ქვეწარმავლები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
| commons = Category:Reptilia
| commons = Category:Reptilia
}}
}}
'''ქვეწარმავლები''', ''რეპტილიები'' (Reptilia), [[ხერხემლიანები|ხერხემლიან]] [[ცხოველები|ცხოველთა]] კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.
'''ქვეწარმავლები''', '''რეპტილიები''' ({{lang-la|Reptilia}}) [[ხერხემლიანები|ხერხემლიან]] [[ცხოველები|ცხოველთა]] კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.


ქვეწარმავლები [[ფილტვები]]თ სუნთქავენ. ისინი,[[ამფიბიები]]ს მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ [[ნახშირორჟანგი|ნახშირორჟანგს]]. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ ქვეწარმავლის [[ფილტვები]] უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველები არიან.
ქვეწარმავლები [[ფილტვები]]თ სუნთქავენ. ისინი,[[ამფიბიები]]ს მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ [[ნახშირორჟანგი|ნახშირორჟანგს]]. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ ქვეწარმავლის [[ფილტვები]] უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველები არიან.

18:52, 2 ივლისი 2016-ის ვერსია

ქვეწარმავლები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი: 

ნიანგები

ლათინური სახელი
Reptilia

ქვეწარმავლები, რეპტილიები (ლათ. Reptilia) — ხერხემლიან ცხოველთა კლასი. ნამდვილი ხმელეთის ცხოველები არიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხმელეთზე მრავლდებიან და ვითარდებიან. დებენ ყვითრით მდიდარ და ნაჭუჭით დაფარულ კვერცხებს, ამფიბიებთან შედარებით უფრო სრულყოფილი სუნთქვისა (დიფერენცირებული ტრაქეითა და ფილტვებით) და სისხლის მიმოქცევის სისტემები აქვთ.

ქვეწარმავლები ფილტვებით სუნთქავენ. ისინი,ამფიბიების მსგავსად, ჰაერიდან შთანთქავენ ჟანგბადსა და გამოყოფენ ნახშირორჟანგს. მათი მშრალი კანი არ არის შეგუებული კანით სუნთქვასთან, ამიტომ ქვეწარმავლის ფილტვები უფრო ძლიერი უნდა იყოს, ვიდრე ამფიბიებისა. მართლაც, რეპტილიების ფილტვებს აქვთ ნაკეცები, რის გამოც იზრდება მათი სასუნთქი ზედაპირი. ეს უზრუნველყოფს ჟანგბადის უხვად მიწოდებას ორგანიზმისათვის. ქვეწარმავლებს აქვთ მარტივი ტიხრებით მრავალ უჯრედად დაყოფილი ფილტვები, რომლებიც დანაოჭებულია. ქვეწარმავლების სხეულის ტემპერატურა არაა მუდმივი. იგი იცვლება ჰაერის ტემპერატურის შესაბამისად. რეპტილიები ცივსისხლიანი ცხოველები არიან.

უდაბნოს ქვიშაში მცხოვრები ქვეწარმავლები მცხუნვარე მზის ქვეშ დაცულნი არიან გამოშრობისაგან, ვინაიდან მათი გარეგანი საფარველი გამძლეა, მკვრივი და ცხოველს დაზიანებისა და წყლის დაკარგვისაგან იცავს, ე.ი. ცხოველის გამოშრობა არ ხდება. გველების სხეული დაფარულია რქოვანი ქერცლებით, ნიანგისა და კუს სხეული დაფარულია რქოვანი ფარებით. სხეულის რქოვანა გარსი არ იზრდება, ამიტომ ცხოველის ზრდასთან ერთად ის სკდება. გველების სხეულიდან ძველი კანი ცვივა პატარა ან დიდ ნაჭრებად. ახალი რქოვანა გარსი წარმოიქმნება ძველის ქვეშ, კანის ზედა შრიდან. კანის გარე საფარველის გამოცვლას - კანის ცვლა ეწოდება. ქვეწარმავლები კანს იცვლიან.

რამდენადაც განსხვავებულია ქვეწარმავლების სახეობები და მათი ცხოვრების ნირი, იმდენად განსხვავებულია მათი კვება. რეპტილიები საკვებად ძირითადად სხვა ცხოველებს იყენებენ. გველი ნადირობს მსხვილ ცხოველებზე. მაგალითად: ჩვეულებრივი ანკარა წყალსატევებში იჭერს ბაყაყებს, გველგესლა ჯერ შხამით კლავს მსხვერპლს, შემდეგ კი ყლაპავს.

რეპტილიები ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან ერთად განეკუთვნებიან უმაღლეს ხერხემლიანებს - ამნიონიანებს, რომელთა შორისაც ისინი უმდაბლეს ჯგუფს შეადგენენ.

სქოლიო