თელისებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
No edit summary |
||
ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
==ლიტერატურა== |
==ლიტერატურა== |
||
{{ქსე|4|648|[[მიხეილ სახოკია]]}} |
|||
* ''სახოკია მ.,'' ქსე, ტ. 4, გვ. 648, თბ., 1979 |
|||
[[კატეგორია:თელისებრნი]] |
[[კატეგორია:თელისებრნი]] |
08:53, 2 აპრილი 2016-ის ვერსია
თელისებრნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Ulmaceae | ||||||||||||||
|
თელისებრნი (ლათ. Ulmaceae) — ორლებლიან მცენარეთა ოჯახი. ფოთოლმცვივანი ან მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით განლაგებული ფოთლები ასიმეტრიული, დაკბილული ან კიდემთლიანია. ქარით მტვერია ყვავილები ერთ- ან ორსქესიანია, შეკრებილია კონებად ან მჭადასებრ ყვავილედებად. ყვავილსაფარი მარტივი და ჯამისებრია; ნაყოფი - ფრთიანი კაკლუჭა ან კურკიანა. ოჯახი აერთიანებს 15-მდე გვარს და 150-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ტროპიკულ ზონაში, ნაწილობრივ ტროპიკულ და სუბტროპიკულ მთებში. მნიშვნელოვანი გვარებია თელა, აკაკი, ძელქვა, ტრემა (Trema), გირონიერა (Gironiera) და სხვა. საქართველოში ველურად იზრდება 3 გვარი: თელა (5 სახეობა), აკაკი (3 სახეობა) და ძელქვა (1 სახეობა). სახეობათა დიდი ნაწილი მშრალი და უტყეო რაიონების გასამწვანებლად გამოიყენება. ინტროდუცირებულია აღმოსავლეთ-აზიური 2 თითოსახეობიანი გვარი. მერქანს იყენებენ მშენებლობისა და საავეჯე წარმოებაში. თელისებრნი ევოლუციურად ერთ-ერთი უძველესი ოჯახია. მასში ორი ქვეოჯახია: აკაკისმაგვარნი (Celtidoideae), რომელიც ბოლო დროს მკვლევართა ნაწილის მიერ აღიარებულია ცალკე ოჯახად - აკაკისებრნი (Celtidaceae), და თელასმაგვარნი (Ulmoideae).
ლიტერატურა
- მიხეილ სახოკია, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 648.