ბაქო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
|მშობლიური სახელი =Bakı
|მშობლიური სახელი =Bakı
|ქვეყანა = აზერბაიჯანი
|ქვეყანა = აზერბაიჯანი
|პანორამა =
|პანორამა = Baku montage3.jpg
|პანორამის სიგანე = 300px
|პანორამის სიგანე = 300px
|წარწერა =
|წარწერა =

17:01, 4 აგვისტო 2016-ის ვერსია

ქალაქი
ბაქო
Bakı
დროშა გერბი

ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 40°23′43″ ჩ. გ. 49°52′56″ ა. გ. / 40.39528° ჩ. გ. 49.88222° ა. გ. / 40.39528; 49.88222
ქალაქის მერი ჰაჯიბალა აბუტალიბოვი
დაარსდა I საუკუნე
პირველი ხსენება მე-5 საუკუნე
ფართობი 260 კმ²
ცენტრის სიმაღლე -28
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 2,045,815 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 7,830.76 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი 12
საფოსტო ინდექსი AZ1000
საავტომობილო კოდი 10, 90 და 99
ოფიციალური საიტი bakucity.az
ბაქო — აზერბაიჯანი
ბაქო

ბაქო (აზერ. Bakı [bɑˈcɯ], ბაქი — ქარიანი ადგილი) — აზერბაიჯანის დედაქალაქი, მდებარეობს კასპიის ზღვის აფშერონის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. თანამედროვე ბაქო სამი ნაწილისგან შედგება: ძველი ქალაქი (İçəri Şəhər), კოლონიური ნაწილი და საბჭოთა პერიოდში აშენებული ქალაქი. ქალაქის მოსახლეობა 2011 წლის მონაცემებით იყო 2.0 მილიონი[1], აგლომერაციაში 3 მილიონამდე ადამიანი სახლობს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

ისტორიული ცნობა

ბაქო პირველად V საუკუნის წყაროებში იხსენიება. IX-X საუკუნეებში მის შესახებ ცნობებს გვაწვდიან არაბი გეოგრაფები (ალ-ისტახი, ალ-მასუდი, ალ-მუკადასი). აქ უკვე მაშინ იღებდნენ ნავთობს. XII საუკუნის II ნახევარში ბაქო ერთხანს შირვანის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრი იყო. XII-XV საუკუნეებში ბაქოდან ნავთობი გაჰქონდათ აღმოსავლეთის ქვეყნებში. ბაქო მნიშვნელოვანი სავაჭრო ნავსადგური იყო. XV-XVI საუკუნეებში ამიერკავკასიაში ერთ-ერთ შეუვალ ციხესიმაგრედ ითვლებოდა. 1540 წელს ბაქო სეფიანთა ჯარებმა დაიკავეს. XVI საუკუნის 80-იან წლებში ოსმალეთი ფლობდა. 1604 წელს ირანის შაჰმა აბას I-მა ციხესიმაგრე დაანგრია, მაგრამ მალე ისევ აღადგინა. XVII საუკუნეში ბაქო მნიშვნელოვანი ქალაქი იყო.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბაქო&oldid=3128030“-დან