილებელი კომედია იყოს სასაცილო. მთავარი ისაა, რომ დასსასრული იყოს ბედნიერი და არა ტრაგიკული).

ამ პერიოდშივე შექსპირი ქმნის"ჰენრი IV"-ის ორ პიესას, რომელიც ფოლსტაფის სევდანარევი, მაგრამ მაინც გულღია, სისხლსავსე რენესანსული იუმორითა და თვითირონიით არის სავსე. ამ პიესებმა ისე გააოცეს დედოფალი ელიზაბეთ I, რომ მან შექსპირს შეუკვეთა კიდევ ერთი ფოლსტაფური პიესა, შემდგომში ცნობილი, როგორც "უინძორელი მხიარული ქალები".

სტილი

ჯონ შექსპირის სახლი სტრეტფორდ-ონ-ეივონიზე

უილიამ შექსპირის ყველაზე ცნობილი ტრაგედიებია: "ჰამლეტი", "ოტელო", "მეფე ლირი", "მაკბეტი" და "ანტონიუსი და კლეოპატრა". ამ ტრაგედიებში ყველაზე ღრმად აისახა შექსპირის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, ადამიანის ძალისა და ინტელექტუალური შესაძლებლობისადმი რწმენა.

თავის უკვდავ ტრაგედიებში შექსპირმა მიაღწია ე.წ. "თეთრი ლექსის" სტილის განუმეორებელ პოეტურ წარმატებას, ამასთანავე ნაწარმოებები სავსე იყო თავისუფლებით. შემდგომი პერიოდის შედევრებს — "ზამთრის სიზმარი" და "ქარიშხალი" — აშკარად აჩნიათ გვიანი რენესანსის კრიზისის ნიშნები. მწვავე კონფლიქტების მოგვარების კომპრომისული გზები ჩნდება. ამგვარ შემრიგებლურ ნოტაზე დაასრულა უილიამ შექსპირმა თავისი ბრწყინვალე კარიერა.

სცენა შექსპირის ტრაგედიიდან "მეფე ლირი". აღნიშნული ნაწარმოები ეკუთვნის შექსპირის კარიერის მეორე პერიოდს.

1599 წელს, როდესაც "ლორდ კამერჰერის მსახურების" თეატრალური დასი გადავიდა "გლობუსის" ცნობილ თეატრში, შექსპირი თეატრის მეათედი აქციების მფლობელი გახდა. აქციონერობა მისთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე პიესების წერა. უილიამ შექსპირს თითოეულ პიესაში მხოლოდ 6 ფუნტს უხდიდნენ. 1603 წელს დედოფალი ელიზაბეთი გარდაიცვალა და ტახტზე ავიდა ჯეიმზ I. შექსპირის კომპანია გარდაიქმნა სამეფო დასად და ხშირად მართავდა სპექტაკლებს სამეფო კარზე. ამ დროისათვის უილიამი განთქმული და წარმატებული დრამატურგი ხდება და მშობლიურ ქალაქში უძრავი ქონების შეძენას იწყებს.

დაახლოებით 1610 წლიდან შექსპირი მშობლიურ სტრატფორდს უბრუნდება, თუმცა მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში კონტაქტობს ლონდონის თეატრთან. 1616 წლის 23 აპრილს, სავარაუდოდ, 52 წლისა, უილიამი გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მისმა მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა შეადგინეს შექსპირის ნაწარმოებების პირველი სრული კრებული, ე.წ. პირველი ფოლიო. გამოცემას დართული აქვს ბენ ჯონსონის ლექსი, რომელშიც უილიამი მოხსენიებულია, როგორც "ეივონის მშვენიერი გედი".

საიდუმლო სამკუთხედი

1593-94 წლებში შექსპირმა დაწერა ორი დიდი პოემა — "ვენერა და ადონისე" და "ლუკრეციას გაუპატიურება". ორივე ნაწარმოები ავტორმა მიუძღვნა საუთჰემპტონის გრაფს, ახალგაზრდა ჰენრი რიზლის. ასეთი ძღვენი შეიძლება ყოფილიყო უბრალო მადლიერების ნიშანი გრაფის პატრონაჟის სანაცვლოდ, თუმცა მკვლევარების ნაწილი თვლის, რომ ამ ახალგაზრდა ყმაწვილს განსაკუთრებული ადგილი ეკავა შექსსპირის ცხოვრებაში. ეს ახალგაზრდა ყმაწვილი შექსპირის სონეტებში ხშირად მოიხსენიება. ინტერესს იწვევს ასევე უცნობი "შავგვრემანი ქალბატონი". ამგვარად იკვრება საიდუმლო სამკუთხედი: შექსპირი, ახალგაზრდა ყმაწვილი და შავგვრემანი ქალი. თვით შექსპირი ასე ხსნის ამას (ორიგინალში):

Two loves I have of comfort and despiar,

Which like two spirits do suggest me still:

The better angel is a man right fiar,

The worser spirit a woman color'd ill.

To win me soon to hell, my female evil

Tempteth my better angel from my side,

And would corrupt my saint to be a devil,

Wooing his purity wiht her foul pride.

And whether that my angel be turn'd fiend,

Suspect I may, yet not directly tell;

But being both from me, both to each friend,

I guess one angel is another's hell:

Yes this shell I ne'er know, but live in doubt,

Till my bad angel fire my good one out.

ნაწარმოებები

პოემები

კომედიები

ტრაგედიები

ისტორიული

რესურსები ინტერნეტში

  1. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  2. Аникст А. А., Левин Ю. Д. Шекспир // Краткая литературная энциклопедияМосква: Советская энциклопедия, 1975. — Т. 8. — С. 659–678.
  3. The Fine Art Archive — 2003.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 http://shakespeare.mit.edu
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Kindred Britain
  6. http://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780198117353.001.0001/acref-9780198117353-e-2595
  7. http://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780191740763.001.0001/acref-9780191740763-e-619?rskey=rOTUsb&result=1
  8. http://www.oxfordreference.com/view/10.1093/acref/9780191740763.001.0001/acref-9780191740763-e-622?rskey=iv2h53&result=2
  9. 9.0 9.1 https://internetshakespeare.uvic.ca/Library/SLT/drama/classical%20drama/plautus.html
  10. 10.0 10.1 https://internetshakespeare.uvic.ca/doc/Plutarch_Intro/complete/index.html
  11. 11.0 11.1 Petty A. C. Identifying England's Lonnrot — 2004. — ტ. 1, გამ. 1. — გვ. 69–84. — doi:10.1353/TKS.2004.0014
  12. 12.0 12.1 https://internetshakespeare.uvic.ca/Library/SLT/drama/early%20tragedies/kyd2.html
  13. 13.0 13.1 Tosh W. https://www.shakespearesglobe.com/discover/blogs-and-features/2021/09/22/shakespeare-and-ovids-metamorphoses/ — 2021.
  14. 14.0 14.1 Spearing E. M. The Elizabethan Translations of Seneca's Tragediesკემბრიჯი: Heffers, 2011.