ცელსიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ Bot: 79 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q25267 |
მ მომხმარებელმა Gaga.vaa გვერდი „ცელსიუსის სკალა“ გადაიტანა გვერდზე „ცელსიუსი“ გადამისამართება... |
(განსხვავება არ არის)
|
12:06, 9 თებერვალი 2016-ის ვერსია
ცელსიუსის სკალა, ტემპერატურული სკალა — რომელზეც ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს (101325 პა, ანუ 760 მმ ვწყ. სვ) ყინულის დნობისა და წყლის დუღილის ტემპერატურებს შორის ინტერვალი დაყოფილია 100 ტოლ ნაწილად: სახელი ეწოდა ანდერს ცელსიუსის პატივსაცემად. ტემერატურა ცელსიუსის სკალის მიხედვით გამოისახება ცელსიუსის გრადუსებით (°C). ამასთან, ყინულის დნობის ტემპერატურად მიღებულია 0°C, წყლის დუღილის ტემპერატურად კი — 100°C. 1°C = 1K (ტემპერატურის ერთეული თერმოდინამიკური სკალის მიხედვით).
ტემპერატურების გადაყვანის ტაბულა
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, გვ. 192, თბ., 1987 წელი.