კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაზუსტება
ხაზი 27: ხაზი 27:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{wikivoyage|Kerinci Seblat National Park}}
*[http://www.kerinci.org/ ოფიციალური საიტი]
*[http://www.kerinci.org/ ოფიციალური საიტი]
*[http://wikitravel.org/en/Kerinci_Seblat_National_Park Kerinci Seblat National Park travel guide from Wikitravel]
*[http://wikitravel.org/en/Kerinci_Seblat_National_Park Kerinci Seblat National Park travel guide from Wikitravel]

14:28, 21 აგვისტო 2016-ის ვერსია

კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზია, კუნძული სუმატრა
კოორდინატები 3°34′01″ ს. გ. 97°37′45″ ა. გ. / 3.56694° ს. გ. 97.62917° ა. გ. / -3.56694; 97.62917
ფართობი 13 791 კმ²
დაარსდა 1999
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167
ინგლ.რუს.ფრ.

კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკი — უდიდესი ეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 13 791 კმ²-ია და ინდონეზიის ოთხი პროვინციის ტერიტორიაზე ვრცელდება. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნულ პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით — სუმატრის ტროპიკული ტყეები.

პარკი მოიცავს ბარისანის მთათა სისტემის დიდ ნაწილს და მათ შორის სუმატრის უმაღლეს მწვერვალ კერინჩის (3 805 მ). მრავლადაა სწრაფი მდინარეები, მღვიმეები, ცხელი წყაროები, ჩანჩქერები და უმაღლესი კალდერული ტბა მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში — გუნუნგ-ტუჯუჰი.

პარკი ფლორისა და ფაუნის ბიომრავალფეროვნებით გამოირჩევა. გავრცელებულია მცენარეთა 4 000-ზე მეტი სახეობა, მათ შორისაა მსოფლიოში უდიდესი ყვავილი Rafflesia arnoldii. ცხოველებიდან აღსანიშნავია: სუმატრის ვეფხვი, სუმატრის მარტორქა, სუმატრის სპილო, ბორნეოს ლეოპარდი, მალაიური ტაპირი. პარკში ასევე ბინადრობს ფრინველთა 370 სახეობა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში