ოსლო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 60: ხაზი 60:
[[ფაილი:Christiania Norway in 1814 by MK Tholstrup.jpg|thumb|left|[[ქრისტიანია]] 1814 წელს]]
[[ფაილი:Christiania Norway in 1814 by MK Tholstrup.jpg|thumb|left|[[ქრისტიანია]] 1814 წელს]]
[[ფაილი:Monet banks fjord christiania 1895.jpg|thumb|left|''Fjord à Christiania'', [[კლოდ მონე]] (1895).]]
[[ფაილი:Monet banks fjord christiania 1895.jpg|thumb|left|''Fjord à Christiania'', [[კლოდ მონე]] (1895).]]

ოსლოს დასაბამი 1054 წელს განეკუთვნება, როდესაც მეფე [[ჰარალდ III]]-მ Opslo-დ ან Oslo-დ წოდებული ხიდი ააშენა. ეს უკანასკნელი 1624 წლამდე ხანძარმა შთანთქა, ანუ მანამ, სანამ მეფე [[კრისტიან IV]] მოსახლეობას დღევანდელი ოსლოს ტერიტორიაზე გადმოიყვანდა დასასახლებლად. ახალ ადგილას სიმაგრე [[აკერსჰუსი]] ააგეს, რომელიც შემდგომში მცირერიცხვოვანი გარნიზონის სადგომად იქნა გამოყენებული; აქვე ინახავენ ნორვეგიელთა საკორონაციო ინსიგნიებს. დანიელთა ბატონობის პერიოდში ქრისტიანია უმნიშვნელო ქალაქი იყო. თავის ზრდა-განვითარებასა და გადედაქალაქებას ოსლო ნორვეგიის შვედეთთან მიერთებას უნდა უმადლოდეს. ამ გაერთიანებამ ოსლოს ადგილმდებარეობა ოდნავ სამხრეთით, ანუ ევროპის გულისა და საზღვაო ნაპირისკენ გადასწია.
ოსლოს დასაბამი 1054 წელს განეკუთვნება, როდესაც მეფე [[ჰარალდ III]]-მ Opslo-დ ან Oslo-დ წოდებული ხიდი ააშენა. ეს უკანასკნელი 1624 წლამდე ხანძარმა შთანთქა, ანუ მანამ, სანამ მეფე [[კრისტიან IV]] მოსახლეობას დღევანდელი ოსლოს ტერიტორიაზე გადმოიყვანდა დასასახლებლად. ახალ ადგილას სიმაგრე [[აკერსჰუსი]] ააგეს, რომელიც შემდგომში მცირერიცხვოვანი გარნიზონის სადგომად იქნა გამოყენებული; აქვე ინახავდნენ ნორვეგიელთა საკორონაციო ინსიგნიებს. დანიელთა ბატონობის პერიოდში ქრისტიანია უმნიშვნელო ქალაქი იყო. თავის ზრდა-განვითარებასა და გადედაქალაქებას ოსლო ნორვეგიის შვედეთთან მიერთებას უნდა უმადლოდეს. ამ გაერთიანებამ ოსლოს ადგილმდებარეობა ოდნავ სამხრეთით, ანუ ევროპის გულისა და საზღვაო ნაპირისკენ გადასწია.


კრისტიან II დანიელმა აქ სერიოზული მარცხი იგემა 1523 წელს. კარლ XII 1716 წელს ამაოდ შემოეწყო ციხესიმაგრე [[აკერსჰუსი|აკერსჰუსს]] და რაკი ვერაფერს გახდა, ქალაქი გადაწვა.
კრისტიან II დანიელმა აქ სერიოზული მარცხი იგემა 1523 წელს. კარლ XII 1716 წელს ამაოდ შემოეწყო ციხესიმაგრე [[აკერსჰუსი|აკერსჰუსს]] და რაკი ვერაფერს გახდა, ქალაქი გადაწვა.

14:45, 7 იანვარი 2016-ის ვერსია

დედაქალაქი
ოსლო
Oslo
დროშა გერბი
ფაილი:Oslo komm.png

ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
რეგიონი აღმოსავლეთი ნორვეგია
ფიულკე ოსლო
კოორდინატები 59°55′00″ ჩ. გ. 10°45′00″ ა. გ. / 59.91667° ჩ. გ. 10.75000° ა. გ. / 59.91667; 10.75000
ქალაქის მერი ფაბიან სტანგი
დაარსდა 1048
პირველი ხსენება 1048
ფართობი 454 კმ²
მოსახლეობა 623,966 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 1,400 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 0001–1299
ოფიციალური საიტი oslo.kommune.no
ოსლო — ნორვეგია
ოსლო

ოსლო (ნორვ. Oslo) — ნორვეგიის დედაქალაქი და ქვეყნის ყველაზე მსხვილი ქალაქი.

1624 წლიდან 1877 წლამდე ქალაქს ერქვა ქრისტიანია (ნორვ. Christiania), ხოლო 1877 წლიდან 1924 წლამდე — კრისტიანია (ნორვ. Kristiania).

კლიმატი

ჰავა ზომიერია, ზამთარ-ზაფხულ ძირითადად ერთნაირი ტემპერატურა დგას. საშუალო წლიური ტემპერატურაა +5,3 C, ივლისის საშუალო ტემპერატურა +16,6 C-ია, იანვარში კი -5,8 C. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა საკმაოდ მნიშვნელოვანია, წვიმის საშუალო წლიური რაოდენობაა 671 მმ.

ისტორია

ქრისტიანია 1814 წელს
Fjord à Christiania, კლოდ მონე (1895).

ოსლოს დასაბამი 1054 წელს განეკუთვნება, როდესაც მეფე ჰარალდ III-მ Opslo-დ ან Oslo-დ წოდებული ხიდი ააშენა. ეს უკანასკნელი 1624 წლამდე ხანძარმა შთანთქა, ანუ მანამ, სანამ მეფე კრისტიან IV მოსახლეობას დღევანდელი ოსლოს ტერიტორიაზე გადმოიყვანდა დასასახლებლად. ახალ ადგილას სიმაგრე აკერსჰუსი ააგეს, რომელიც შემდგომში მცირერიცხვოვანი გარნიზონის სადგომად იქნა გამოყენებული; აქვე ინახავდნენ ნორვეგიელთა საკორონაციო ინსიგნიებს. დანიელთა ბატონობის პერიოდში ქრისტიანია უმნიშვნელო ქალაქი იყო. თავის ზრდა-განვითარებასა და გადედაქალაქებას ოსლო ნორვეგიის შვედეთთან მიერთებას უნდა უმადლოდეს. ამ გაერთიანებამ ოსლოს ადგილმდებარეობა ოდნავ სამხრეთით, ანუ ევროპის გულისა და საზღვაო ნაპირისკენ გადასწია.

კრისტიან II დანიელმა აქ სერიოზული მარცხი იგემა 1523 წელს. კარლ XII 1716 წელს ამაოდ შემოეწყო ციხესიმაგრე აკერსჰუსს და რაკი ვერაფერს გახდა, ქალაქი გადაწვა.

ოსლოში 1952 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.

ღირსშესანიშნაობანი

ნორვეგიის ეროვნული თეატრი
  • ბევრია დიდი მოედანი, მაგალითად ეიდსვოლის მოედანი პოეტ ვერგელანის ქანდაკებით.
  • სტუდენტური ბაღი.
  • ბოტანიკური ბაღი.
  • მეფე კარლ-იუჰანის ცხენიანი ქანდაკება
  • ეკლესია ჰამლე-არექს-კირკე — უძველესი, ჯერ კიდევ 1150 წლის ძეგლებში ხსენებული საყდარი.
  • ნორვეგიული ხელოვნებით მორთული სამეფო სასახლე გარშემორტყმული ულამაზესი პარკით.
  • სტორთინგის სხდომათა შენობა (Storthings-Bygning, ეიდსვოლის მოედანზე).
  • თავისუფალ ქვისმთლელთა ლოჟა.
  • ეპისკოპოსის რეზიდენცია.
  • ქალაქის რატუშა.
  • ვიგელანდის სკულპტურათა პარკი.
  • ჰოლმენკოლენის ოლიპმიური ტრამპლინი .
  • ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი
  • მუზეუმები: მუნკის, კონ-ტიკი, ფრამი და სხვა.
  • ოსლოს ოპერის თეატრი
ოსლოს ოპერის თეატრი
ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი
სამეფო სასახლე

მოსახლეობა

სტატისტიკის მიხედვით, ოსლოს მოსახლეობის 19 % დასავლურ სამყაროს არ ეკუთვნის. ქალაქში ცხოვრობენ პაკისტანელები (20,036) და შრი ლანკელი თამილები (7,128) ყველაზე მრავალრიცხვოვანი ეთნიკური უმცირესობაის სახით. მომდევნო ადგილებსს ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან, ვიეტნამიდან, ფილიპინებიდან, თურქეთიდან, სომალიდან, ერაყიდან და მაროკოდან ჩასულები იკავებენ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით ოსლოს მოსახლეობა წლიურად, სტაბილურად, 2 %-ით იზრდება და სკანდინავიაში ყველაზე სწრაფმზარდი ქალაქის სახელითაც სარგებლობს. მოსახლეობის ზრდას ხელს ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შობადობის მაღალი მაჩვენებელიც უწყობს. განსაკუთრებული სიმკვეთრე შეიმჩნევა პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების იმიგრანტთა მხრიდან, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც 2004 წელს ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ. 2010 წლის მონაცემებით ქალაქში 590,041 ადამიანი ცხოვრობს.

დემოგრაფია

უკანასკნელი მონაცემებით, ოსლოს მოსახლეობის 25% (140 000 ადამიანი) ემიგრანტებისგან შედგება. ემიგრანტთა უმეტესობა პაკისტანელია 20,036, შემდეგ მოსდევს სომალელთა დიასპორა 9,708, შვედები 7, 462 და შრი-ლანკელი თამილები 7,128. შედარებით მცირე ეთნიკური შემადგენლობაა წარმოდგენილი პოლონელების, ვიეტნამელების, თურქების, ერაყელების და დანიელების სახით.

ქალაქის მოსახლეობა ბოლო წლებში რეკორდულად იზრდება, წლიურად 2%-ით (ბოლო 15 წელიწადში კი 17%-ით არის მომატებული) და სკანდინავიაში უსწრაფესად მზარდი ქალია უკვე. მოსახლეობის ზრდა როგორც შობადობის მკვეთრ მატებასთან, ასევე, ემიგრანტების რაოდენობის აწევასთან არის დაკავშირებული. ემიგრანტები კი ბოლო ხანებში პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან გადადიან ოსლოში.

რაოდენობრივი სტატისტიკა

ოსლოს საკათედრო ტაძარი.
წელი მოსახლეობა
1801 9,500
1825 15,400
1855 31,700
1875 76,900
1900 227,900
1925 255,700
1951 434,365
1960 471,511
1970 487,363
1980 454,872
1990 458,364
2000 507,467
2002 529,407
2006 538,411
2008 560,484
2013 623,966

განათლება

უმაღლესი სასწავლებლები:

  • ოსლოს უნივერსიტეტი (Universitetet i Oslo)
  • ოსლოს საუნივერსიტეტი კოლეჯი (Høgskolen i Oslo)
  • მენეჯმენტის ნორვეგიული სკოლა (Handelshøyskolen BI)
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ნორვეგიული სკოლა (Norges Informasjonsteknologiske Høyskole)
  • ოსლოს არქიტექტურისა და დიზაინის სკოლა (Arkitektur- og designhøgskolen i Oslo)
  • სპორტისა და ფიზიკური განვითარების ნორვეგიული უნივერსიტეტი (Norges idrettshøgskole)[13]
  • ნორვეგიის მუსიკის აკადემია (Norges musikkhøgskole)
  • ნორვეგიის თეოლოგიის სკოლა (Det teologiske Menighetsfakultet - MF)
  • ოსლოს ხელოვნების ეროვნული აკადემია (Kunsthøgskolen i Oslo KHIO)[14]
  • ნორვეგიის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტი (Universitetet for Miljø og Biovitenskap-UMB) located right outside of Oslo[15]
  • ნორვეგიის სამხედრო აკადემია (Krigsskolen)
  • ნორვეგიის ვეტერინარიული სკოლა (Norges Veterinærhøgskole)[16]
  • ოსლოს ნატიფი ხელოვნების აკადემია (Statens kunstakademi)[17]

ტრანსპორტი

საჰაერო

ოსლოს გარდერმოენის აეროპორტი სკანდინავიაში მეორე ადგილზე დგას და სწრაფად მზარდ აეროპორტთა სიაში შედის. გარდერმოენს ემსახურება ჩქაროსნული რკინიგზა (Flytoget).

სანდერფიორდის აერპორტი, ტორპში (ვესტფოლდის მხარეში, 110 კილომეტრში)

მოსის აეროპორტი, რიგეში (ოსტფოლდის მხარეში, 60 კილომეტრში)

საზღვაო

ოსლოს პორტი

ყოველდღიურად მუშაობს ბორანი, რომელიც მიცურავს კილის (გერმანია), კოპენჰაგენის (დანია) და ნოსედენის მიმართულებით. ასევე ყოველდღიურად გადაადგილდებიან ბორნები ოსლოს უბის აუზში შემავალი ქალაქების მიმართულებით.

სარკინიგზო

სადგური Oslo Sentralstasjon არის ოსლოს უმთავრესი რკინიგზის სადგური ოსლოში, საიდანაც მატარებლები გადიან: ტრონდჰეიმის, ბერგენის, სტოკჰოლმის (შვედეთი), გოთენბურგის (შვედეთი) და კოპენჰაგენის (დანია) მიმართულებით. 2004 წელს ნორვეგიული რკინიგზა ევროპაში პუნქტუალობით მესამე ადგილზე გავიდა, 2005 წლის პირველ ოთხ თვეში მატარებელთა გადაადგილების სიზუსტის მაჩვენებელი 92,9%-ს გაუტოლდა. ზამთრის განმავლობაში, დიდთოვლობისა და ნამქერის გამო ქვეყნის ცენტრლური მთიანეთის გადაკვეთაზე შესაძლოა სარკინიგზო დაკავშირება შეფერხებებით გახორციელდეს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ოსლოს ტრამვაი

ოსლოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანია Oslo Sporveier მართავს. კომპანია მოიცავს მეტროს, ავტობუსსა და ბორანს, რომელსაც თავის მხრივ სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია NSB ამუშავებს. მთელს ოსლოში ერთიანი საბილეთი სისტემა მუშაობს, რომელიც ბილეთის მფლობელს ერთი საათის განმავლობაში საშუალებას აძლევს ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილდეს. 2004 წლის მონაცემებით, ოსლოს ტრანსპორტით 160 მილიონი მგზავრი გადაადგილდა, რომლის 85 % Oslo Sporveier-ის კუთვნილი სატრასპორტო საშუალებით ისარგებლა, დარჩენილმა 15% კი კერძო ტრანსპორტით.

ოსლოს ავტობუსი

ქალაქში არის ტრამვაი Oslotrikken, რომელსაც ექვსი ხაზი აქვს. ხაზები ოსლოს ცენტრში იკვეთება, ცენტრის დატოვების შემდეგ კი გარეუბნებისკენ განიტოტება. მეტროს სისტემაც ექვს ხაზს მოიცავს, ოღონდ ქალაქის დასავლეთიდან, ცენტრის გავლით, აღმოსავლეთისაკენ მიემართება. ოსლოს მეტროს სახელია T-bane და მიწისქვეშ არის განლაგებული. ბოლო წლებში ოსლოს მეტროპოლიტენმა ინტენსიურად განაგრძო ზრდა, ასე მაგალითად, 2004 წლიდან მოკიდებული, ყოველწლიურად ქალაქის მეტრპოლიტენს სამი-ოთხი სადგური ემატება. უნდა ითქვას, რომ მეტროში ჟეტონის ჩასაგდენი ავტომატური აპარატები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა, ახლა ხმარებიდან არის გამოსული.

კლიმატი

წლიური ამინდი — Oslo
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 13 (55) 15 (59) 18 (64) 26 (79) 30 (86) 34 (93) 35 (95) 34 (94) 27 (81) 23 (74) 14 (58) 13 (55) 35 (95)
საშუალო მაღალი °C (°F) 2 (35) 1 (34) 4 (40) 11 (52) 16 (61) 21 (70) 23 (73) 21 (70) 16 (61) 10 (50) 5 (41) 2 (35) 9 (49)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -2 (28) -3 (26) -3 (26) 2 (36) 8 (46) 12 (53) 14 (57) 13 (55) 9 (48) 5 (41) 1 (33) -2 (28) 2 (36)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -26 (-15) -25 (-13) -21 (-6) -16 (3) -4 (24) 1 (33) 4 (39) 2 (36) -4 (25) -11 (12) -16 (3) -24 (-11) −26 (−15)
ნალექი მმ (დუიმი) 49 (1.9) 36 (1.4) 47 (1.9) 41 (1.6) 53 (2.1) 65 (2.6) 81 (3.2) 89 (3.5) 90 (3.5) 84 (3.3) 73 (2.9) 55 (2.2) 763 (30)
წყარო: Minifakta om Norge (SSB) [1] 2008-10-06 http://varviggo.no/showpage.asp?id=182

სქოლიო

  1. Weather Information for Oslo. SSB. ციტირების თარიღი: 2008-10-06.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოსლო&oldid=3021551“-დან