კუბის ტურიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
fixing dead links
ხაზი 26: ხაზი 26:

==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{wikivoyage|Cuba}}
*[http://www.sfgate.com/cgi-bin/article.cgi?f=/g/a/2009/02/26/petercoyote022609.DTL&type=travel Traveling to Cuba is like Going Back in Time] by Peter Coyote, ''San Francisco Chronicle'', February 26, 2009

*[http://abcnews.go.com/print?id=7050142 The Next Vacation Hot Spot: Cuba?] by Rick Seaney, ''ABC News'', March 11, 2009
*[http://abcnews.go.com/print?id=7050142 The Next Vacation Hot Spot: Cuba?] by Rick Seaney, ''ABC News'', March 11, 2009
ხაზი 34: ხაზი 35:
*[https://archive.is/20130131114134/www.philly.com/inquirer/travel/20090607_I_ll_take_Paris__And_Rome_.html Warming to Cuba] by Catherine Watson, ''The Philadelphia Inquirer'', June 7, 2009
*[https://archive.is/20130131114134/www.philly.com/inquirer/travel/20090607_I_ll_take_Paris__And_Rome_.html Warming to Cuba] by Catherine Watson, ''The Philadelphia Inquirer'', June 7, 2009
*[http://www.jsonline.com/features/travel/46986942.html Cuba's so Hot it's Cool: Island's Look Ranges from Quaint Retro to New and Upscale] by Damien Jaques, ''Journal Sentinel'', June 6, 2009
*[http://www.jsonline.com/features/travel/46986942.html Cuba's so Hot it's Cool: Island's Look Ranges from Quaint Retro to New and Upscale] by Damien Jaques, ''Journal Sentinel'', June 6, 2009
*[http://wikitravel.org/en/Cuba Wikitravel article on Cuba]
*[http://www.cubatravel.cu/ The Cuban Portal of Tourism]
*[http://www.cubatravel.cu/ The Cuban Portal of Tourism]
*[http://www.usatoday.com/travel/destinations/2009-10-01-cuba-tourism_N.htm Cuba: Close, but no Cigar for U.S. Tourists] by ''USA Today''
*[http://www.usatoday.com/travel/destinations/2009-10-01-cuba-tourism_N.htm Cuba: Close, but no Cigar for U.S. Tourists] by ''USA Today''

14:32, 21 აგვისტო 2016-ის ვერსია

საკურორტო ქალაქ ვარადეროს პლაჟი
კუბის ტიპური პლაჟი
ვინიალესის ხეობა
სასტუმრო ნასიონალი ჰავანაში

ტურიზმი კუბაში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მლნ ადამიანს იზიდავს და წარმოადგენს კუნძულის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროს.[1] ხელსაყრელი კლიმატით, პლაჟებით, კოლონიური არქიტექტურითა და განსხვავებული კულტურული ისტორიით კუბა უკვე დიდი ხანია მიმზიდველი დესტინაციაა ტურისტებისათვის. კუბა იყო ესპანეთის უკანასკნელი, უძველესი და უახლოესი კოლონია 1901 წლამდე. XX საუკუნის პირველ ნახევარში კუბამ განაგრძო სარგებლის მიღება დიდი ინვესტიციებისგან, ინდუსტრიის შექმნითა და იმიგრაციით. მისმა სიახლოვემ და მჭიდრო ურთიერთობებმა აშშ-სთან ასევე განაპირობა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდა. იქიდან გამომდინარე, რომ კუბასა და აშშ-ის ურთიერთობები სწრაფად გაუარესდა კუბის რევოლუციის შემდეგ და კუბის ბიზნესებმა განიცადა ექსპროპრიაცია და ნაციონალიზაცია, ქვეყანა მოწყვეტილი აღმოჩნდა მისი ტრადიციული ბაზრისგან ემბარგოთი, აშშ-მა ასევე აუკრძალა თავის მოქალაქეებს კუბაში ჩასვლა. ხელისუფლებაში კასტროს მოსვლიდან სულ რაღაც ორ წელში, ტურიზმის ინდუსტრია რეკორდულად დაბალ დონემდე დაეშვა. 1960-იან წლებში კომუნისტურმა მთავრობამ აკრძალა და შეამცირა კერძო საკუთრება, კანონგარეშე გამოაცხადა უცხოური ვალუტის ბრუნვა და ამ ყველაფერთან ერთად მოსპო ტურისტული ინდუსტრია.

1997 წლამდე, კონტაქტები ტურისტებსა და კუბელებს შორის კომუნისტური რეჟიმის მიერ დე-ფაქტო კანონგარეშედ იყო გამოცხადებული.[2][3] კუბის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორის, საბჭოთა კავშირის დანგრევას მოჰყვა ეკონომიკური კრიზისი, რომელიც „სპეციალური პერიოდის“ სახელითაა ცნობილი. კუბის ხელისუფლებამ დაიწყო ძველი სასტუმროებისა და კომუნისტებამდე არსებული ამერიკული მანქანების აღდგენის პროგრამები, ძველი დიდების დასაბრუნებლად ასევე რესტავრაცია ჩაუტარდა ჰავანის რამდენიმე ქუჩას, ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად და ტურისტების მოსაზიდად აშენდა სანაპირო კურორტები, რადგან ქვეყანას ჰაერივით ესაჭიროებოდა ამ სექტორიდან ფინანსების მიღება. სახელმწიფოს მიერ იზოლირებული კუბის საზოგადოებისგან საერთაშორისო ტურიზმის იზოლირებულობის გარანტიის მისაცემად, ხელი შეეწყო ანკლავურ კურორტების ჩამოყალიბებას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო ტურისტების განცალკევება კუბის საზოგადოებისგან; ამ მოვლენას „ანკლავური ტურიზმი“ ან „ტურიზმის აპართეიდი“ უწოდეს.[4] 1990-იანი წლების ბოლოს, კუბის ტურიზმმა გადაასწრო ტრადიციულ საექსპორტო ინდუსტრიას — შაქარს, როგორც ქვეყნის შემოსავლების ძირითად წყაროს. ტურისტები ძირითადად ჩამოდიან კანადიდან და დასავლეთ ევროპიდან. ტურისტული არეალების მაღალი კონცენტრაცია შეიმჩნევა ვარადეროს, კაიო-კოკოს, ოლგინის ჩრდილოეთ პლაჟებისა და ჰავანის გარშემო. კუბის სოციალისტურ საზოგადოებასა და ეკონომიკაზე დარტყმა მართლაც მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში შეიმჩნევა კუბის ტურიზმის შემცირება, რაც ეკონომიკის უკუსვლითა, უცხოური ინვესტიციების ზრდის შიშით და შიდა ეკონომიკის შეზღუდვითაა განპირობებული. ამის შემდეგ, კუბას ტურიზმის, განვითარებისა და ინვესტიციების სფეროში დომინიკელთა რესპუბლიკამ გაასწრო.[5]

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. One Caribbean - 2004 Cuban tourism statistics
  2. Corbett, Ben (2004). This Is Cuba: An Outlaw Culture Survives. Westview Press, გვ. 33. ISBN 0813338263. 
  3. Rennie, David. Cuba 'apartheid' as Castro pulls in the tourists, The Daily Telegraph, 08/06/2002.
  4. Espino, María Dolores. Cuban Tourism During the Special Period|234 KiB, Proceedings of the Annual Meetings of the Association for the Study of the Cuban Economy (ASCE), Volume 10, August 3–5, 2000.
  5. [1]