გაიუს სოზიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 25: ხაზი 25:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:რომის რესპუბლიკის კონსულები]]

12:20, 20 აგვისტო 2016-ის ვერსია

გაიუს სოზიუსი

გაიუს სოზიუსი (ლათ. Gaius Sosius) — ძველი რომის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. რომის რესპუბლიკის კონსული ძვ. წ. 32 წელს.

ძვ. წ. 66 წელს იგი კვესტორად აირჩიეს, ძვ. წ. 49 წელს კი პრეტორად. სამოქალაქო ომის დაწყებისას იგი სენატის იმ პარტიას შეუერთდა, რომელსაც თანამედროვე მკვლევარები ზოგჯერ ოპტიმატებსაც უწოდებენ (მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი სულასა და მარიუსის ეპოქისაა). პომპეუსის საბერძნეთში გაქცევის შემდეგ, სოზიუსი რომში დაბრუნდა და იულიუს კეისარს ჩაბარდა.

კეისრის მკვლელობის შემდეგ იგი მარკუს ანტონიუსის მხარეს დადგა, რომელმაც ძვ. წ. 38 წელს იგი სირიისა და კილიკიის გუბერნატორად დანიშნა პუბლიუს ვენტიდიუსის ადგილას. როგორც გუბერნატორმა, სოზიუსმა ანტონიუსისაგან ბრძანება მიიღო მხარი დაეჭირა ჰეროდესათვის ანტიგონე ჰასმონელის წინააღმდეგ ბრძოლაში, როდესაც ეს უკანასკნელი იერუსალიმს ფლობდა. ძვ. წ. 37 წელს სოზიუსმა იერუსალიმზე ილაშქრა და ქალაქის დაუფლების შემდეგ ჰეროდე სამეფო ტახტზე დასვა.

ამ სამსახურისათვის იგი ძვ. წ. 34 წელს ტრიუმფით დაჯილდოვდა, ძვ. წ. 32 წელს კი გნეუს დომიციუს აჰენობარბუსთან ერთად კონულიც გახდა. როდესაც ანტონიუსსა და ოქტავიანეს შორის სამოქალაქო ომი დაიწყო, სოზიუსმა ანტონიუსის მხარე დაიჭირა და სენატში ოქტავიანეს წინააღმდეგ გაილაშქრა, რისთვისაც იძულებული გახდა აღმოსავლეთში გაქცეულიყო. ძვ. წ. 31 წელს სოზიუსი მარკუს ანტონიუსის ფლოტის ესკადრას მეთაურობდა და დიონ კასიუსის (50.14) მიხედვით, შეძლო ტავრიუს რუფუსის ესკადრის დამარცხება და უკან დახევა აიძულა, თუმცა როდესაც ამ უკანასკნელმა მარკუს აგრიპასაგან დამხმარე ძალები მიიღო, სოზიუსის მოკავშირე, კილიკიის მეფე ტარკონდიმოტუს I დაიღუპა და თავად სოზიუსი იძულებული გახდა გაქცეულიყო. დიონ კასიუსი შეცდომით ამტკიცებს, რომ ბრძოლაში სოზიუსიც დაიღუპა, თუმცა შემდეგ ადასტურებს, რომ იგი აქციუმის ბრძოლაში კვლავ ცოცხალი იყო. აქციუმთან სოზიუსი ფლოტის მარცხენა ფრთას მეთაურობდა. ბრძოლის შემდეგ, რომლიდან გაქცევაც მან მოახერხა, მის სამალავს მიაგნეს, სოზიუსი შეიპყრეს და ოქტავიანეს მიუყვანეს, თუმცა ლუციუს არუნციუსის შუამდგომლობის წყალობით, ოქტავიანემ იგი შეიწყალა. სოზიუსი რომში დაბრუნდა და აპოლონ მედიკუსის ტაძრის მშენებლობა დაასრულა, რომელიც ძვ. წ. 34 წელს დაიწყო და ის ოქტავიანეს სახელს მიუძღვნა.

უცნობია ჰყავდა თუ არა ვაჟები, თუმცა შემორჩენილია მისი ორი ქალიშვილის სახელი: სოზია და სოზია გალა, რომლებიც, შესაძლებელია, ჰყოლოდა ასინიასაგან,[1] ნონიასაგან ან ელიასაგან.

სოზიუსის გამოსახულება გვხვდება მშვიდობის საკურთხეველზეც, სადაც იგი ქურუმთა თხუთმეტკაციანი კოლეგიის წევრია.[2]

ლიტერატურა

  • აპიანე 5. C. v. 73;
  • ციცერონი ad Ait. viii. 6, ix. 1;
  • დიონ კასიუსი xlix. 22, xlix. 41, I. 2, 14, li. 2, Ivi. 38;
  • იოსებ ფლავიუსი ანტონიუსი xiv. 15, 16, B. J. i. 17—18;
  • პლუტარქე ანტონიუსი 34;
  • სვეტონიუსი ავგუსტუსი 17;
  • ტაციტუსი ისტორია v. 9;
  • ველეიუს პატერკულუსი ii. 85, 86.
  • Martha Hoffman Lewis, The Official Priests of Rome under the Julio-Claudians. A Study of the Nobility from 44 B.C. to 68 A.D., Rome 1955.

სქოლიო

  1. Gaius Stern, Women Children and Senators on the Ara Pacis Augustae, University of California Berkeley dissertation 2006, page 353, n.88
  2. Gaius Stern, Women Children and Senators on the Ara Pacis Augustae