შინაარსზე გადასვლა

წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 235:
====სამისიონერო მოღვაწეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში====
 
მცხეთაში ჯვრის აღმართვის შემდგომ, წმინდა ნინომ დედაქალაქი დატოვა და მთიულებთან წავიდა, პირუტყვის მსგავს ხალხთან, ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად და მათი კერპების შესამუსრად .
„ქრონიკიდან“ ვიგებთ, რომ ნინოს მთიულეთში წაუყვანია [[იაკობი (მცხეთის არქიეპისკოპოსი)|იაკობ მღვდელი]] და ერთი [[ერისთავი]]. თავდაპირველად, იგი გაჩერებულა [[წობენი|წობენში]], სადაც მოუწოდებია მთიულებისთვის – [[ჭართალი (მხარე)|ჭართლელებისთვის]], [[ფხოველები|ფხოველებისთვის]] და [[წილკანი (მხარე)|წილკნელებისთვის]] და მათთვის ქრისტეს სარწმუნოება უქადაგია. მათ სცადეს თავის არიდება, მაგრამ ერისთავმა მსუბუქად მიმართა მახვილი და მათაც შიშით გადმოსცეს კერპები დასალეწად.
 
იქიდან წმ. ნინო [[ერწოერწო_(მხარე)|ერწოსკენ]] გადავიდა და გაჩერდა [[ჟალეთი|ჟალეთში]], დაბა [[ედემი (დაბა)|ედემში]] და იქ ნათელ–სცა [[ერწო-თიანეთი|ერწო–თიანელებს]]. [[ყვარელები|ყვარელებმა]] გაიგეს ეს და გადაიხვეწნენ [[თუშეთი|თუშეთში]], რომლებიც, მოგვიანებით, [[თრდატ მეფე]]მ მონათლა.
 
ამის შემდეგ წმინდა განმანათლებელი ჩავიდა [[კუხეთი|კუხეთში]] (კხოეთი) და შეჩერდა [[კაწარეთი|კაწარეთში]], სადაც მონათლა [[კუხელები]] (კხოელები) და [[სოჯები]] მათი ხალხითურთ.