გიგი წერეთელი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
{{commonscat|Gigi Tsereteli}}
ხაზი 87: ხაზი 87:


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==
{{commonscat|Gigi Tsereteli}}
*[http://parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=132%3Atsereteli-giorgi&Itemid=129&lang=ge ბიოგრაფია] [[საქართველოს პარლამენტი]]ს ოფიციალურ საიტზე
*[http://parliament.ge/index.php?option=com_k2&view=item&id=132%3Atsereteli-giorgi&Itemid=129&lang=ge ბიოგრაფია] [[საქართველოს პარლამენტი]]ს ოფიციალურ საიტზე
*[http://shenmartav.ge/ka/who/representative/122/giorgi-tsereteli/ წერეთლის საკანონმდებლო საქმიანობა]
*[http://shenmartav.ge/ka/who/representative/122/giorgi-tsereteli/ წერეთლის საკანონმდებლო საქმიანობა]

17:12, 4 ივლისი 2016-ის ვერსია

ტერმინს „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.
გიორგი (გიგი) წერეთელი
გიორგი (გიგი) წერეთელი
გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე, ჟენევაში, 2014 წელს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 4 მაისი, 2004
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ჟვანია
მემკვიდრევლადიმერ ჭიპაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
ნოემბერი 2003 – იანვარი 2004
პრეზიდენტინინო ბურჯანაძე

დაბადებული23 თებერვალი, 1964
თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
საარჩევნი ოლქიმთაწმინდა
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
შვილები2
პროფესიაექიმი-ნევროლოგი
საქმიანობასაქართველოს პარლამენტის წევრი
რელიგიამართლმადიდებელი

გიორგი (გიგი) წერეთელი (დ. 23 თებერვალი 1964, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის სამგზის (1999, 2003, 2008) წევრი

ბიოგრაფია

1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის N 55 საშუალო სკოლა და N 8 მუსიკალური სასწავლებელი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986-1987 მუშაობდა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ექიმ-ინტერნად. 1987-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1989-1993 მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ნევროლოგიურ დაავადებათა იმუნოლოგიურ ასპექტებზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო შრომა ამ სფეროში. 1993-1995 წლებში იყო საზღვარგარეთ.

1995 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგლედ. იამევ წელს გადაიყვანეს ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 1996-1998 წლებში იყო თბილისის ვიცე-პრემიერი. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვისა და სპორტის საკითხებს.

პოლიტიკური კარიერა

1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე. 1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სიით. 2000 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. [2003 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად მთაწმინდის ოლქიდან მაჟორიტარული წესით.

2004 წლის თებერვლიდან მაისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ამავდროულად მთავრობის ვიცე-პრემიერი. იმავე წლის მაისიდან დაუბრუნდა საპარლამენტო საქმიანობას და დაიკავა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. 2008 წელს კვლავ გახდა პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიით.

პირადი და ოჯახური ცხოვრება

ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არის საჭადრაკო კლუბის "NTN” საპატიო პრეზიდენტი, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; ბავშვთა ბეისბოლის ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს დიაბეტის ფედერაციის წევრი. აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სერტიფიკატი საერთაშორისო ჯანდაცვის ეკონომიკასა და ფინანსებში (2005 წ.).

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: