სკრიბონია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 3: ხაზი 3:


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
სკრიბონია იყო ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, [[ძვ. წ. 80]] წელს [[პრეტორი]]ს თანამდებობას იკავებდა. მამამისის სეხნია იყო სკრიბონიას ძმაც, რომელიც [[ძვ. წ. 34]] წელს [[კონსული იყო]].<ref>Scheid, J. ''Scribonia Caesaris et les Julio-Claudiens: Problèmes de vocabulaire de parenté''. Mémoires de l'École francaise de Rome et Athènes. 87: 349-71.</ref> დედამისს კი სენტია ერქვა.<ref>CIL 6.31276: ''Sentia Lib[onis] mater Scr[iboniae] Caes[aris]''.</ref> [[სვეტონიუსი]]ს მიხედვით, სკრიბონია ავგუსტუსამდე ორჯერ იყო დაქორწინებული ყოფილ კონსულებზე. მისი პირველი ქმრის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის გნეუს კორნელიუს ლენტულუს მარცელინუსი იყო, რამდენადაც არსებობს წარწერა, რომელიც ეხება სკრიბონიასა და მისი ვაჟის, კორნელიუს მარცელინუსის აზატებს,<ref>CIL 6.26033: ''Libertorum et familiae Scribonae Caes. et Corneli Marcell. f. eius''</ref><ref>Scheid, J, ''Scribonia Caesaris et les Cornelii Lentuli'', Bulletin de Correspondence Helléenigue 100: 185-201.</ref> რაც ადასტურებს, რომ მას წინა ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, რომელიც მასთან ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სკრიბონია მესამე ქმარს გაეყარა. იგი, შესაძლოა, ახალგაზრდა გარდაიცვალა და ამიტომაც, ისტორიკოსებს ყურადღება არ მიუქცევიათ. სკრიბონიას მეორე ქმარი იყო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, პომპეუსის მხარდამჭერი.<ref>Billows, R. American Journal of Ancient History.</ref> მათ ჰყავდათ ქალიშვილი, კორნელია სციპიონი, რომელიც ცენზორ ლუციუს ემილიუს პაულუსს გაჰყვა ცოლად. სკრიბონია, აგრეთვე, შესაძლოა, ყოფილიყო [[ძვ. წ. 16]] წლის კონსულის, პუბლიუს კორნელიუს სციპიონის დედაც.
სკრიბონია იყო ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, [[ძვ. წ. 80]] წელს [[პრეტორი]]ს თანამდებობას იკავებდა. მამამისის სეხნია იყო სკრიბონიას ძმაც, რომელიც [[ძვ. წ. 34]] წელს [[კონსული]] იყო.<ref>Scheid, J. ''Scribonia Caesaris et les Julio-Claudiens: Problèmes de vocabulaire de parenté''. Mémoires de l'École francaise de Rome et Athènes. 87: 349-71.</ref> დედამისს კი სენტია ერქვა.<ref>CIL 6.31276: ''Sentia Lib[onis] mater Scr[iboniae] Caes[aris]''.</ref> [[სვეტონიუსი]]ს მიხედვით, სკრიბონია ავგუსტუსამდე ორჯერ იყო დაქორწინებული ყოფილ კონსულებზე. მისი პირველი ქმრის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის გნეუს კორნელიუს ლენტულუს მარცელინუსი იყო, რამდენადაც არსებობს წარწერა, რომელიც ეხება სკრიბონიასა და მისი ვაჟის, კორნელიუს მარცელინუსის აზატებს,<ref>CIL 6.26033: ''Libertorum et familiae Scribonae Caes. et Corneli Marcell. f. eius''</ref><ref>Scheid, J, ''Scribonia Caesaris et les Cornelii Lentuli'', Bulletin de Correspondence Helléenigue 100: 185-201.</ref> რაც ადასტურებს, რომ მას წინა ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, რომელიც მასთან ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სკრიბონია მესამე ქმარს გაეყარა. იგი, შესაძლოა, ახალგაზრდა გარდაიცვალა და ამიტომაც, ისტორიკოსებს ყურადღება არ მიუქცევიათ. სკრიბონიას მეორე ქმარი იყო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, პომპეუსის მხარდამჭერი.<ref>Billows, R. American Journal of Ancient History.</ref> მათ ჰყავდათ ქალიშვილი, კორნელია სციპიონი, რომელიც ცენზორ ლუციუს ემილიუს პაულუსს გაჰყვა ცოლად. სკრიბონია, აგრეთვე, შესაძლოა, ყოფილიყო [[ძვ. წ. 16]] წლის კონსულის, პუბლიუს კორნელიუს სციპიონის დედაც.


[[ძვ. წ. 40]] წელს სკრიბონია აიძულეს გაყროდა ქმარს და დაქორწინებულიყო [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ოქტავიანეზე]], რომელიც მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო. ოქტავიანე, თავის მხრივ, გაშორდა [[კლოდია პულქრა]]ს და დაქორწინდა სკრიბონიაზე, რათა პოლიტიკური კავშირი დაემყარებინა ამ უკანასკნელის ძმისწულის (რომელსაც, ასევე, სკრიბონია ერქვა) ქმართან, სექსტუს პომპეუსთან. წყვილს [[ძვ. წ. 39]] წელს შეეძინა ქალიშვილი, [[იულია უფროსი]], რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როდესაც მამამისი დედამისს გაშორდა.<ref>[[დიონ კასიუსი]] 48.34.3</ref> ეს ქორწინება ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. ოქტავიანეს ისეთი განცდა ჰქონდა, რომ სკრიბონია ზედმეტად შარიანი და უხასიათო იყო. ეს უკანასკნელი მეტად აღარ დაქორწინებულა. დიონ კასიუსი და ველეიუს პატერკულუსი გადმოგვცემენ, რომ როდესაც მისი უმცროსი შვილი, იულია, გადაასახლეს მრუშობისა და ღალატისთვის, სკრიბონიამ ითხოვა მისთვისაც მიეცათ უფლება ქალიშვილს გადასახლებაში გაჰყოლოდა.<ref>Fantham, Elaine. (2006) ''Julia Augusti''. "Routledge". ISBN 0-415-33146-3.</ref>
[[ძვ. წ. 40]] წელს სკრიბონია აიძულეს გაყროდა ქმარს და დაქორწინებულიყო [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ოქტავიანეზე]], რომელიც მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო. ოქტავიანე, თავის მხრივ, გაშორდა [[კლოდია პულქრა]]ს და დაქორწინდა სკრიბონიაზე, რათა პოლიტიკური კავშირი დაემყარებინა ამ უკანასკნელის ძმისწულის (რომელსაც, ასევე, სკრიბონია ერქვა) ქმართან, სექსტუს პომპეუსთან. წყვილს [[ძვ. წ. 39]] წელს შეეძინა ქალიშვილი, [[იულია უფროსი]], რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როდესაც მამამისი დედამისს გაშორდა.<ref>[[დიონ კასიუსი]] 48.34.3</ref> ეს ქორწინება ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. ოქტავიანეს ისეთი განცდა ჰქონდა, რომ სკრიბონია ზედმეტად შარიანი და უხასიათო იყო. ეს უკანასკნელი მეტად აღარ დაქორწინებულა. დიონ კასიუსი და ველეიუს პატერკულუსი გადმოგვცემენ, რომ როდესაც მისი უმცროსი შვილი, იულია, გადაასახლეს მრუშობისა და ღალატისთვის, სკრიბონიამ ითხოვა მისთვისაც მიეცათ უფლება ქალიშვილს გადასახლებაში გაჰყოლოდა.<ref>Fantham, Elaine. (2006) ''Julia Augusti''. "Routledge". ISBN 0-415-33146-3.</ref>

უკანასკნელი რედაქცია 09:26, 22 ივნისი 2016-ის მდგომარეობით

სკრიბონია „Promptuarii Iconum Insigniorum“-დან

სკრიბონია (დ. ძვ. წ. 68 — გ. 16) — რომის იმპერატორის, ავგუსტუსის მეორე ცოლი და ამ უკანასკნელის ერთადერთი ბიოლოგიური შვილის, იულია უფროსის დედა. ტიბერიუსის სიდედრი, კალიგულას დიდი ბებია (დედის მხრიდან) და ნერონის ბებიის ბებია (დედის მხრიდან).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკრიბონია იყო ლუციუს სკრიბონიუს ლიბოს ქალიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. 80 წელს პრეტორის თანამდებობას იკავებდა. მამამისის სეხნია იყო სკრიბონიას ძმაც, რომელიც ძვ. წ. 34 წელს კონსული იყო.[1] დედამისს კი სენტია ერქვა.[2] სვეტონიუსის მიხედვით, სკრიბონია ავგუსტუსამდე ორჯერ იყო დაქორწინებული ყოფილ კონსულებზე. მისი პირველი ქმრის ვინაობა უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის გნეუს კორნელიუს ლენტულუს მარცელინუსი იყო, რამდენადაც არსებობს წარწერა, რომელიც ეხება სკრიბონიასა და მისი ვაჟის, კორნელიუს მარცელინუსის აზატებს,[3][4] რაც ადასტურებს, რომ მას წინა ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, რომელიც მასთან ცხოვრობდა მას შემდეგ, რაც სკრიბონია მესამე ქმარს გაეყარა. იგი, შესაძლოა, ახალგაზრდა გარდაიცვალა და ამიტომაც, ისტორიკოსებს ყურადღება არ მიუქცევიათ. სკრიბონიას მეორე ქმარი იყო პუბლიუს კორნელიუს სციპიონი, პომპეუსის მხარდამჭერი.[5] მათ ჰყავდათ ქალიშვილი, კორნელია სციპიონი, რომელიც ცენზორ ლუციუს ემილიუს პაულუსს გაჰყვა ცოლად. სკრიბონია, აგრეთვე, შესაძლოა, ყოფილიყო ძვ. წ. 16 წლის კონსულის, პუბლიუს კორნელიუს სციპიონის დედაც.

ძვ. წ. 40 წელს სკრიბონია აიძულეს გაყროდა ქმარს და დაქორწინებულიყო ოქტავიანეზე, რომელიც მასზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო. ოქტავიანე, თავის მხრივ, გაშორდა კლოდია პულქრას და დაქორწინდა სკრიბონიაზე, რათა პოლიტიკური კავშირი დაემყარებინა ამ უკანასკნელის ძმისწულის (რომელსაც, ასევე, სკრიბონია ერქვა) ქმართან, სექსტუს პომპეუსთან. წყვილს ძვ. წ. 39 წელს შეეძინა ქალიშვილი, იულია უფროსი, რომელიც ზუსტად იმ დღეს დაიბადა, როდესაც მამამისი დედამისს გაშორდა.[6] ეს ქორწინება ბედნიერი ნამდვილად არ ყოფილა. ოქტავიანეს ისეთი განცდა ჰქონდა, რომ სკრიბონია ზედმეტად შარიანი და უხასიათო იყო. ეს უკანასკნელი მეტად აღარ დაქორწინებულა. დიონ კასიუსი და ველეიუს პატერკულუსი გადმოგვცემენ, რომ როდესაც მისი უმცროსი შვილი, იულია, გადაასახლეს მრუშობისა და ღალატისთვის, სკრიბონიამ ითხოვა მისთვისაც მიეცათ უფლება ქალიშვილს გადასახლებაში გაჰყოლოდა.[7]

როდესაც იმპერატორი ტიბერიუსი გახდა, მან სკრიბონია და იულია ერთმანეთს დააშორა, ეს უკანასკნელი კი შიმშილით მოკლა. სკრიბონიას გარდაცვალების თარიღი უცნობია. ირითადად, მიჩნეულია, რომ იგი ავგუსტუსისა და იულიას გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ მოკვდა. სენეკას მიხედვით, იგი 16 წლის ბოლოსთვის ისევ ცოცხალი იყო და საღ გონებაზე იმყოფებოდა, როდესაც ცდილობდა დაერწმუნებინა ძმისშვილი, მარკუს სკრიბონიუს ლიბო, თავი არ მოეკლა და ღირსეულად მიეღო სასჯელი.

სკრიბონიას, როგორც ანჩხლი დედაკაცის სახე, სავარაუდოდ, იმ პროპაგანდის შედეგია, რომელიც მიზნად ისახავდა ავგუსტუსისაგან მისი გაყრის შესაძლო სკანდალური გარემოებების გადაფარვას. სენეკა უმცროსი მას აღწერს, როგორც gravis femina-ს. gravis ნიშნავს „ღირსეულსაც“ და „მკაცრს“, „პირქუშსაც“. მისი პიროვნების შესახებ თანამედროვე ისტორიკოსების აზრი იყოფა. ზოგიერთი მას „დამღლელსა“ და „დაღვრემილს“ უწოდებს,[8] უმეტესობა კი რომაელი ქალბატონის იდეალურ ნიმუშად მიჩნევს, რამდენადაც მას გააჩნდა „სიმშვიდე“, რათა ეზრუნა დეპრესიული და სუიციდური ხასითის მქონე ქალიშვილსა და ძმისწულზე.[9][10] სექსტუს პროპერტიუსი აქებს მის დედობას და კორნელია სციპიონის დასაკრძალავ ელეგიაში (ძვ. წ. 16) მას „ტკბილ დედა სკრიბონიას“ უწოდებს.

ქორწინებები და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღსანიშნავია, რომ სკრიბონიას შვილთაშვილის შვილი, მარკუს იუნიუს სილანუს ტორკვატუსი, მის სიცოცხლეში დაიბადა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scheid, J. Scribonia Caesaris et les Julio-Claudiens: Problèmes de vocabulaire de parenté. Mémoires de l'École francaise de Rome et Athènes. 87: 349-71.
  2. CIL 6.31276: Sentia Lib[onis] mater Scr[iboniae] Caes[aris].
  3. CIL 6.26033: Libertorum et familiae Scribonae Caes. et Corneli Marcell. f. eius
  4. Scheid, J, Scribonia Caesaris et les Cornelii Lentuli, Bulletin de Correspondence Helléenigue 100: 185-201.
  5. Billows, R. American Journal of Ancient History.
  6. დიონ კასიუსი 48.34.3
  7. Fantham, Elaine. (2006) Julia Augusti. "Routledge". ISBN 0-415-33146-3.
  8. Syme, R. (1939) The Roman Revolution. Oxford.
  9. Fantham, Elaine. (2006) Julia Augusti. "Routledge". ISBN 0-415-33146-3.
  10. Barrett, A.A. (2004) Livia: First Lady of Imperial Rome. "Yale University Press". ISBN 0-300-10298-4