პიგმეები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 38: ხაზი 38:
*[[ნეგრიტოსები]]
*[[ნეგრიტოსები]]
*[[ვედები (ხალხი)]]
*[[ვედები (ხალხი)]]
*[[სემანგები]]


==რესურსები ინტერნეტში==
==რესურსები ინტერნეტში==

15:23, 12 მარტი 2016-ის ვერსია

აფრიკელი პიგმეები
ევროპელის (მარცხნივ) და პიგმეის (მარჯვნივ) შედარებითი სიმაღლე

პიგმეები(ბერძნ. Πυγμαῖοι — «люди величиной с кулак») — დაბალსიმაღლიანი ნეგროიდული ჯგუფის ხალხები, რომლებიც ცხოვრობენ ეკვატორული აფრიკის ტროპიკულ ტყეებში. სხვანაირად მათ ნეგრილებსაც უწოდებენ.

ცნობები

პიგმეების განსახლების არეალი აფრიკაში
პიგმეების სახლი ჯოხებისა და ფოთლებისაგან

უკვე ძვ.წ. მე3 ათასწლეულში მოიხსენიებიან ძველეგვიპტურ ხელნაწერებში. უფრო გვიანდელ პერიოდში ისისნი მოიხსენებიან ძველ ბერძნულ წყაროებში, კერძოდ, ჰომეროსის „ილიადაში“, ჰეროდოტესა და სტრაბონთან.

XVI—XVII ს.ს. ისინი "მატიმბას" სახელით მოიხსენებიან დასავლეთ აფრიკის მკვლევართა ხელნაწერებში.

XIX საუკუნეში მათ არსებობას ადასტურებს გერმანელი მკვლევარი გეორგ ავგუსტ შვეინფურტი, რუსი მკვლევარი ვ.ვ. იუნკერი და სხვები. ეს ტომები აღმოჩენილი იყო ტროპიკულ ტყეებში მდინატეების იტურისა და უზლეს აუზში სხვადასხვა სახელით: აკა, ტიკიტიკი, ობონგო, ბამბუტი, ბატვა.

1929—1930 წ.წ. პ. შებესტის ექსპედიციამ აღწერა ბამბუტის პიგმეები, 1934—1935 წ.წ. მკვლევარმა მ. გუზინდემ იპოვა ეფეს და ბასუას პიგმეები.

XX საუკუნის ბოლოს ისინი ცხოვრობდნენ გაბონის, კამერუნის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის, კონგოს, რუანდის ტყეებში.

ფიზიკური ტიპი

მოზრდილი მამაკაცების სიმაღლეა 144-150 სმ. კანი ღია ყავისფერი. თმა ხვეული, მუქი. ტუჩები შედარებით სქელი. ეს ფიზიკური ტიპი შეიძლება ცალკე, განსაკუთრებულ რასას მივაკუთვნოთ. პიგმეების შესაძლო რაოდენობამ შეიძლება შეადგინოს 40-დან 280 ათასამდე ადამიანი.

გარეგნული სახით მათთან ახლოს დგანან სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელი, მელანეზიის ზოგიერთი კუნძულელი და ჩრდილო-აღმოსავლეთ ავსტრალიელი ნეგრიტოსები, მაგრამ გენეტიკური თვალსაზრისით, ნეგრიტოსებსა და ნეგრილებს შორის დიდი განსხვავებაა.

ანთროპოლოგია და გენეტიკა

პიგმეების მინიატურული სიმაღლის გამოსაკვლევად და მათი იდენტიფიკაციის დასადგენად, მეცნიერებმა ერთმანეთს სეუდარეს ბატვას ტომის პიგმეების და მათი მეზობელი-მიწათმოქმედი ბაკიგას ტომის გენომები, აგრეთვე, ბაკას ტომის პიგმეების და მათი მეზობელი-მიწათმოქმედი ნზებეს და ნზიმის გენომები. აღმოჩნდა, რომ დაბალ სიმაღლეზე პასუხისმგებელი ერთნუკლეოტიდიანი პოლიმორფიზმები ბატვას და ბაკას ტომის პიგმეებს განსხვავებული აქვთ. ეს ნიშნავს, რომ მსგავსი თვისებები აქვთ, მაგრამ ისინი კონვერგენტული ევოლუციის შედეგია.

ბაკას აღმოსავლეთით მცხოვრებ ხალხებს - ეფეს და სუას, თავდაპირველადვე ებადებათ პატარა ბავშვები — ზრდის განმსაზღვრელი (შემაფერხებელი) ირთვება ნაყოფის შიდაგანვითარების პროცესშივე. ბაკას ტომის ბავშვები იბადებიან ნორმალურები, მაგრამ სიცოცხლის ირველი ორი წლის განმავლობაში ისისნი იზრდებიან ევროპელებთან შედარებით შესამჩნევად ნელა.

B-ჰაპლოჯგუფის Y-ქრომოსომის სიხშირე აკასა და მბუტის პიგმეებში აღწევს 35 %. მბუტის გენომაში აღმოჩენილია 0,2%-დან 0,7%-მდე ნეანდერტალელის გენი.

საქმიანობა

პიგმეები ტყის მცხოვრები ხალხია. ტყე წარმოადგენს მათი სიცოცხლისათვის საჭირო აუცილებელ წყაროს. მათი ძირითადი საქმიანობა მონადირეობა და შემგროვებლობაა. პიგმეები არ ამზადებენ ქვისგან შრომის იარაღებს. ადრე ცეცხლის მოპოვებაც არ იცოდნენ. ცეცხლის წყარო გადაჰქონდათ ადგილიდან ადგილზე. მათი სანადირობ იარაღია ლითონისბუნიკიანი ისარი. ამასთან, ბუნიკები ხშირად მოწამლულია. რკინას უცვლიან მეზობლებს.

ენა

პიგმეები, ჩვეულებრივ, საუბრობენ მატი მოსაზღვრე ხალხების ენებზე — ეფე, ასუა, ბამბუტი და სხვ. პიგმეების დიალექტებს შორის არის ზოგიერთი ფონეტიკური სხვაობა, მაგრამ ბაკას ხალხის გარდა, პიგმეებმა დაკარგეს მშობლიური ენები.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში