ციპი ხოტოველი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 93: ხაზი 93:


==პოლიტიკური კარიერა==
==პოლიტიკური კარიერა==
ციპი ხოტოველი მარჯვენა ფრთის წარმომადგენელია, ძირითადად მონაწილეობს თავისი პარტიის პოლიტიკის იდეოლოგიურ ფორმირებაში და რეგულარულად უწევს წინააღმდეგობას [[პალესტინა|პალესტინური სახელმწიფოს]] მშენებლობას<ref name="jpost">{{cite news |last= |first= |url=http://www.haaretz.com/israel-news/.premium-1.682462|title=Hotovely laments Likud 'schizophrenia' on two states|work= |location= |publisher=''[[The Jerusalem Post]]''|date=28 August 2013|accessdate= }}</ref>.
ციპი ხოტოველი მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელია, ძირითადად მონაწილეობს თავისი პარტიის პოლიტიკის იდეოლოგიურ ფორმირებაში და რეგულარულად უწევს წინააღმდეგობას [[პალესტინა|პალესტინური სახელმწიფოს]] მშენებლობას<ref name="jpost">{{cite news |last= |first= |url=http://www.haaretz.com/israel-news/.premium-1.682462|title=Hotovely laments Likud 'schizophrenia' on two states|work= |location= |publisher=''[[The Jerusalem Post]]''|date=28 August 2013|accessdate= }}</ref>.


[[2015]] წლიდან, ხოტოველი [[ისრაელი|ისრაელის]] საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. [[2015]] წლის [[ოქტომბერი|ოქტომბერში]], ქნესეთის სატელევიზიო არხთან ინტერვიუს ჩაწერისას, ციპი ხოტოველმა თქვა:
[[2015]] წლიდან, ხოტოველი [[ისრაელი|ისრაელის]] საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. [[2015]] წლის [[ოქტომბერი|ოქტომბერში]], ქნესეთის სატელევიზიო არხთან ინტერვიუს ჩაწერისას, ციპი ხოტოველმა თქვა:

12:51, 28 იანვარი 2016-ის ვერსია

ციპი ხოტოველი
დაბადების თარიღი 2 დეკემბერი, 1978
რეხოვოთი, ისრაელი
პარტია ლიკუდი
მეუღლე(ები) ორ ალონი
შვილ(ებ)ი 1
მშობლები მამა: გაბრიელ ხოტოველი
დედა: როზიკო ხოტოველი

ციპი ხოტოველი (ებრ. ציפי חוטובלי‎; დ. 2 დეკემბერი, 1978, რეხოვოთი) — ორთოდოქსულ-ეროვნულ-რელიგიური მიმდინარეობის ქართული წარმომავლობის ებრაელი პოლიტიკოსი (ლიკუდი), ჟურნალისტი აქტივისტი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე 2015 წლიდან. მისი მშობლები რეპატრიანტი ქართველი ებრაელები იყვნენ.

2009 წლის 24 თებერვლიდან ციპი მე-18 მოწვევის ქნესეთის წევრია და ყველაზე ახალგაზრდა პიროვნებაა მათ შორის, ვინც კი ოდესმე ქნესეთის წევრად აურჩევიათ. მას ახასიათებენ, როგორც ლიკუდის პარტიის „იდეოლოგიური ხმა“. 2006 წლიდან იგი გაზეთ მაარივში აქვეყნებს სტატიებს და მოღვაწეობს მედიის სფეროშიც. ციპი ხოტოველი აქტიურად ეწევა ქალთა უფლებების გაუმჯობესების კამპანიას.

ბიოგრაფია

ციპი ხოტოველი დაიბადა ისრაელში, ქართველი ებრაელების ოჯახში. ისრაელის ქართულ საზოგადოებაში მის პოლიტიკურ კარიერას აღწერენ, როგორც „მოელვარე სიამაყე“[1]. იგი დაიბადა და გაიზარდა რეხოვოთში და დაამთავრა ეროვნულ-რელიგიური უმაღლესი სასწავლებელი თელ-ავივში. ორი წლის განმავლობაში, იგი იერუსალიმში, ბეირ-ხარავ-ქუქის მუზეუმში მუშაობდა ტურისტულ გიდად, ხოლო მოგვიანებით, ატლანტაში, ებრაული სააგენტოს წარმომადგენლად.

ბარ-ილანის უნივერსიტეტი ციპი ხოტოველმა წარჩინებით დაამთავრა და ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები მიიღო. აკადემიური სწავლის დასრულების შემდეგ, მან გაიარა სტაჟირება რამ-კასპის საადვოკატო ბიუროში, თელ-ავივში და 2003 წელს სერტიფიცირებული ადვოკატი გახდა. 2003-2005 წლებში, იგი ბარ-ილანის ჟურნალის რედაქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი გადაწყვიტა, რომ აკადემიური სწავლა გაეგრძელებინა და თელ-ავივის უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა, დოქტორის ხარისხის მისაღებად. სწავლის პარალელურად, ხოტოველი აქტიური იყო ებრალი სტუდენტების მსოფლიო კავშირში (WUJS) და წარადგენდა ორგანიზაციას სტუდენტთა კონფერენციაზე სამხრეთ აფრიკაში. ამასთანავე, იგი ბნეი აკივას მოძრაობის წარმომადგენელი იყო პარიზში. ციპი ხოტოველი ასევე იერუსალიმში, ბრურიას სემინარიაში და ბარ-ილანის უნივერსიტეტის გოგონათა სემინარიაში სწავლობდა.

2013 წლის 27 მაისს, ციპი ხოტოველი ცოლად გაჰყვა ადვოკატ ორ ალონს[2][3]. 2014 წელს, მათ ქალიშვილი შეეძინათ[4].

პოლიტიკური კარიერა

ციპი ხოტოველი მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელია, ძირითადად მონაწილეობს თავისი პარტიის პოლიტიკის იდეოლოგიურ ფორმირებაში და რეგულარულად უწევს წინააღმდეგობას პალესტინური სახელმწიფოს მშენებლობას[5].

2015 წლიდან, ხოტოველი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა. 2015 წლის ოქტომბერში, ქნესეთის სატელევიზიო არხთან ინტერვიუს ჩაწერისას, ციპი ხოტოველმა თქვა:

ვიკიციტატა
„ ჩემი ოცნებაა, რომ ვიხილო ისრაელის დროშა ტაძრის მთაზე. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ისრაელის სუვერენიტეტის ცენტრი, ისრაელის დედაქალაქი და უწმინდესი ადგილი ებრაელი ხალხისთვის.[6][7]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Shalom Koboshvili : Georgia’s Jewish Heritage by Milad Doroudian, May 12, 2014 | 9:08 am
  2. Likud-MK-Tzipi-Hotovely-gets-engaged Likud MK Tzipi Hotovely gets engaged By LAHAV HARKOV, 02/02/2013 20:48
  3. הערב המרגש של חוטובלי, וכמעט של כולם
  4. Tzipi Hotovely's Firstborn Daughter Named Ma'ayan Arutz Sheva, 3/24/2014
  5. „Hotovely laments Likud 'schizophrenia' on two states“. The Jerusalem Post. 28 August 2013.
  6. „Israeli Deputy Foreign Minister: I Dream of Israeli Flag on Temple Mount“. The Times of Israel. 26 October 2015. ციტირების თარიღი: 15 November 2015.
  7. Lis, Jonathan; Ravid, Barak (26 October 2015). „Israeli Deputy Foreign Minister: I Dream of Israeli Flag on Temple Mount“. Haaretz. ციტირების თარიღი: 15 November 2015.