აზატ-ხანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 19: ხაზი 19:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:გარდაცვლილი 1781]]

15:49, 23 თებერვალი 2016-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}} აზატ-ხან ავღანი (პუშტუ آزاد خان افغان), ან აზატ-შაჰ ავღანი (პუშტუ آزاد شاه افغان; გ. 1781) — პუშტუნების სამხედრო მეთაური. 1747 წლიდან, ნადირ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, დასავლეთ ირანის ტახტის მთავარი პრეტენდენტი[1].

აზატ-ხანი ფაქტობრივად ხელისუფლების სათავეში იყო 1752-1757 წლებში და აკონტროლებდა აზერბაიჯანის ნაწილს ქალაქ ურმიამდე, ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთ ირანს, სამხრეთ-დასავლეთი თურქმენეთისა და აღმოსავლეთი ქურთისტანის ტერიტორიებს. აზატ-ხანი იყო დურანის სახელმწიფოს დამაარსებლის აჰმად-შაჰ დურანის თანამედროვე.

აზატ-ხანი დაიბადა ავღანეთის პროვინცია ღაზნში, ქალაქ ანდარში. იგი ნადირ-შაჰის არმიას შეუერთდა დაახლოებით 1738 წელს და მიიღო მონაწილეობა ირანსა და ინდოეთში მის მიერ გამართულ ლაშქრობებში. ნადირ-შაჰის მკვლელობის პერიოდში მსახურობდა აზერბაიჯანში ასლან-ხანთან[1].

აზატ-ხანმა ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ხელისუფლებისათვის ბრძოლაში, რომელიც დასრულდა ნადირ-შაჰის მკვლელობით. იგი სასწრაფოდ გადავიდა ნადირ შაჰის მემკვიდრის იბრაჰიმ აფშარის მხარეს და მოიპოვა ხანის ტიტული. 1749 წელს იბრაჰიმ აფშარიც დაამხო შაჰრუჰმა. აზატ-ხანი კი აგრძელებდა ირანში მიმდინარე არეულობაში მონაწილეობას. დასავლეთ ირანში ქურთებთან და ოსმალებთან კავშირში და ერეკლე II-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე 1752 წლისატვის თითქმის მთლიანად დაიმორჩილა ტერიტორია არდებილიდან ურმიამდე[1].

აზატ-ხანი დამარცხდა ყირხბულახის ბრძოლაში ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან ბრძოლაში და ვერ შეძლო ძალაუფლების გამყარება სამხრეთ ამიერკავკასიაში. ამის შემდეგ იგი ცდილობდა ქერიმ-ხანის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ აქაც მარცხი განიცადა.1754 წელს ფათ-ალი-შაჰთან ერთად თავს დაესხა ქერიმ-ხანს და დაიკავა შირაზი.

1757 წლისათვის მას დაწინაურებულმა ყაჯარებმა წაართვეს ისპაანი, თავრიზი და ურმია. აზატ-ხანი ბაღდადში გაიქცა, ხოლო 1760 წელს გადავიდა თბილისში და თავშესაფარი ითხოვა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-სთან. 1762 წელს ერეკლე II-მ იგი ქერიმ ხანს გადასცა. ქერიმ ხანმა იგი საპატიო პენსიაზე გაუშვა და გააგზავნა შირაზში.

აზატ-ხანი გარდაიცვალა 1781 წელს და ანდერძის თანახმად დაკრძალეს ქაბულში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 Perry, J. R. (1987), "Āzād Khan Afḡān", in: ენციკლოპედია ირანიკა, Vol. III, Fasc. 2, pp. 173-174. Online (Accessed February 20, 2012).