ყირგიზეთის დროშა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა დროშა |სახელი = ყირგიზეთის დროშა |სუბიექტი = ყირგ...
 
ხაზი 50: ხაზი 50:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:ყირგიზეთის ეროვნული სიმბოლოები]]

20:32, 1 იანვარი 2016-ის ვერსია

ყირგიზეთის დროშა
ყირგიზეთი
მიღებულია 3 მარტი, 1992
პროპორცია 3:5
კომპიუტერული
დიზაინი
წითელ ფონზე გამოსახულია ყვითელი მზე 40 თანაბრად განაწილებული სხივით. მზეს კვეთს ორი სამხაზიანი ზოლი.
წინა დროშები

საპრეზიდენტო შტანდარტი
პროპორცია 3:5
დამოუკიდებელი ყირგიზეთის დროშა მისი სსრკ-საგან გამოყოფიდან ამჟამინდელი დროშის დამტკიცებამდე პერიოდში.

ყირგიზეთის დროშაყირგიზეთის სახელმწიფო და ეროვნული სიმბოლო გერბსა და ჰიმნთან ერთად. მიღებულია 1992 წლის 3 მარტს ყირგიზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ.[1][2] დროშა წარმოადგენს წითელ ფონზე გამოსახულ ყვითელ მზეს თანაბრად განაწილებული 40 სხივით.[3] მისი პროპორციებია 3:5.[2] დროშის წინა მხარეს მზის სხივები განლაგებულია საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, უკანა მხარეს კი — საათის ისრის მიმართულებით.[4] მზის ცენტრში ორი სამხაზიანი ზოლით გადაკვეთილი წითელი წრეა გამოსახული, რომელიც წარმოადგენს სტილიზებულად განასახიერებს ტუნდუკს ან ტრადიციული ყირგიზული იურტის გვირგვინს, სიმბოლო, რომელიც, ასევე, ეროვნულ გერბზეცაა გამოსახული და მეორდება ყირგიზული არქიტექტურის მრავალ სფეროში.[3]

დროშის წითელი ფონი განასახიერებს სიმამაცესა და ვაჟკაცობას, მზე — მშვიდობასა და კეთილდღეობას, ხოლო ტუნდუკი — მშობლიურ სახლს, ან, უფრო ფართო მნიშვნელობით — სამყაროს.[1][4] პოპულარული ინტერპრეტაციით,[5] მზის 40 სხივი განასახიერებს 40 ყირგიზულ ტომს, რომლებიც მონღოლთა წინააღმდეგ ლეგენდარულმა გმირმა — მანასმა გააერთიანა.[4]

დროშა 1992 წლის 3 მარტს ყირგიზეთის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა და ამ დროისთვის, იგი ერთ-ერთ უახლეს დროშას წარმოადგენს მსოფლიოში.[1][2]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 The flag and state emblems of Kyrgyzstan
  2. 2.0 2.1 2.2 Republic of Kyrgyzstan Flag - World Flags 101 - Kyrgyzstanian Flags. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  3. 3.0 3.1 Kyrgyzstan Flag and Description (2015-11-23).
  4. 4.0 4.1 4.2 Kyrgyzstan Flag - colors meaning history of Kyrgyzstan Flag. ციტირების თარიღი: 2015-11-23.
  5. Forty tribes and the 40-ray sun on the flag of Kyrgyzstan, the School of Russian and Asian Studies