აბუსერისძენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 15: ხაზი 15:
{{ქსე|1|47|შოშიაშვილი ნ.}}
{{ქსე|1|47|შოშიაშვილი ნ.}}
* ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათ., 1962, გვ. 29
* ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათ., 1962, გვ. 29
* თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, ტ. 2, გვ. 120-123
* აბუსერისძეები XI-XIV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში / ბიჭიკო დიასამიძე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი .- ბათუმი, 2008 .- ტ. III .- გვ.77-93
* აბუსერისძეები XI-XIV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში / ბიჭიკო დიასამიძე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი .- ბათუმი, 2008 .- ტ. III .- გვ.77-93



10:11, 12 ივნისი 2016-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბუსერისძე.

აბუსერისძენი — XI-XIV საუკუნეების საქართველოს დიდ ფეოდალთა საგვარეულო.

ისტორია

ამ გვარის პირველი წარმომადგენელი არტანუჯის ერისთავი იოანე აბუსერისძე ბაგრატ IV-ის მეფობის პირველ წლებში იხსენიება. რამდენიმე საუკუნის მანძილზე აჭარის ერისთავთ-აბუსერისძეთა სარეზიდენციო ადგილი ხირხათის ციხე იყო. აბუსერისძენი თავიანთი ძლიერების ხანაში ფლობდნენ შავშეთ-კლარჯეთსა და იყვნენ სამცხის ციხისჯვრისა და აწყურის სამეფო ციხეების გამგებლები.

დროთა განმავლობაში XI საუკუნის II ნახევარში აბუსერისძენი თანდათან კარგავენ თავიანთი სამფლობელოების მნიშვნელოვან ნაწილს. მათ დაკარგეს ჯერ არტანუჯი, შემდეგ ციხისჯვარი და აწყური. XII-XIII საუკუნეებში შეინაღჩუნეს მხოლოდ აჭარა და იყვნენ მხოლოდ ხიხათა ერისთავთერისთავები. XIII საუკუნის 60-იან წლებში კი მათ სამცხეში გაძლიერებული ჯაყელები აჭარასაც ართმევენ ხელიდან.

XIV საუკუნეში ცნობილია ამირსპასალარი ივანე აბუსერისძე (გ. 1355). უკანასკნელად აბუსერისძენი იხსენიებიან XVI საუკუნის სამცხე-საათაბაგოს დიდებულთა სიაში.

გენეალოგია

აბუსერისძეთა გენეალოგიის შექმნა სცადა თედო ჟორდანიამ, რისთვისაც მან „ქართლის ცხოვრება“ გამოიყენა.

ლიტერატურა

  • შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 47.
  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, ბათ., 1962, გვ. 29
  • თ. ჟორდანია, „ქრონიკები“, ტ. 2, გვ. 120-123
  • აბუსერისძეები XI-XIV საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში / ბიჭიკო დიასამიძე // სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის საკითხები / საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი .- ბათუმი, 2008 .- ტ. III .- გვ.77-93