ზიმბაბვე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 392: ხაზი 392:


შედის [[აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები]]ს საერთაშორისო ორგანიზაციაში.
შედის [[აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნები]]ს საერთაშორისო ორგანიზაციაში.

== სოციალური სფერო ==
=== ჯანდაცვა ===
დამოუკიდებლობის პერიოდში რასობრივმა უთანასწორობის პოლიტიკამ ასახვა ჰპოვა შავკანიანი მოსახლეობის უმრავლესობის დაავადების დინამიკაში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველ ხუთ წელიწადში შეიმჩნეოდა სწრაფი მატება ისეთ დარგებში, როგორიცაა იმუნიზაციის მასშტაბურობა, სამედიცინო მომსახურების მიღება და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მოხმარება.<ref>Davies, R. and Sanders, D. (1998). "Adjustment policies and the welfare of children: Zimbabwe, 1980–1985". In: Cornia, G. A., Jolly, R. and Stewart, F. (Eds.) ''Adjustment with a human face, Vol. II: country case studies''. Clarendon Press, Oxford, pp. 272–99, ISBN 0198286112.</ref> საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, რომ ზიმბაბვეში მიღწეული იქნა [[ჯანდაცვა|ჯანდაცვის]] განვითარების გარკვეული კარგი შედეგები.<ref>{{cite journal|author=Dugbatey, K.|year=1999|pmid=10414831|title=National health policies: sub-Saharan African case studies (1980–1990)|journal=Soc. Sci. Med.|volume=49|pages=223–239|doi=10.1016/S0277-9536(99)00110-0|issue=2}}</ref> ქვეყანა განიცდიდა მწვავე დაავადებების პერიოდულ აფეთქებებს (როგორიცაა [[ჭირი]] 1994 წელს). ეროვნული ჯანდაცვის წარმატებებზე უარყოფითი გავლენა იქონია 1990-იანი წლების სტრუქტურულმა ცვლილებებმა,<ref>{{cite journal|author=Marquette, C. M.|year=1997|doi=10.1016/S0305-750X(97)00019-3|title=Current poverty, structural adjustment, and drought in Zimbabwe|journal=World Development|volume=25|pages=1141–1149|issue=7}}</ref> [[აივ]]-ინფექციის გავლენამ<ref name="nofix">{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/business/7346042.stm|title=No quick fix for Zimbabwe's economy|date=14 April 2008|publisher=BBC|accessdate=19 December 2008|first=Jorn|last=Madslien}}</ref> და 2000 წელს დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა. 2006 წელს ზიმბაბვეში იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა, [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაერთიანებული ერების ორგანიზაციის]] მონაცემებით 1990 წელს არსებულ 60 წელთან შედარებით სიცოცხლის ხანგრძლივობამ დაიწია 44 წლამდე მამაკაცებისათვის და 43 წლამდე ქალებისათვის, მაგრამ მას შემდეგ აღდგა შესაბამისად 53 და 54 წლამდე.<ref>{{cite web|url=http://unstats.un.org/unsd/demographic/products/socind/health.htm|title=United Nations Statistics Division|accessdate=7 December 2008}}</ref> სწრაფი ვარდნა პირველ რიგში იხსნებოდა აივ-ინფექციით. ბავშვთა სიკვდილიანობა გაიზარდა 1990-იანი წლების ბოლოს არსებული 6 %-დან 2004 წლის 12,3 %-მდე.<ref name="nofix" />

ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში პრაქტიკულად განადგურდა. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს, ზიმბაბვეში ზოგიერთი ოპერაციები ოთხი დიდი საავადმყოფოდან სამში შეწყდა, ზიმბაბვეს სამედიცინო სკოლასთან ერთად, ხოლო მეოთხე დიდ საავადმყოფოში ფუნქციონირებდა ორი პალატა და არ არსებობდა არანაირი საოპერაციო.<ref name="hospitalsprnid">{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/1/hi/world/africa/7714892.stm|title=The death throes of Harare's hospitals|date=7 November 2008|publisher=BBC|accessdate=3 December 2008|first=Brian|last=Hungwe}}</ref> ჰიპერინფლაციის გამო, საავადმყოფოები ვერ ღებულობდნენ საბაზისო პრეპარატებს და წამლებს.<ref name="coping">{{cite news|url=http://www.icrc.org/web/eng/siteeng0.nsf/html/zimbabwe-feature-261108?opendocument|title=Zimbabwe: coping with the cholera outbreak|date=26 November 2008|accessdate=3 December 2008}}</ref> სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2009 წლის თებერვალში ხელისუფლების გაერთიანებისა და მულტისავალუტო სისტემის შემოღების შემდეგ, თუმცა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ასევე ხელი შეუწყო ექიმების და სამედიცინო განათლების მქონე ხალხის ემიგრაცია.<ref name="Zimbabwe cholera deaths near 500 ">{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/2/hi/africa/7760088.stm|title=Zimbabwe cholera deaths near 500|date=2 December 2008|publisher=BBC|accessdate=2 December 2008}}</ref>

2008 წლის აგვისტოში ზიმბაბვეს დიდი ტერიტორია მოიცვა [[ქოლერა|ქოლერის]] ეპიდემიამ. 2008 წლის დეკემბრისთვის 10 000 ადამიანზე მეტი იყო ინფიცირებული ქვეყნის ყველა პროვინციაში, გარდა ერთისა და იგი გავრცელდა [[ბოტსვანა]]ში, [[მოზამბიკი|მოზამბიკში]], [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა]]ში და [[ზამბია]]ში.<ref>{{cite news|url=http://news.bbc.co.uk/1/hi/uk/7768740.stm|title=PM urges Zimbabwe cholera action|publisher=BBC News|date=6 December 2008|accessdate=6 June 2012}}</ref><ref name="Milliband">[http://www.timesonline.co.uk/tol/news/world/africa/article5294534.ece "Miliband backs African calls for end of Mugabe"], ''[[The Times]]'', 5 December 2008.</ref> 2008 წლის 4 დეკემბერს ზიმბაბვეს ხელისუფლებამ განაცხადა დაავადების მკვეთრი გავრცელების შესახებ, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ითხოვა საერთაშორისო დახმარება.<ref name="Zimbabwe declares national emergency over cholera">{{cite news|url=http://www.reuters.com/article/worldNews/idUSTRE4B31T420081204?feedType=RSS&feedName=worldNews&rpc=69&pageNumber=2&virtualBrandChannel=0|title=Zimbabwe declares national emergency over cholera|date=4 December 2008|agency=Reuters|accessdate=4 December 2008}}</ref><ref name="emergency">{{cite news|url=http://www.google.com/hostednews/afp/article/ALeqM5hsW9YNn1roEp0rzjeGSJo0pKcj2A|title=Zimbabwe declares cholera outbreak a national emergency|date=4 December 2008|agency=Agence France-Presse|accessdate=4 December 2008|deadurl=yes|archiveurl=https://web.archive.org/20130927163223/http://www.undp.org.zw/component/docman/doc_download/230-zimbabwe-poverty-report-2011-april-17-2013|archivedate=27 September 2013}}</ref> 2009 წლის 9 მარტს [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია]]მ დათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოში 4011 ადამიანი დაავადებული იყო კუჭ-ნაწლავის სისტემის ავადმყოფობით და ავადმყოფების საერთო რაოდენობამ მიაღწია 89 018 ადამიანს.<ref name="On the cholera frontline">[http://www.irinnews.org/Report.aspx?ReportId=83378 On the cholera frontline]. [[IRIN]]. 9 March 2009</ref> ჰარარეში ქალაქის მერიამ შეთავაზა უფასო საფლავები ქოლერის დაავადებისგან გარდაცვლილებისთვის.<ref name="rain">{{cite news|url=http://africa.reuters.com/top/news/usnJOE4AT06A.html|archiveurl=https://web.archive.org/web/20081206151846/http://africa.reuters.com/top/news/usnJOE4AT06A.html|archivedate=6 December 2008|title=Zimbabwe says cholera epidemic may spread with rain|date=30 November 2008|agency=Reuters|accessdate=3 December 2008}}</ref> გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ავადმყოფობა მოექცა კონტროლქვეშ, ქოლერის ინფექციის მაჩვენებელი შემცირდა დაახლოვებით 50 %-ით, რაც შეადგენს დაახლოვებით 4000 შემთხვევას კვირაში.<ref name="On the cholera frontline" />

2011 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასახლების ფონდმა გამოაქვეყნა მოხსენება ექთნების მდგომარეობის შესახებ მსოფლიოში<ref>[http://www.unfpa.org/sites/default/files/pub-pdf/EN_SoWMy2014_complete.pdf The State of the World's Midwifery]</ref>. მასში ასახულია 58 ქვეყნის ახალი მონაცემები ექთნების მდგომარეობის შესახებ და ახალდაბადებულებსა და დედათა სიკვდილიანობის მიმართ არსებული პოლიტიკა. 2010 წელს ზიმბაბვეში დედათა სიკვდილიანობა 100 000 დაბადებულზე შეადგენდა 790-ს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2008 წელს შეადგენდა 624,3-ს და 1990 წელს 231,8-ს. ამ მოხსენების მიზანია ათასწლეულის განვითარების გზების განხილვა, რათა მიღწეული იყოს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ზიმბაბვეში ექთნების რაოდენობა 1000 დაბადებულზე უცნობია და ფეხმძიმე ქალების გარდაცვალების რისკია 1 : 42.<ref name="SOWMY">{{cite web|url=http://www.unfpa.org/sowmy/report/home.html|title=The State of the World's Midwifery|publisher=United Nations Population Fund|accessdate=August 2011}}</ref>


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

17:13, 10 თებერვალი 2016-ის ვერსია

ზიმბაბვეს რესპუბლიკა
Republic of Zimbabwe
ზიმბაბვე
ზიმბაბვეს
დევიზი: Unity, Freedom, Work
ჰიმნი: Blessed be the land of Zimbabwe
ზიმბაბვეს მდებარეობა
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ჰარარე
17°50′ ს. გ. 31°03′ ა. გ. / 17.833° ს. გ. 31.050° ა. გ. / -17.833; 31.050
ოფიციალური ენა ინგლისური
მთავრობა რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი რობერტ მუგაბე
 -  პირველი ვიცე-პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა
 -  მეორე ვიცე-პრეზიდენტი ფელეკეზელა მფოკო
ფართობი
 -  სულ 390 757 კმ2 (მე-60)
 -  წყალი (%) 1
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 13 349 000 (68-ე)
 -  2012 აღწერა 13 061 239[1][2][3][4] 
 -  სიმჭიდროვე 33,43 კაცი/კმ2 (170-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $2.2 მილიარდი (158-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $188 (178-ე)
აგი (2007) 0.513 (საშუალო) (151-ე)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი ZWE
Internet TLD .zw
სატელეფონო კოდი 263

ზიმბაბვე (ინგლ. Republic of Zimbabwe, ოფიც. „ზიმბაბვეს რესპუბლიკა“, ყოფილი როდეზია) — სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, ჩანჩქერ ვიქტორიას, მდინარეებს ზამბეზსა და ლიმპოპოს შორის. ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სამხრეთით, ბოტსვანას დასავლეთით, ზამბიას ჩრდილო-დასავლეთით და მოზამბიკს აღმოსავლეთით.

ისტორია

კოლონიამდელი პერიოდი

თავდაპირველად ზიმბაბვეს ტერიტორია დასახლებული იყო ხალხით, რომლებიც ლაპარაკობდნენ კოისანის ენებზე და კულტურით ახლო იყვნენ მათ თანამედროვე შთამომავალ ხალხთან.

ჩვენი წელთაღრიცხვის დაახლოებით IX საუკუნიდან არსებობს თანამედროვე ზიმბაბვეს ტერიტორიის საკმაოდ განვითარებული კულტურის ხალხით დასახლების მტკიცებულება, რომელიც შეიძლება მიეწეროს გოკომერეს ხალხს, დღევანდელი შონას ხალხის წინაპრებს. მათ დააარსეს მუტაპას სამეფოს იმპერია, რომლის დედაქალაქი იყო ქალაქი, რომლის ნანგრევები დღეისათვის ცნობილია, როგორც „დიდი ზიმბაბვე“ (თანამედროვე შონას ენაზე dzimba dzemabwe ნიშნავს 'ქვის სახლებს').

XV საუკუნის შუა პერიოდისათვის, როდესაც ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე გამოჩნდნენ პორტუგალიელები, პორტუგალია ფლობდა ზიმბაბვეს თითქმის მთელ ტერიტორიას და მოზამბიკის ნაწილს. პორტუგალიელებთან შეჯახების შემდეგ იმპერია დაიშალა, თუმცა მისი ნარჩენები კარანგას ტომის სახელმწიფოს სახით შენარჩუნდა XX საუკუნის დასაწყისამდე. XVII საუკუნისთვის შონას ხალხის ნაწილი ხელმეორედ გაერთიანდა როზვის იმპერიაში, რომელმაც შეძლო განედევნა პორტუგალიელები ზიმბაბვეს პლატოდან.

როზვის იმპერიამ თავისი არსებობა შეწყვიტა XIX საუკუნის შუა პერიოდში, როდესაც ჩაკას ხელმძღვანელობით ზულუსების ექსპანსიის შედეგად დღევანდელი სამხრეთ-დასავლეთ ზიმბაბვეს ტერიტორიაზე გადასახლდნენ ნდებელეს ტომები მეფე მზილიკაზის მმართველობის ქვეშ. იმავე დროს ზიმბაბვეს ტერიტორიაზე გაიხსნა ოქროს საბადოები და ეს მიწები მოხვდა ბრიტანეთის იმპერიის ინტერესთა ზონაში.

როდეზია

1888 წელს სესილ როდსმა შეთანხმება დადო მზილიკაზის მემკვიდრე ლობენგულასთან, რომელმაც ბრიტანელებს ნება დართო ჩარეულიყო მატაბელელენდის ეკონომიკაში (ნდებელეს ტომებით დასახლებული ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთი). 1899 წელს იმავე როდსის ძალისხმევით ბრიტანეთის სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ უფლება მიიღო დაეარსებინა დიდი ტერიტორიები, რომელიც მოიცავდა დღევანდელ ზიმბაბვეს და ზამბიას, იმ დროიდან ცნობილი, როგორც შესაბამისად სამხრეთი და ჩრდილოეთი როდეზია. 1895 წელს კომპანიის ჯარები შევიდნენ მაშონალენდში (ზიმბაბვეს ცენტრი და ჩრდილოეთი), რამაც დასაწყისი მისცა ამ მიწების კოლონიზაციას.

1896—1897 წლებში შავკანიანი მოსახლეობა (პირველ რიგში შონა და ნდებელე) აჯანყდა ბრიტანული მმართველობის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ჯანყმა, ცნობილი როგორც (პირველი) ჩიმურენგა, სრული კრახი განიცადა, პირველ რიგში კატასტროფული ტექნოლოგიური სხვაობის გამო. უკვე XX საუკუნიდან იწყება სამხრეთ როდეზიის დასახლება თეთრკანიანი მოსახლეობით.

1922 წელს ბრიტანეთის სამხრეთაფრიკულმა კომპანიამ შეწყვიტა სამხრეთ როდეზიის მართვა. რეფერენდუმის შედეგად, რომელიც ძირითადად თეთრკანიან მოსახლეობას შორის ჩატარდა, ის არ შევიდა სამხრეთ აფრიკის კავშირში, იგი გახდა თვითმართვადი კოლონია ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისა და კოლონიალური სისტემის ნგრევის დაწყების შემდეგ აფრიკის ბევრი ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა დაადგა სოციალისტური განვითარების გზას, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა, მოზამბიკი) ხელისუფლება გადავიდა მხოლოდ თეთრკანიანი მოსახლეობის უმცირესობის ხელში. ამ უკიდურესობის თავიდან აცილების მიზნით, 1953 წელს შეიქმნა როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია, რომელიც მოიცავდა სამხრეთ როდეზიას, ჩრდილოეთ როდეზიას და ნიასალენდს (თანამედროვე მალავი), ფედერალური ტერიტორიის სტატუსით (უკვე არა კოლონიის, მაგრამ არც დომინიონის). მაგრამ ათი წლის შემდეგ, 1963 წელს ფედერაცია დაიშალა, როდესაც დამოუკიდებლობა მიიღო ზამბიამ და მალავი.

სამხრეთ როდეზიის თეთრკანიანთა მთავრობა ასევე ითხოვდა დამოუკიდებლობას, მაგრამ ლონდონი მისი მინიჭების წინააღმდეგი იყო, ვიდრე ქვეყანაში ხელისუფლება მთლიანად არ გადაეცემოდა შავკანიან უმრავლესობას (NIBMAR-ის პოლიტიკა: No Independence Before Majority African Rule). პასუხად 1965 წლის 11 ნოემბერს სამხრეთ როდეზიის პრემიერ-მინისტრმა იან სმიტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც არ აღიარა დიდმა ბრიტანეთმა. 1970 წელს იან სმიტმა სამხრეთ როდეზია რესპუბლიკად გამოაცხადა, რომელმაც ასევე არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

როდეზიის ფრონტის პარტიის მთავრობა იან სმიტის ხელმძღვანელობით ატარებდა სეგრეგაციის პოლიტიკას, რომელსაც ხშირად ადარებენ აპართეიდთან, თუმცა, მკაცრად რომ ითქვას, ეს მთლიანად ასე არ არის. მაგალითად, სამხრეთ როდეზიაში «რასობრივი» ცენზის ნაცვლად ხშირად გამოიყენებოდა ქონებრივი ცენზი, პარლამენტში შენარჩუნებული იყო შავკანიანი დეპუტატების არსებობა, ჯარში არსებობდა რასობრივი სახით შერეული სამხედრო ნაწილები, როდეზიაში არ ჩატარებულა სამხრეთაფრიკული ტიპის ტერიტორიალური სეგრეგაციები. მაგრამ საქმეში მთელი ხელისუფლება ეკუთვნოდა თეთრკანიან უმცირესობას, ქვეყანაში მოქმედებდა რასობრივი დისკრიმინაციის რეჟიმი. ბევრ საზოგადოებრივ დაწესებულებებში ემსახურებოდნენ მხოლოდ თეთრკანიანებს, ნაყოფიერი მიწების დიდი ნაწილი იმყოფებოდა თეთრკანიანი ფერმერების ხელში.

შეიარაღებულ პარტიზანულ ბრძოლას როდეზიის ხელისუფლების წინააღმდეგ აწარმოებდა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმია (ZANLA) რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით და ზიმბაბვეს სახალხო-რევოლუციური არმია (ZIPRA) ჯოშუა ნკომოს ხელმძღვანელობით, ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირის (ZAPU) ლიდერი, რომლებსაც ჰქონდათ ბაზები სამხრეთ როდეზიის მეზობელ ქვეყნებში (მაგალითად, ბოტსვანა და ზამბია) და სარგებლობდნენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისა და ჩინეთის დახმარებით. 1975 წელს მოზამბიკის ხელისუფლებაში ფრელიმოს სოციალისტური მთავრობის მოსვლის შემდეგ ეს ქვეყანა გახდა ძირითადი ბაზა ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი არმიის მეომრებისათვის. თეთრკანიანი უმცირესობის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებულმა ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობდა 1964 წლიდან, სახელად მიიღო ჩიმურენგა (მეორე).

იან სმიტმა სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის თავიდან ასარიდებლად 1978 წლიდან დაიწყო მოლაპარაკებები ზომიერი პოლიტიკური შეხედულების შავკანიან ლიდერებთან, როგორებიცაა აბელ მუზორევა გაერთიანებული აფრიკული ეროვნული კონგრესიდან და ნდაბანინგი სიტოლე ZANU-ndonga-დან. ქვეყანამ მიიღო დასახელება ზიმბაბვე-როდეზია, ხოლო პარლამენტის არჩევნების შედეგად პირველად ჩამოყალიბდა შავკანიანთა უმრავლესობა, თუმცა მოსამართლეთა კორპუსი ან, მაგალითისთვის, ჯარი, მაინც ძირითადად რჩებოდა თეთრკანიანების ხელში. პრემიერ-მინისტრი გახდა აბელ მუზორევა, რომელსაც ემხრობოდნენ იან სმიტიც და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაც, მაგრამ მან ვერ მიიღო ამომრჩეველთა მთლიანი ნდობა ზიმბაბვეში.

1979 წლის 12 დეკემბრის ლანკასტერჰაუზის კონფერენციის შეთანხმების საფუძველზე ზიმბაბვე-როდეზიაში ხელისუფლება დროებით გადაეცა დიდი ბრიტანეთის გუბერნატორს ლორდ არტურ კრისტოფერ ჯონ სოუმსს, პარტიზანულ დაჯგუფებებს უნდა შეეწყვიტათ საბრძოლო მოქმედებები და დაბანაკებულიყვნენ სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ბანაკებში. 1980 წლის საყოველთაო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ZANU-ს რადიკალურმა ფრთამ — ზიმბაბვეს აფრიკულმა ეროვნულმა კავშირმა რობერტ მუგაბეს ხელმძღვანელობით.

მუგაბეს მმართველობის პერიოდი

1982 წელს ჯოშუა ნკომო გარიცხეს მთავრობიდან (მასთან იარაღის საწყობის აღმოჩენის გამო), რამაც გამოიწვია უკმაყოფილება მისი ტომის ხალხ — ნდებელეს შორის და გადაიზარდა მასიურ არეულობებში. ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მატაბელელენდში გააგზავნა ძირითადად შონას ხალხისგან შემდგარი მეხუთე ბრიგადა, რის შედეგადაც განხორციელდა ბევრი დანაშაულებრივი ქმედებები: გარდაიცვალა 20 000-მდე ადამიანი. მხოლოდ 1987 წელს განახლდა მოლაპარაკებები ZANU-სა და ZAPU-ს შორის, ხოლო 1988 წელს ისინი გაერთიანდნენ ერთ პარტიაში, რომელსაც სახელად ეწოდა ZANU-PF.

1992 წლის გვალვის და მას მოყოლილი შიმშილის შემდეგ შემოღებული იქნა საგანგებო მდგომარეობა; საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებულმა აღდგენის პროგრამამ კიდევ უფრო მეტი უკმაყოფილება გამოიწვია. ქვეყნიდან დევნილების ნაკადის რაოდენობა გაიზარდა, განსაკუთრებით ნდებელეს ტომის ხალხის შევიწროვებისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლებაში აფრიკის ეროვნული კონგრესის მოსვლის ფონზე. შედეგად ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება დაეჩქარებინა მიწის რეფორმა.

ქვეყანაში დამუშავებისათვის ვარგისი 70 %-მდე მიწა იმყოფებოდა თეთრკანიანი მოსახლეობის უმცირესობის ხელში, რომლებმაც ის ძირითადად დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ შეიძინა. დიდი ბრიტანეთი გამოყოფდა მილიონობით ფუნტ სტერლიგ ფულს ზიმბაბვეს ხელისუფლების მიერ ამ მიწების ნებაყოფლობით გამოსყიდვისთვის, მაგრამ მიწების გადაცემა შავკანიანი მოსახლეობისათვის მიმდინარეობდა საკმაოდ ნელი ტემპით. შედეგად 1999 წელს დაიწყო თეთრკანიანი ფერმერების ძალისმიერი გამოსახლება და მათი მიწების შავკანიანი მოსახლეობისათვის გადაცემა (ძირითადად რობერტ მუგაბეს პოლიტიკური მომხრეებისათვის). ამ ნაბიჯებმა გამოიწვია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და პირველ რიგში დიდი ბრიტანეთისგან ზიმბაბვეს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკა, რომელმაც ზიმბაბვეს წინააღმდეგ შემოიღო ეკონომიკური სანქციები.

მიგრაციის შედეგად თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა ქვეყნის დამოუკიდებლობამდე იზრდებოდა: 1927 წელს 922 ათას შავკანიანზე მოდიოდა 38,2 ათასი თეთრკანიანი, 1939 წელს თეთრკანიანთა რაოდენობა გაიზარდა 60 ათას ადამიანამდე, 1946 წელს 1640 ათას შავკანიანზე მოდიოდა 80,5 ათასი თეთრკანიანი მოსახლეობა. 1952 წელს თეთრკანიანთა რაოდენობამ მიაღწია 135 ათასს, 1963 წელს — 223 ათასს. 1987 წელს თეთრკანიანთა რაოდენობა შემცირდა 100 ათას ადამიანამდე. დღეისათვის ქვეყნიდან მოსახლეობის მასიური გადინების გამო ზიმბაბვეში ცხოვრობს დაახლოებით 30 ათასი თეთრკანიანი მაცხოვრებელი[5][6][7] — ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები.

2002 წელს ერთა თანამეგობრობამ შეაჩერა ზიმბაბვეს წევრობა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების ფალსიფიკაციის გამო; 2003 წელს რობერტ მუგაბემ თვითონვე გამოაცხადა ზიმბაბვეს ერთა თანამეგობრობიდან გასვლის შესახებ.

2005 წლის არჩევნების შემდეგ, რომლის დროსაც გახლეჩილმა ოპოზიციამ ვერ შეძლო ვერაფრით დაპირისპირებოდა ZANU-PF-ს, მუგაბემ გამოაცხადა ოპერაცია «მურამბატსვინას» (შონას ენაზე «გავყაროთ ნაგავი») დაწყების შესახებ, რომლის მიზანი თითქოს ქვეყნის თვითნებურად აგებული ქოხებისგან გაწმენდა იყო. კრიტიკოსების აზრით, ამ ოპერაციისგან პირველ რიგში იტანჯებიან მოსახლეობის უღარიბესი ფენები, განსაკუთრებით ნდებელეს ხალხი.

მიწის გადანაწილებამ მოიტანა სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის მკვეთრი კლება, ფასების კატასტროფული ზრდა და უმუშევრობა (ზრდასრული მოსახლეობის 80 %-მდე).

გეოგრაფია

ზიმბაბვეს ხედი კოსმოსიდან
ზიმბაბვეს ტოპოგრაფიული რუკა
ზიმბაბვეს რუკა
ზიმბაბვეს ქალაქები

სახელმწიფო საზღვრის საერთო სიგრძე შეადგენს 3066 კმ-ს: ბოტსვანასთან — 813 კმ, მოზამბიკთან — 1231 კმ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან — 225 კმ, ზამბიასთან — 797 კმ.

ზიმბაბვეს ტერიტორიის დიდი ნაწილი მდებარეობს ზღვის დონიდან 1000—1500 მეტრ სიმაღლეზე ვრცელი დოკემბრიული პერიოდის მაშონას და მატაბელეს ცოკოლური პლატოს საზღვრებში, რომლებიც საფეხურებით დაბლდება მდინარე ზამბეზის შუა დინების (ჩრდილოეთით) და ლიმპოპოს და საბის მდინარეებს შორის არსებული ნაწილის (სამხრეთით) მაღალ პლასტებიან ქვიშოვან ველებზე. ქვეყნის უმაღლესი წერტილია — ნიანგანის მთა (2592 მეტრი) ზიმბაბვეს აღმოსავლეთში.

სასარგებლო წიაღისეული

პლატინოიდების და ქრომიტების რაოდენობით ზიმბაბვეს III ადგილი უკავია მსოფლიოში. ასევე ბევრია რკინის მადნის საბადოები, კერძოდ: ოქრო, იშვიათი ლითონები, სპილენძი, ნიკელი, კობალტი, ბოქსიტები, ქვანახშირი და ძვირფასი ქვები (ალმასი, ლალი, ზურმუხტი).

შიდა წყლები

ინდოეთის ოკეანის აუზში ხშირია მდინარეთა ქსელი, დასავლეთით არსებული შიდა მდინარეული ჩამონადენის მცირე რაიონის გამოკლებით. მდინარე ზამბეზის, რომელიც მიედინება ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე, უერთდება შენაკადები (გვაი, სენგვა, სანიატი, ჰუნიანი და სხვა) ზიმბაბვეს ნახევარი ტერიტორიიდან. მდინარე ლიმპოპოში, რომელიც მიედინება ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე, ჩაედინებიან მდინარეები შაშე, უმზინგვანი, ბუბიე, მვენეზი. სამხრეთ-აღმოსავლეთში მდინარე სავეს უერთდება შენაკადები რუნდე და საბი. დასავლეთით მდინარე ნატა შენაკადებით შრება კალაჰარისკენ მიმავალ გზაზე. ზიმბაბვეს მდინარეები არ არიან დიდები, შრებიან მშრალ სეზონში, ბევრია ჭორომი და ჩანჩქერი, რომელთაგან ყველაზე განთქმულია ვიქტორია მდინარე ზამბეზი. ბევრ მდინარეზე აშენებულია წყალსაცავები, რომელთაგან ყველაზე დიდია კარიბა. სანაოსნოა ზამბეზის და ლიმპოპოს მხოლოდ ცალკეული მონაკვეთები.

კლიმატი

ზიმბაბვეს კლიმატი მერყეობს ჩრდილოეთში სუბეკვატორული კლიმატიდან სამხრეთში ტროპიკულ კლიმატამდე. წელიწადში გამოირჩევა სამი სეზონი: თბილი ნოტიო ზაფხული (ნოემბრიდან მარტის ჩათვლით, 21—27 °С), გრილი მშრალი ზამთარი (აპრილი — ივნისი, 13—17 °С, მთებში იცის სუსხიც) და ცხელი მშრალი გაზაფხული (აგვისტო — ოქტომბერი, 30—40 °С). წელიწადში ნალექების რაოდენობა შეადგენს 400 მმ-დან სამხრეთის დაბლობებში 2000 მმ-მდე აღმოსავლეთის მთებში.

პლატოს ცენტრალური ნაწილის საშუალო წლიური ტემპერატურაა — 18,89 °C; საშუალოწლიური მაქსიმუმი — 25,56 °C, მინიმუმი — 12,22 °C.

ივნისი და ივლისი ყველაზე უფრო გრილი თვეებია წელიწადში. ამ დროს ქვეყნის ძირითადი ნაწილისთვის დამახასიათებელია მსუბუქი სუსხი, მაგრამ ძლიერი ყინვები (−5 °C და უფრო დაბალი) საკმაოდ იშვიათია. აგვისტოს შუა რიცხვებიდან დაწყებული ტემპერატურა თანდათან იზრდება და თავის პიკს აღწევს ოქტომბერში, ამიტომ სექტემბერი და ოქტომბერი ყველაზე უფრო ნაკლებად სასიამოვნო თვეებია. თუმცა ზღვის დონიდან 1200 მეტრზე უფრო მაღლა მდებარე რეგიონებში 37 °C-ზე უფრო მაღალი ტემპერატურა იშვიათობაა — როგორც წესი, ამ თვეებში ტემპერატურა იმყოფება 29—35 °C-ის ინტერვალში.

ჰაერის ფარდობითი ტენიანობა ოქტომბერში და სექტემბერში არ აჭარბებს 35—40 %-ს. ნოემბრიდან დაწყებული დღის ტემპერატურა ეცემა მზარდი ღრუბლიანობის გამო, რომელიც თან ახლავს წვიმების სეზონის დასაწყისს, ხოლო ტენიანობა მატულობს[8].

ფლორა და ფაუნა

ტყის გაჩეხვის კატასტროფული ტემპების გამო, დღეისათვის ტყის მცენარეულობას უკავია ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე უფრო ცოტა. რელიქტური ნოტიო მარადმწვანე ტყეები შენარჩუნებულია მხოლოდ ნიანგანის მთის კალთებზე ქვეყნის აღმოსავლეთში. დასავლეთში იზრდება მშრალი ფოთლოვანი ტექის ხის ტყეები. მაშონას პლატოზე გავრცელებულია მშრალი მეჩხერი მიომბოს და მოპანეს (ლათ. Colophospermum mopane) ტყეები. მატაბელეს პლატო დაფარულია ხეებიანი და ბუჩქოვანი სავანებით. ზამბეზის ხეობაში ბევრია დატბორილი სავანები.

ზიმბაბვეს ცხოველთა სამყარო საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ქვეყნის მეჩხერად დასახლებულ რაიონებში გვხვდება აფრიკული კამეჩი, ბეჰემოთები, აფთრები, მიწის მგლები, სპილოები, ანტილოპებით, ზებრებით, ჟირაფებით, ლომებით. მცირერიცხოვანია მარტორქები, ავაზები, ორიქსები, პითონები. მდინარეებში ბინადრობენ ნიანგები. ბევრია ფრინველი, ხვლიკი, გველი (მათ შორის აფრიკული პითონი).

გავრცელებულია ჭიანჭველების და ტერმიტების სხვადასხვა სახეობები; ჩრდილოეთით — ბუზი ცეცე. გაქრობის საფრთხის ქვეშაა ფრინველების და ძუძუმწოვრების (მათ შორის შავი მარტორქები, რომელთა მსოფლიო პოპულაციის ნახევარი ბინადრობს ზიმბაბვეში) 9 სახეობა, ასევე მცენარეთა 73 სახეობა. ცხოველთა სამყაროს და მცენარეულობების დასაცავად შექმნილია რამდენიმე ნაკრძალი და ეროვნული პარკი (ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 10 %), მათ შორის ყველაზე დიდებია — ჰვანგე, მატუსადონა, ვიქტორია-ფოლსი, მანა-პულსი.

ეკოლოგია

ზიმბაბვის ეკოლოგიური სიტუაცია შედარებით დამაკმაყოფილებელია. ზიმბაბვეს ყველაზე უფრო მწვავე ეკოლოგიური პრობლემებია — სასოფლო-სამეურნეო მიწების ეროზია და ტყეების ფართობის შემცირება. 1990-იან წლების შუა პერიოდში ტყეების უსისტემო გაჩეხვამ გამოიწვია ტყის მასივების ფართობის ყოველწლიური შემცირება 1,5 %-ით (ანუ 70—100 ათასი ჰექტრით). გამოტყორცნილი ნახშირორჟანგის საერთო მოცულობა შემცირდა 16,6 მილიონი ტონიდან (1990 წელს) 11,5 მილიონ ტონამდე (2005 წელს), რაც დაკავშირებულია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებასთან და მრეწველობის უკუსვლასთან. წყლების დაჭუჭყიანების ძირითადი წყაროა სამთო მრეწველობა და სასუქების გამოყენება. კოღოების საწინააღმდეგო პრეპარატის კონცენტრაცია ზიმბაბვეს სოფლის მეურნეობაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალია მსოფლიოში.

პოლიტიკური წყობა

ზიმბაბვე რესპუბლიკაა. სახელმწიფოს მეთაურია — პრეზიდენტი. 2013 წლის ახალი კონსტიტუციის მიხედვით ირჩევა მოსახლეობის მიერ 5-წლიანი ვადით პირდაპირი არჩევნების გზით არაუმეტეს ორი ვადისა[9]. პრეზიდენტი რობერტ მუგაბე ასაკით ყველაზე უფრო ხნიერი მოქმედი სახელმწიფოს ხელმძღვანელია მსოფლიოში 2014 წლის 24 ივლისიდან.

პარლამენტი — ორპალატიანია. სენატი 2013 წლის ახალი კონსტიტუციის თანახახმად შედგება 80 წევრისაგან (60 ირჩევა 5-წლიანი ვადით მოსახლეობის მიერ, 2 შეზღუდული უნარის მქონე მოქალაქენი და 18 დანიშნული). ქვედა პალატა — 210 დეპუტატი, ირჩევა მოსახლეობის მიერ მაჟორიტარულ ოლქებში 5-წლიანი ვადით. ამას გარდა ცალკე აირჩა 60 ქალი დეპუტატი[10].

პოლიტიკური პარტიები:

  • ZANU-PF (რობერტ მუგაბე) — 37 ადგილი სენატში, 159 ადგილი ქვედა პალატაში;
  • მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის (მორგან ცვანგირაი) — 21 ადგილი სენატში, 49 ადგილი ქვედა პალატაში;
  • მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის (უელშმან ნკუბე) — 2 ადგილი სენატში.
  • დარეგისტრირებულია 20-ზე მეტი პარტია, მათ შორის ყველაზე უფრო გავლენიანებია: ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნული კავშირი-პატრიოტული ფრონტი — ინგლ. Zimbabwe African National Union-Рatriotic Front (ZANU-PF), ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტია, დაარსდა 1963 წელს;
  • მოძრაობა დემოკრატიული ცვლილებებისთვის (ფაქტიურად ორი ორგანიზაცია) — ინგლ. Movement for Democratic Change; კარგი მმართველობის ეროვნული კავშირი — ინგლ. National Alliance for Good Governance;
  • გაერთიანებული პარტია — ინგლ. United Party; ზიმბაბვეს აფრიკის ეროვნული კავშირი-ნდონგა — ინგლ. Zimbabwe African National Union-Ndonga (ZANU-Ndonga); ზიმბაბვეს აფრიკელი ხალხის კავშირი — ინგლ. Zimbabwe African People Union (ZAPU).
  • ზიმბაბვეს პროფკავშირების კონგრესი — ინგლ. Zimbabwe Congress of Trade Unions (ZCTU), დაარსდა 1981 წელს; ზიმბაბვეს პროფკავშირების ფედერაცია — ინგლ. Zimbabwe Trade Unions Federation (ZTUF).

საგარეო პოლიტიკა

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ზიმბაბვეს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ხდება აფრიკა. ზიმბაბვე აქტიურ როლს თამაშობდა მიუმხრობლობის მოძრაობაში, ერთა თანამეგობრობაში, აპართეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში და «ფრონტისპირა სახელმწიფოების» ჯგუფის წევრია. ზიმბაბვეს ხელმძღვანელობა ეხმარებოდა მოზამბიკის მთავრობას მის ბრძოლაში მოზამბიკის ეროვნული წინააღმდეგობის წინააღმდეგ; 1992 წლიდან 1995 წლის ჩათვლით ზიმბაბვე მონაწილეობდა გაეროს სამშვიდობო ძალების სამშვიდობო მისიებში მოზამბიკში, რუანდაში, ანგოლაში, სომალიში.

რობერტ მუგაბეს მთავრობის ურთიერთობა დასავლეთთან გაფუჭდა ქვეყანაში თეთრკანიანი ფერმერების მიწების რეკვიზიციის დაწყების შემდეგ, ასევე მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნების მეთვალყურეებმა 2000 წლის არჩევნები ჩათვალეს არასამართლიანად. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა შეწყვიტა ზიმბაბვესთვის კრედიტების გაცემა, ეყრდნობოდა რა მთავრობის წევრების მიერ მიღებული თანხების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას, ასევე ვალების გადახდის შეწყვეტას. მეორე მიზეზი გახდა აშშ-ში მიღებული კანონი «ზიმბაბვეს დემოკრატიისა და ეკონომიკის აღდგენის» შესახებ (2001 წლის დეკემბერი), რომლის თანახმადაც რობერტ მუგაბეს შეუძლია აღადგინოს ნორმალური ურთიერთობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მხოლოდ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის და გამჭირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის შემთხვევაში. ზიმბაბვეს ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციასთან მიმართებაში 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ევროპის კავშირის მიერ შეფასდა, როგორც მუქარა დემოკრატიისადმი, რამაც მოიტანა ზიმბაბვეს მიმართ შეზღუდული სანქციების შემოღება. ერთა თანამეგობრობამ დროებით შეაჩერა ზიმბაბვეს წევრობა ორგანიზაციაში, რის შემდეგაც ქვეყანა თვითონვე გამოვიდა იქიდან.

რობერტ მუგაბეს მთავრობა ღებულობდა რეგიონალური ლიდერის — სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საკმაოდ სტაბილურ მხარდაჭერას, თუმცა სიტუაცია დროებით გართულდა ზიმბაბვეს არმიის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეყვანის შემდეგ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ხმა მისცა ზიმბაბვეს გარიცხვაზე ერთა თანამეგობრობის რიგებიდან ერთი წლის ვადით, მაგრამ წინააღმდეგი გამოვიდა საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში.

2006 წელს ზიმბაბვეს მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა პროგრამა — «მზერა აღმოსავლეთისაკენ» («Look East»), რომელიც გახდა დასავლეთის ბაზრებიდან ჩინეთის, ინდოეთის, ირანის, ინდონეზიის, მალაიზიის, ჩრდილოეთ კორეის ბაზრებზე ორიენტაციის შეცვლის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი.

ზიმბაბვე — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრია (1980 წლის 25 აგვისტოდან), შედის აფრიკის კავშირის, სამხრეთი აფრიკის განვითარების თანამეგობრობის, აღმოსავლეთი და სამხრეთი აფრიკის საერთო ბაზრის და სხვა ორგანიზაციების შემადგენლობაში.

შეიარაღებული ძალები

ჯარის რაოდენობაა: 30 ათასი ადამიანი, მათ შორის — სახმელეთო ჯარები — 25 ათასი, ავიაცია — 5139[11]. მთავარსარდალი — პრეზიდენტი. პოლიციის რაოდენობა — 25 ათასი ადამიანი[12]. ამას გარდა, არსებობენ ნახევრადსამხედრო პოლიციური შენაერთები — 2,3 ათასი ადამიანი. (2000 წელი) ჯარის ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის — 3,7 % (2006 წლის შეფასება).

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა

ზიმბაბვეს ადმინისტრაციული დაყოფა

ზიმბაბვე დაყოფილია 8 პროვინციად, ასევე 2 პროვინციული სტატუსის მქონე ქალაქად (ჰარარე და ბულავაიო). ისინი, თავის მხრივ, იყოფიან 59 რაიონად, ხოლო ისინი — 1200 მუნიციპალიტეტად.


რუკაზე
პროვინცია ადმინისტრაციული ცენტრი ფართობი,
კმ²
მოსახლეობა[1][2][3][4],
ად. (2012 წელი)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
1 ბულავაიო ბულავაიო 479 653 337 1363,96
2 ჰარარე ჰარარე 872 2 123 132 2434,78
3 მანიკალენდი მუტარე 36 459 1 752 698 48,07
4 ცენტრალური მაშონალენდი ბინდურა 28 347 1 152 520 40,66
5 აღმოსავლეთი მაშონალენდი მარონდერა 32 230 1 344 955 41,73
6 დასავლეთი მაშონალენდი ჩინჰოი 57 441 1 501 656 26,14
7 მასვინგოს პროვინცია მასვინგო 56 566 1 485 090 26,25
8 ჩრდილოეთი მატაბელელენდი ლუპანე 75 025 749 017 9,98
9 სამხრეთი მატაბელელენდი გვანდა 54 172 683 893 12,62
10 მიდლენდსი გვერუ 49 166 1 614 941 32,85
სულ 390 757 13 061 239 33,43

დემოგრაფია

  • მოსახლეობის რაოდენობა — 13 061 239 ადამიანი[1][2][3][4] (2012 წელი).
  • წლიური ზრდა — 4,357 % (2012 წელი).
  • ქალაქის მოსახლეობა — 33 % (2012 წელი).
  • შობადობა — 32,19 ბავშვი 1000 ადამიანზე (ფერტილობა — 3,8 დაბადებული ერთ ქალზე) (2012 წელი).
  • სიკვდილიანობა — 12,38 გარდაცვლილი 1000 ადამიანზე (2012 წელი).
  • ბავშვთა სიკვდილიანობა — 62,97 ბავშვი 1000 დაბადებულიდან (2006 წელი).
  • სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 51,82 წელი (51,95 წელი მამაკაცებში, 51,68 წელი ქალებში (2012 წელი)).
  • საშუალი ასაკი — 18,3 წელი
    • 0-14 წელი: 5 372 281 ადამიანი (41,13 %)
    • 15-64 წელი: 7 129 591 ადამიანი (54,59 %)
    • 65 წელზე უფროსები: 531 704 ადამიანი (4,07 %) (2012 წელი).
  • განათლება — 90,7 % (94,2 % მამაკაცებში, 87,2 % ქალებში (2003 წლის შეფასება)).
  • შიდსის ვირუსით დაავადება — 15,3 % (2007 წელი).

ეთნიკური ჯგუფები

ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ეთნიკური ჯგუფები შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 98 %-ს. მათი უმრავლესობა შონას ხალხი შეადგენს 70 %-ს. მატაბელეს ხალხი მეორეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით და შეადგენს მოსახლეობის 20 %-ს.[13][14] XIX საუკუნეში მატაბელეს ხალხი მიგრაციის შედეგად შეერია ზულუს და სხვა ტომების მოსახლეობას, რომლებთანაც დანათესავდნენ. სავარაუდოდ ერთ მილიონამდე მატაბელეს ხალხმა დატოვა ქვეყანა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პირველ რიგში მათი უმრავლესობა გადასახლდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ბანტუს ხალხის სხვა ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ 2 %-დან 5 %-მდე რაოდენობის ხალხი: ვენდა, ტონგა, ტსონგა, პედი, კალანგა, ბასუტო, ტსვანა, ლოზი და სხვა.[14]

ეთნიკურ უმცირესობაში შედიან თეთრკანიანი ზიმბაბველები, რომლებიც შეადგენენ ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლებს. ისინი ძირითადად ბრიტანული წარმომავლობის არიან, მაგრამ მათ გარდა ქვეყანაში ასევე ცხოვრობენ აფრიკანერები, ბერძნები, პორტუგალიელები, ფრანგები და ჰოლანდიელები. თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა თავისი პიკური მნიშვნელობიდან — დაახლოებით 278 000 ადამიანიდან ანუ 4,3 %-დან 1975 წელს[15] სავარაუდოდ 120 000 ადამიანამდე 1999 წელს და 50 000 ადამიანამდე 2002 წელს. 2012 წლის აღწერით თეთრკანიანი მოსახლეობის საერთო რაოდენობა შეადგენს 28 782 ადამიანს ანუ 0,22 %-ს.[16] ზიმბაბვედან ემიგრირებული თეთრკანიანი მოსახლეობის უმრავლესობა დასახლდა გაერთიანებულ სამეფოში (200 000-დან 500 000-მდე ბრიტანელი როდეზიული ან ზიმბაბვური წარმომავლობისაა), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბოტსვანაში, ზამბიაში, კანადაში, ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში. მეტისები შეადგენენ ქვეყნის საერთო მოსახლეობის 0,5 %-ს. სხვადასხვა აზიური ეთნიკური ჯგუფები, ძირითადად ინდოელები და ჩინელები ასევე ქვეყნის საერთო მოსახლეობის 0,5 %-ს შეადგენენ.[17]

2012 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, მოსახლეობის 99,7 % აფრიკული წარმოშობისაა.[5] შობადობის ზრდის ოფიციალურმა კოეფიციენტმა უკანასკნელ ათწლეულში შეადგინა: 3,6 (2002 წლის აღწერა),[18] 3,8 (2006 წლის შეფასება)[19] და 3,8 (2012 წლის აღწერა).[5]

ენა

ზიმბაბვეში არსებობს 16 ოფიციალური ენა: ჩევა, სენა ენის ბარვეს დიალექტი, ინგლისური, კალანგა, კალანგის ენის ნამბიის დიალექტი, კოისანური ენები, შონა, შონა ენის ნდაუს დიალექტი, ჩრდილოეთ ნდებელეს ენა, ტსვანა, ჟესტების ენა, სესოტო ენა, ტონგა, ტსვანა, ვენდა, კოსა.[20] ინგლისური ასევე ზიმბაბვეს ერთ-ერთი ოფიციალური ენაა და ფართედ გამოიყენება ადმინისტრაციულ, სამართალწარმოების და სასკოლო დაწესებულებებში, თუმცა მას მშობლიურად მიიჩნევს მოსახლეობის 2,5 %-ზე ნაკლები, ძირითადად თეთრკანიანი და ფერადკანიანი (შერეული რასა) უმცირესობა. დანარჩენი მოსახლეობა ლაპარაკობს შონას (70 %), ჩრდილოეთ ნდებელეს (20 %), კალანგას (2 %) და სხვა ენებზე.[21] შონას ხალხს აქვს მდიდარი ზეპირსიტყვიერი ტრადიცია, რომელიც შონას ენაზე 1956 წელს გამოქვეყნდა სოლომონ მუტსვაიროს პირველ რომანში «ფეზო».[22] ინგლისურ ენაზე ძირითადად ლაპარაკობენ ქალაქებში, ვიდრე სოფლებში. ახალი ამბები სატელევიზიო ეთერში გადის ინგლისურ, შონას და ჩრდილოეთ ნდებელეს ენებზე, თუმცა ზოგჯერ გამოიყენება ადგილობრივი ენები. რადიოგადაცემები ეთერში გაცილებით უფრო მეტ ენებზე გადის, თუმცა ყველაზე უფრო მეტი დრო მაინც ეთმობა გადაცემებს, რომლებიც მიმდინარეობს ინგლისურ, ჩრდილოეთ ნდებელეს და შონას ენებზე.

რელიგია

რელიგია ზიმბაბვეში
რელიგია პროცენტი
პროტესტანტიზმი
  
63%
კათოლიკები
  
17%
ტრადიციული აფრიკული რელიგიები
  
11%
არარელიგიურობა
  
7%
სხვები
  
2%

ზიმბაბვეს მოსახლეობის დაახლოებით 80 % ქრისტიანია; მოსახლეობის 62 % რელიგიურ აღმსარებლობას ესწრება რეგულარულად.[23] დიდი ქრისტიანული ეკლესიებია, ანგლიკანური, კათოლიკური, მეშვიდე დღის ადვენტისტების[24] და მეთოდისტური. როგორც აფრიკის სხვა ქვეყნებში, ქრისტიანობაში შერწყმულია ტრადიციული აფრიკული რელიგიები. ქრისტიანობის გარდა, წინაპრების კულტის თაყვანისცემა და სულების მფარველობა ყველაზე უფრო გავრცელებული არაქრისტიანული წესია. მოსახლეობის დაახლოებით 1 %-ს შეადგენენ მუსლიმები, ძირითადად მოზამბიკიდან და მალავიდან.[25]

პროტესტანტები (ძირითადად აფრიკის ორმოცდაათიანელთა ეკლესიის მიმდევრები) შეადგენენ მოსახლეობის 63 %-ს. კათოლიკები მოსახლეობის დაახლოებით 17 %-ია. ზიმბაბვეში 2014 წელს იეჰოვას მოწმეების ყოველწლიურ მემორიალურ აქციას დაესწრო დაახლოებით 110 000 (0,8 %) ადამიანი.[26]

ადგილობრივი ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევრები შეადგენენ დაახლოებით 11 %-ს. მოსახლეობის 0,1 % ინდუსია და 0,3 % ბაჰაისტი. მოსახლეობის დაახლოებით 7 % არ მიეკუთვნება არც ერთ რელიგიას ანუ ათეისტია.[27][28][29]

ეკონომიკა

1980 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე ზიმბაბვე ეკუთვნოდა აფრიკის კონტინენტზე ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებს. დღეისათვის ზიმბაბვე შედის მსოფლიოში ყველაზე უფრო ღარიბი ქვეყნების რიცხვში. 2012 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე — 600 USD დოლარია. ეს ყველაზე უფრო დაბალი დონეა მსოფლიოს ყველა ქვეყნებსა და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ.[30]

მრეწველობა

მრეწველობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 10 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 21,6 %-ს. ქვეყანაში მუშაობს ტექსტილის, თამბაქოს, ავტომანქანის აკუმულატორების და სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამუშავების მწარმოებელი დაწესებულებები. მიმდინარეობს რკინის, ოქროს, აზბესტის, ქვანახშირის, ვერცხლის, ნიკელის, პლატინის სამრეწველო მოპოვება, ამასთან ყველაზე უფრო მთავარ როლს ასრულებს ოქროს მოპოვება. 1996 წელს დაიწყო ალმასის მოპოვება.

სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 66 %, რომლებიც ქმნიან მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 16,7 %-ს. მუშავდება ქვეყნის ტერიტორიის 8,3 %, ირწყვება მიწის 174 ათასი ჰა. მთავარი საექსპორტო კულტურებია თამბაქო (3-ე ადგილი მსოფლიოში), ბამბა, ჩაი (22 ათასი ტონა) და შაქრის ლერწამი (3,3 მილიონი ტონა). შიდა მოხმარეობისათვის მოჰყავთ ხორბალი (140 ათასი ტონა), სიმინდი (900 ათასი ტონა), ბოსტნეული კულტურები (135 ათასი ტონა). ხშირი გვალვები დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას.

2013 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა შეადგინა — 2,7 მილიონი USD. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა — 2,2 მილიონი USD.

ტრანსპორტი

აეროპორტები

  • სულ — 649, მათ შორის:
    • საფარის გარეშე — 432
    • მყარი საფარით — 4
    • მყარი საფარის გარეშე — 213

საავტომობილო გზები

  • სულ — 97 440 კმ, მათ შორის:
    • მყარი საფარით — 18 514 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 78 926 კმ

რკინიგზები

  • სულ — 3427 კმ (ლიანდაგის სიგანე 1067 მმ, 313 კმ ელექროფიცირებული).

ზიმბაბვე ყველა თავის მეზობელ ქვეყანასთან დაკავშირებულია სარკინიგზო ხაზით.

ენერგეტიკა

ზიმბაბვეს ელექტრომომარაგების კომპანია პასუხისმგებელია ქვეყნის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფაზე. ზიმბაბვეში არსებობს ორი დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური, კარიბის ჰესი (ზამბიასთან თანასაკუთრებაში მყოფი) და 1983 წლიდან ჰვანგეს თესი, რომელიც ქალაქ ჰვანგესთან ახლოს არსებულ ქვანახშირის საბადოებთან მდებარეობს. მაგრამ გენერირებული სიმძლავრეების საერთო მოცულობა ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც იწვევს ელექტროენერგიის ხშირ გამორთვებს. ჰვანგეს თესს არ შეუძლია იმუშაოს მთელი დატვირთვით მისი მოძველებულობის და არასრულყოფილი ტექნიკური გამართულობის გამო. 2006 წელს, განადგურებული ინფრასტრუქტურის, გენერატორების სათადარიგო ნაწილების და ქვანახშირის უკმარისობის გამო ზიმბაბვე იძულებულია მოახდინოს მისი სიმძლავრეების 40 %-ის იმპორტირება — 100 მეგავატი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, 200 მეგავატი მოზამბიკიდან, 450 მეგავატი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და 300 მეგავატი ზამბიიდან.[31] 2010 წლის მაისში ქვეყანაში გენერაციის სიმძლავრე შეფასებულია 940 მეგავატად, მაშინ როდესაც მისი პიკური მოთხოვნაა 2500 მეგავატი.[32] ადგილობრივი და მცირე გენერატორების გამოყენება ფართედაა გავრცელებული.

სამთომომპოვებელი დარგი

როგორც სამხრეთი აფრიკის სხვა ბევრი ქვეყანა, ზიმბაბვეს ნიადაგი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. კერძოდ ქვეყანაში მოძიებული იქნა პლატინის,[33] ოქროს, ქვანახშირის, რკინის მადნის და ასევე უკანასკნელ დროს ალმასის მნიშვნელოვანი მარაგი. ასევე არსებობს სპილენძის, ქრომიტების და ნიკელის საბადოები, თუმცა მცირე რაოდენობით. მარანგეს ალმასის მინდვრები აღმოჩენილია 2006 წელს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ მდიდარ საბადოდ ითვლება.

2011 წლის მარტში, ზიმბაბვეს ხელისუფლებამ შემოიღო კანონი, რომელიც ითხოვს ლოკალურ საკუთრებას ქვანახშირის მომპოვებელ კომპანიებზე; ამ სიახლის შემდეგ, მოხდა ფასების ვარდნა ზიმბაბვეს წიაღისეულის კომპანიების აქციებზე.[34]

ოქროს წარმოება წელიწადში[35]
წელი კგ
1998 27 114
2007 7017

სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობების თანახმად, ზიმბაბვეს ალმასის მოპოვების სექტორი კორუფციის ნიადაგია; 2012 წლის ნოემბერში არასამთავრობო ორგანიზაციების მოხსენებაში ნათქვამია, რომ კვლევებმა დაადასტურეს ალმასისგან მიღებული შემოსავლების გამჭირვალეობის უზარმაზარ უარყოფით მხარეებზე და მისი მოპოვებით ქვეყანაში მხოლოდ ზიმბაბვეს მმართველი კოალიცია სარგებლობს.[36] ამ საკითხზე ამახვილებდა ყურადღებას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი თაბო მბეკი, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ ამბობდა, რომ ზიმბაბვესთვის აუცილებელია შეაჩეროს თავისი “მტაცებელი ელიტა”, მათთან შეთანხმებულ მომპოვებელ კომპანიებთან ერთად, რათა ქვეყანაში დაიწყოს კორუფციის აღმოფხვრა.[37] ასევე ამავე თვეს Associated Press-მა გამოაქვეყნა, რომ როგორც მინიმუმ $2 მილიარდი ბრილიანტი მოიპარეს ზიმბაბვეს აღმოსავლეთ ალმასების მინდვრების საბადოებიდან, რითაც ისარგებლეს მუგაბეს მმართველი წრის პირებმა, ძვირფასი ქვებით მოვაჭრეებმა და დამნაშავეებმა.[37]

2013 წლის იანვარში ზიმბაბვეს მინერალური რესურსების ექსპორტმა შეადგინა $1,8 მილიარდი.[38]

ტურიზმი

მიწის რეფორმის პროგრამის გამო 2000 წლის შემდეგ ტურიზმი ზიმბაბვეში განუხრელად აგრძელებს დაცემას. 1990-იან წლებში 75 %-იანი ზრდის შემდეგ (1,4 მილიონი ტურისტი, 1999 წელს) 2000 წლიდან ქვეყანაში ტურისტების რაოდენობამ იკლო და ამავე წლის დეკემბერში სასტუმროს ნომრების 20 %-ზე ნაკლები იყო დაკავებული.[39] ამან გამოიწვია დიდი გავლენა ზიმბაბვეს ეკონომიკაზე. ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა ამ სფეროში კომპანიების დაკეტვისა და მომავალში თანამშრომლებისათვის ხელფასების გადაუხდელობის გამო.

რამდენიმე ავიაკომპანიებმა ასევე შეწყვიტეს მუშაობა ზიმბაბვეში. ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas, გერმანული "Lufthansa" და "Austrian Airlines" იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც შეაჩერეს მუშაობა ქვეყანაში, რომლებსაც სულ ცოტა ხნის შემდეგ დაემატა British Airways, რომელმაც შეაჩერა ყველა პირდაპირი რეისი ჰარარეში.[39][40] ქვეყნის ავიაკომპანიების ფლაგმანმა Air Zimbabwe-მ, რომელიც ახორციელებდა რეისებს მთელ აფრიკაში და ევროპის და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, შეწყვიტა თავისი მუშაობა 2012 წლის თებერვალში.[41] ჩარტერული კომპანიების ბევრი მსუბუქი თვითმფრინავი მუშაობს ზიმბაბვეში, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩქარ და უსაფრთხო ფრენებს ამ რეგიონში.

ზიმბაბვეს აქვს რამდენიმე ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა. ჩანჩქერი ვიქტორია მდინარე ზამბეზიზე, რომელზეც ზამბიასთან სახელმწიფო საზღვარი გადის, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში. ეკონომიკურ გარდაქმნამდე, ამ რეგიონის ტურიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა ზიმბაბვეს მხარეს, მაგრამ დღეისათვის ზამბია ძირითადი ბენეფიციარია. ეროვნული პარკი ჩანჩქერი ვიქტორია ასევე ამ რაიონში მდებარეობს და რვიდან ერთ-ერთი მთავარი ეროვნული პარკია ზიმბაბვეში,[42] რომელთაგან ყველაზე დიდია ჰვანგეს ეროვნული პარკი.

აღმოსავლეთი მთიანეთი წარმოადგენს მთიანი რაიონების სერიას მოზამბიკის საზღვართან სიახლოვეს. ზიმბაბვეს ყველაზე უფრო მაღალი მწვერვალი, ნიანგანის მთა (2592 მეტრი) აქ მდებარეობს, როგორც ბვუმბის მთები და ნიანგას ეროვნული პარკი.

ზიმბაბვე აფრიკაში გამორჩეულია იმით, რომ არსებობს მთელი რიგი უძველესი დანგრეული ქალაქები, რომლებიც აშენებულია უნიკალური მშრალი წყობის ქვის სტილში. მათ შორის ყველაზე ცნობილია დიდი ზიმბაბვე. სხვა ქალაქ-ნანგრევებია ხამი, დანანგომბე და ნალეტალე, თუმცა არც ერთი მათგანი ისე არ არის ცნობილი, როგორც დიდი ზიმბაბვე.

მატობოს ეროვნული პარკი გრანიტის ინსელბერგის ზონაში და ტყიან ხეობაში მდებარეობს, რომელიც იწყება დაახლოებით 35 კმ-ში სამხრეთით ქალაქ ბულავაიოდან, ზიმბაბვეს სამხრეთ ნაწილში. გრანიტული ზედაპირის ბორცვები ჩამოყალიბდა 2000 მილიონ წელზე უფრო მეტი ხნის წინ. მატაბელეს სახელმწიფოს მმართველმა და ნდებელეს ერის დამფუძნებელმა მზილიკაზიმ მას უწოდა "მელოტი თავები". ისინი ცნობილნი და ტურისტული ღირშესანიშნაობები გახდნენ მათი ძველი ფორმებისა და ადგილობრივი ველური ბუნების გამო. სესილ როდსი და სხვა ადრინდელი თეთრკანიანი პიონერები, როგორიცაა ლეანდერ სტარ ჯეიმსონი დაკრძალულნი არიან ამ მთებში.[43]

2000—2008 წლების ეკონომიკური კატასტროფა

რობერტ მუგაბეს მთავრობის მიერ ჩატარებულმა მიწის რეფორმამ მოიტანა ეკონომიკის სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაპარტახება — სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორი ქვეყანა გადაიქცა საკვები პროდუქტების იმპორტიორ ქვეყნად.

2000—2008 წლებში ზიმბაბვეს ეკონომიკამ გადაიტანა შეუწყვეტელი ვარდნა. უმუშევრობა აჭარბებს 94 %-ს, მუდმივად იგრძნობა პირველადი აუცილებლობის საქონლის უკმარისობა (ციფრები ასახავენ არასრულ მონაცემებს, უმუშევრობის შესახებ სიმართლის დადგენა დღევანდელ ეკონომიკურ პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია[44]).

ეკონომიკური სიტუაცია 2009 წლიდან დღემდე

ასი ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარის ბანკნოტი

2009 წლის იანვრისთვის ინფლაციამ მიაღწია 321 000 000 %-ს. დამყარდა აბსოლუტური მსოფლიო რეკორდი, ბრუნვაში შემოღებული იქნა კუპიურა ნომინალით 100 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარი, ხოლო მოკლე დროის გასვლის შემდეგ ხელისუფლება წავიდა ქვეყანაში ნებისმიერი უცხოური ვალუტის გამოყენებაზე. ფაქტიურად ზიმბაბვეს დოლარი ბრუნვიდან იქნა ამოღებული, რადგანაც მოქალაქეები უბრალოდ აღარ იყენებდნენ ეროვნულ ფულს, ისინი უპირატესობას აძლევდნენ ამერიკულ დოლარს, სამხრეთაფრიკულ რანდს და ბოტსვანის პულას. ამ ნაბიჯით მუგაბეს ხელისუფლებამ შეძლო შეეჩერებინა უსაზღვრო ჰიპერინფლაცია, შეემცირებინა იგი 10 %-მდე წელიწადში (2009 წელი). უკვე 2009 წელს ზიმბაბვეს ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. 2010 და 2011 წლებში ზრდამ შეადგინა 9 %-ზე მეტი, ხოლო 2012 წელს მოუსავლიანობის და ალმასებზე ფასების ვარდნის გამო გახდა — 5,5 %.[45]. მიუხედავად ამისა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ანალიტიკოსების აზრით, ეკონომიკის სტრუქტურული უწესივრობები აგრძელებენ ზრდის დამუხრუჭებას.

მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით) — 600 აშშ დოლარია. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს ყველა ქვეყანას და ტერიტორიებს შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემდეგ[46]. უნდა აღინიშნოს, რომ ზიმბაბვეში რამდენიმე ათწლეულია მიმდინარეობს დემოგრაფიული აფეთქება, ქვეყნის მოსახლეობა იზრდება 1 მილიონი ადამიანით თითოეულ ოთხ წელიწადში.

2000-იანი წლების უპრეცედენტო ეკონომიკურ კრიზისამდე ზიმბაბვეს მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების დონე 1990-იან წლებში ასევე არ იყო მაღალი: მიუხედავად იმისა, რომ 1990-იან წლებში ზიმბაბვე იყო საკვები პროდუქტების ექსპორტიორი, შემოსავლების დიდ ნაწილს ამ ექსპორტიდან ღებულობდა დაახლოებით 8000 თეთრკანიანი მესაკუთრე, რომლებიც იყვნენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები და მოგვიანებით ჩამოერთვათ მიწები. თეთრკანიანი ფერმერების მეურნეობა აწარმოებდა სასოფლო-სამეურნეო საქონლის პროდუქტების 78 %-ს.

2013 წლის იანვარში ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების გაცემის შემდეგ სახელმწიფო სალაროში დარჩა 217 დოლარი.

ფულადი მიმოქცევის დაქცევა

ქვეყანაში ნაღდი ფულის მუდმივი უკმარისობის გამო ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკმა 2007 წლის 1 აგვისტოს ბრუნვაში გამოუშვა ბანკნოტი 200 ათასი ზიმბაბვეს დოლარის ნომინალით. მაგრამ უკვე 2007 წლის ბოლოს ხელისუფლება იძულებული გახდა ბრუნვაში გამოეშვა ბანკნოტები 250 000, 500 000 და 750 000 ზიმბაბვეს დოლარის ნომინალით (200 000 ბანკნოტები ამოღებულია). ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა ზიმბაბვეში 2007 წლის დეკემბერში შეადგინა 66 212 % და თვიურმა მაჩვენებელმა 240 %, ხოლო მთელი 2007 წლის მიხედვით — 100 000 %. ინფლაცია აგრძელებდა ზრდას, 2008 წლის იანვრის წლიურმა მაჩვენებელმა შეადგინა 100 ათას %-ზე მეტი. 2008 წლის პირველ ნახევარში ზიმბაბვეს ხელისუფლებამ ბრუნვაში გამოუშვა ბანკნოტი 50 მილიონი ზიმბაბვეს დოლარის ნომინალით. 50 მილიონი ზიმბაბვეს დოლარის ბრუნვაში გაშვების დროს ის ღირდა დაახლოებით 1 აშშ დოლარი. 2008 წლის 19 ივლისს ქვეყანაში გამოცხადდა კუპიურის გამოშვების შესახებ 100 მილიარდი ზიმბაბვეს დოლარის ნომინალით. 2008 წლის 4 დეკემბერს ზიმბაბვეში 100 მილიარდი ზიმბაბვეს დოლარის (921 აშშ დოლარი) გამოშვების შემდეგ ამ ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა ბრუნვაში ახალი კუპიურის გამოშვების შესახებ 200 მილიარდი ზიმბაბვეს დოლარის ნომინალით. ახალ კუპიურებს ეხლა აქვთ შენახვის ვადა, რომლის გასვლის შემდეგაც ეს ფული ხდება გამოუსადეგარი. ამ მომენტში ამ ნომინალის კუპიურებით ბევრ მაცხოვრებელს ეგრევე შეუძლიათ გამოიტანონ თავიანთი ანგარიშებიდან საკუთარი ხელფასი.

2008 წელს ინფლაციამ შეადგინა 231 მილიონი პროცენტი.

2009 წლის აპრილში ზიმბაბვეს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შეაჩერებინა ზიმბაბვეს დოლარის ფუნქციონირება ერთი წლის ვადით, რადგანაც მისი ღირებულება ვერაფრით ვერ იყო უზრუნველყოფილი, რის შედეგადაც ის ფაქტიურად გაქრა ბრუნვიდან.

2010 წლის სექტემბრის მდგომარეობით ქვეყანაში ბრუნავს ამერიკული დოლარი, გაცვლითი მონეტებია სამხრეთაფრიკული რანდი. ეროვნული ვალუტა ამოღებულია ბრუნვიდან, 100 ტრილიონი ზიმბაბვეს დოლარის კუპიურები (ქვეყანაში გამოშვებული მაქსიმალური ნომინალი) აქტიურად იყიდება შავ ბაზარზე ტურისტებისა და კოლექციონერების მიერ.

საგარეო ვაჭრობა

შედის აფრიკის, კარიბის აუზის და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების საერთაშორისო ორგანიზაციაში.

სოციალური სფერო

ჯანდაცვა

დამოუკიდებლობის პერიოდში რასობრივმა უთანასწორობის პოლიტიკამ ასახვა ჰპოვა შავკანიანი მოსახლეობის უმრავლესობის დაავადების დინამიკაში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან პირველ ხუთ წელიწადში შეიმჩნეოდა სწრაფი მატება ისეთ დარგებში, როგორიცაა იმუნიზაციის მასშტაბურობა, სამედიცინო მომსახურების მიღება და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მოხმარება.[47] საერთაშორისო დონეზე აღიარებული იყო, რომ ზიმბაბვეში მიღწეული იქნა ჯანდაცვის განვითარების გარკვეული კარგი შედეგები.[48] ქვეყანა განიცდიდა მწვავე დაავადებების პერიოდულ აფეთქებებს (როგორიცაა ჭირი 1994 წელს). ეროვნული ჯანდაცვის წარმატებებზე უარყოფითი გავლენა იქონია 1990-იანი წლების სტრუქტურულმა ცვლილებებმა,[49] აივ-ინფექციის გავლენამ[50] და 2000 წელს დაწყებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა. 2006 წელს ზიმბაბვეში იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით 1990 წელს არსებულ 60 წელთან შედარებით სიცოცხლის ხანგრძლივობამ დაიწია 44 წლამდე მამაკაცებისათვის და 43 წლამდე ქალებისათვის, მაგრამ მას შემდეგ აღდგა შესაბამისად 53 და 54 წლამდე.[51] სწრაფი ვარდნა პირველ რიგში იხსნებოდა აივ-ინფექციით. ბავშვთა სიკვდილიანობა გაიზარდა 1990-იანი წლების ბოლოს არსებული 6 %-დან 2004 წლის 12,3 %-მდე.[50]

ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში პრაქტიკულად განადგურდა. 2008 წლის ნოემბრის ბოლოს, ზიმბაბვეში ზოგიერთი ოპერაციები ოთხი დიდი საავადმყოფოდან სამში შეწყდა, ზიმბაბვეს სამედიცინო სკოლასთან ერთად, ხოლო მეოთხე დიდ საავადმყოფოში ფუნქციონირებდა ორი პალატა და არ არსებობდა არანაირი საოპერაციო.[52] ჰიპერინფლაციის გამო, საავადმყოფოები ვერ ღებულობდნენ საბაზისო პრეპარატებს და წამლებს.[53] სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა 2009 წლის თებერვალში ხელისუფლების გაერთიანებისა და მულტისავალუტო სისტემის შემოღების შემდეგ, თუმცა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა კრიზისმა ასევე ხელი შეუწყო ექიმების და სამედიცინო განათლების მქონე ხალხის ემიგრაცია.[54]

2008 წლის აგვისტოში ზიმბაბვეს დიდი ტერიტორია მოიცვა ქოლერის ეპიდემიამ. 2008 წლის დეკემბრისთვის 10 000 ადამიანზე მეტი იყო ინფიცირებული ქვეყნის ყველა პროვინციაში, გარდა ერთისა და იგი გავრცელდა ბოტსვანაში, მოზამბიკში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ზამბიაში.[55][56] 2008 წლის 4 დეკემბერს ზიმბაბვეს ხელისუფლებამ განაცხადა დაავადების მკვეთრი გავრცელების შესახებ, გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა და ითხოვა საერთაშორისო დახმარება.[57][58] 2009 წლის 9 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დათვალა, რომ 2008 წლის აგვისტოში 4011 ადამიანი დაავადებული იყო კუჭ-ნაწლავის სისტემის ავადმყოფობით და ავადმყოფების საერთო რაოდენობამ მიაღწია 89 018 ადამიანს.[59] ჰარარეში ქალაქის მერიამ შეთავაზა უფასო საფლავები ქოლერის დაავადებისგან გარდაცვლილებისთვის.[60] გაჩნდა იმის ნიშნები, რომ ავადმყოფობა მოექცა კონტროლქვეშ, ქოლერის ინფექციის მაჩვენებელი შემცირდა დაახლოვებით 50 %-ით, რაც შეადგენს დაახლოვებით 4000 შემთხვევას კვირაში.[59]

2011 წლის ივნისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დასახლების ფონდმა გამოაქვეყნა მოხსენება ექთნების მდგომარეობის შესახებ მსოფლიოში[61]. მასში ასახულია 58 ქვეყნის ახალი მონაცემები ექთნების მდგომარეობის შესახებ და ახალდაბადებულებსა და დედათა სიკვდილიანობის მიმართ არსებული პოლიტიკა. 2010 წელს ზიმბაბვეში დედათა სიკვდილიანობა 100 000 დაბადებულზე შეადგენდა 790-ს, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2008 წელს შეადგენდა 624,3-ს და 1990 წელს 231,8-ს. ამ მოხსენების მიზანია ათასწლეულის განვითარების გზების განხილვა, რათა მიღწეული იყოს ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირება და დედათა ჯანმრთელობის გაუმჯობესება. ზიმბაბვეში ექთნების რაოდენობა 1000 დაბადებულზე უცნობია და ფეხმძიმე ქალების გარდაცვალების რისკია 1 : 42.[62]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Geohive
  2. 2.0 2.1 2.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Citypopulation
  3. 3.0 3.1 3.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Statoids
  4. 4.0 4.1 4.2 მოსახლეობის 2012 წლის აღწერა-Zimstat
  5. 5.0 5.1 5.2 http://www.zimstat.co.zw/dmdocuments/Census/CensusResults2012/National_Report.pdf
  6. Zimbabwe's only white minster [sic] says insults against whites continue at top government level. Fox News.
  7. United Nations High Commissioner for Refugees. Refworld - Zimbabwe: Dual citizenship. Refworld.
  8. Southern Rhodesia. Handbook for the use of prospective settlers on the land. Fifth edition. 1930
  9. BBC News - Zimbabweans hope for democratic rebirth. Bbc.co.uk (2013-03-20). ციტირების თარიღი: 2013-08-15.
  10. Total Zanu-PF seats in Parliament now 197
  11. Zimbabwe Defence Forces News. ZDF News. ციტირების თარიღი: 17 April 2009.
  12. Chari, Freeman Forward. (24 December 2007) MILITARISATION OF ZIMBABWE: Does the opposition stand a chance?. zimbabwejournalists.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 January 2008.
  13. The People of Zimbabwe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 July 2007. ციტირების თარიღი: 13 November 2007.
  14. 14.0 14.1 Ethnicity/Race of Zimbabwe. ციტირების თარიღი: 6 January 2008.
  15. Wiley, David and Isaacman, Allen F. (1981). Southern Africa: society, economy, and liberation. Michigan State University, University of Minnesota. p. 55
  16. Quarterly Digest Of Statistics, Zimbabwe Printing and Stationery Office, 1999.
  17. Quarterly Digest of Statistics, 1998, Zimbabwe Printing and Stationery Office
  18. Zimbabwe Profile based on the 2002 Population Census. zimstat.co.zw
  19. Zimbabwe Demographic and Health Survey 2005–06. zimstat.co.zw.
  20. The following languages, namely Chewa, Chibarwe, English, Kalanga, Koisan, Nambya, Ndau, Ndebele, Shangani, Shona, sign language, Sotho, Tonga, Tswana, Venda and Xhosa, are the officially recognised languages of Zimbabwe. (CONSTITUTION OF ZIMBABWE (final draft)).
  21. Zimbabwe GAP Adventures
  22. Mother Tongue: Interviews with Musaemura B. Zimunya and Solomon Mutswairo University of North Carolina at Chapel Hill
  23. MSN Encarta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 October 2007. ციტირების თარიღი: 13 November 2007.
  24. Zimbabwe. ციტირების თარიღი: 22 January 2008.
  25. Zimbabwe – International Religious Freedom Report 2005. U. S. Department of State. ციტატა: „An estimated 1% of the total population is Muslim.“ ციტირების თარიღი: 3 December 2007.
  26. 2015 Yearbook of Jehovah's Witnesses, p186
  27. Zimbabwe in PEW-Templeton Global Religious Futures Project.
  28. Zimbabwe in ARDA.
  29. Zimbabwe at "International Religious Freedom Report", USA Departament of State.
  30. The World Factbook
  31. Outages short Zim revival, October 9, 2006. News24
  32. Zimbabwe, China in $400 mln power plant deal Reuters Africa; May 3, 2010
  33. Zimbabwe in Platinum Today, Johnson and Matthey. Accessed 12. Jan 2011.
  34. Implats, Aquarius fall on Zimbabwe indigenisation news. Mining Journal. ციტირების თარიღი: 2011-03-30.
  35. www.zimbabwesituation.com Mar 8, 2008
  36. Zimbabwe: Reap What You Sow - Greed and Corruption in Marange Diamond Fields, Africa: Allafrica.com, 2012, http://allafrica.com/stories/201211151002.html. წაკითხვის თარიღი: 16 November 2012
  37. 37.0 37.1 Zimbabwe: Mbeki Lectures Zim - Report, Africa: Allafrica.com, 2012, http://allafrica.com/stories/201211130777.html. წაკითხვის თარიღი: 20 November 2012
  38. Zimbabwe: Mineral Exports Net U. S. $1,8 Billion, Africa: AllAfrica.com, 2013, http://allafrica.com/stories/201301280787.html
  39. 39.0 39.1 Machipisa, Lewis (14 March 2001). „Sun sets on Zimbabwe tourism“. BBC News. ციტირების თარიღი: 16 November 2007.
  40. Berger, Sebastien (29 October 2007). „British Airways abandons flights to Zimbabwe“. The Daily Telegraph. London. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 November 2007. ციტირების თარიღი: 16 November 2007.
  41. Sibanda, Tichaona. (23 February 2012) Zimbabwe: Air Zimbabwe Vanishes From the Skies Indefinitely. allAfrica.com. ციტირების თარიღი: 6 June 2012.
  42. Zimbabwe Tourism Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2007. ციტირების თარიღი: 16 November 2007.
  43. Zimbabwe: The Spirit of Matobo. zimbabwe.safari.co.za. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2013.
  44. The World Factbook
  45. World DataBank
  46. The World Factbook
  47. Davies, R. and Sanders, D. (1998). "Adjustment policies and the welfare of children: Zimbabwe, 1980–1985". In: Cornia, G. A., Jolly, R. and Stewart, F. (Eds.) Adjustment with a human face, Vol. II: country case studies. Clarendon Press, Oxford, pp. 272–99, ISBN 0198286112.
  48. Dugbatey, K. (1999). „National health policies: sub-Saharan African case studies (1980–1990)“. Soc. Sci. Med. 49 (2): 223–239. doi:10.1016/S0277-9536(99)00110-0. PMID 10414831.
  49. Marquette, C. M. (1997). „Current poverty, structural adjustment, and drought in Zimbabwe“. World Development. 25 (7): 1141–1149. doi:10.1016/S0305-750X(97)00019-3.
  50. 50.0 50.1 Madslien, Jorn (14 April 2008). „No quick fix for Zimbabwe's economy“. BBC. ციტირების თარიღი: 19 December 2008.
  51. United Nations Statistics Division. ციტირების თარიღი: 7 December 2008.
  52. Hungwe, Brian (7 November 2008). „The death throes of Harare's hospitals“. BBC. ციტირების თარიღი: 3 December 2008.
  53. „Zimbabwe: coping with the cholera outbreak“. 26 November 2008. ციტირების თარიღი: 3 December 2008.
  54. „Zimbabwe cholera deaths near 500“. BBC. 2 December 2008. ციტირების თარიღი: 2 December 2008.
  55. „PM urges Zimbabwe cholera action“. BBC News. 6 December 2008. ციტირების თარიღი: 6 June 2012.
  56. "Miliband backs African calls for end of Mugabe", The Times, 5 December 2008.
  57. „Zimbabwe declares national emergency over cholera“. Reuters. 4 December 2008. ციტირების თარიღი: 4 December 2008.
  58. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  59. 59.0 59.1 On the cholera frontline. IRIN. 9 March 2009
  60. „Zimbabwe says cholera epidemic may spread with rain“. Reuters. 30 November 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 December 2008. ციტირების თარიღი: 3 December 2008.
  61. The State of the World's Midwifery
  62. The State of the World's Midwifery. United Nations Population Fund. ციტირების თარიღი: August 2011.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: