მთავარი გვერდი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ჯანგო გათავისუფლებული
No edit summary
ხაზი 2: ხაზი 2:
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<center>{{ვიკიპროექტი}}</center>
<div id="mtleft">
<div id="mtleft">
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[ჯანგო გათავისუფლებული|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSutvald2.svg|სათაური=2015 წლის რჩეული სტატია|შიგთავსი={{რჩეული სტატია}}|ღილაკი1=[[შავი ზღვა|სრულად...]]|ღილაკი2=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები/კანდიდატები|კანდიდატები]]|ღილაკი3=[[ვიკიპედია:რჩეული_სტატიები|სხვა რჩეული სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSSubpages.svg|სათაური=დღის სტატია|შიგთავსი={{დღის სტატია:{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|ღილაკი1=[[ვიკიპედია:დღის სტატია|სტატიები]]}}
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]
{{ვიკიპედია:მთავარი გვერდი/3.0/კონტეინერი|სურათი=HSBild.svg|სათაური=დღის სურათი|შიგთავსი=[[ფაილი:{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}}}}|center|300x300px|{{Potd/{{CURRENTYEAR}}-{{CURRENTMONTH}}-{{CURRENTDAY}} (ka)}}]]

07:07, 1 იანვარი 2016-ის ვერსია

2015 წლის რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

კონფერენციაზე წარმოდგენილი სახელმწიფოები
კონფერენციაზე წარმოდგენილი სახელმწიფოები

ბანდუნგის კონფერენცია — აზიისა და აფრიკის 29 ქვეყნის კონფერენცია, ჩატარდა 1955 წლის 18-24 აპრილს ინდონეზიის ქალაქ ბანდუნგში. გადაწყვეტილება მისი მოწვევის შესახებ მიიღო ინდოეთის, ბირმის, ინდონეზიის, პაკისტანისა და ცეილონის პრემიერ-მინისტრთა კოლომბოს თათბირმა 1954 წლის აპრილში.

კონფერენციის მონაწილეებმა დაგმეს კოლონიალიზმი, რასობრივი დისკრიმინაცია და სეგრეგაცია, მხარდაჭერა გამოუცხადეს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ხალხებს, თხოვნით მიმართეს გაეროს უშიშროების საბჭოს მიეღოთ გაეროში კამბოჯა, ცეილონი, იაპონია, იორდანია, ლაოსი, ლიბია, ნეპალი და გაერთიანებული ვიეტნამი.

18 აპრილი — ამ დღეს...

ბორესლავ I მამაცი
ბორესლავ I მამაცი

იუნესკო – ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღე.

  • 1025 : ბოლესლავ I მამაცი (სურათზე) პოლონეთის პირველი მეფე გახდა.
  • 1506 : წმ. პეტრეს ბაზილიკის მშენებლობა დაიწყო ვატიკანში.
  • 1906 : მძლავრი მიწისძვრით გამოწვეულმა ხანძარმა 3 000 ადამიანი იმსხვერპლა და სან-ფრანცისკოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი უსახლკაროდ დატოვა.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი : მოკავშირეთა თექვსმეტმა ბ-25 ავიაბომბდამშენმა დულიტლის რეიდი დაიწყო იაპონიის უდიდეს ქალაქებზე.
  • 1946 : ერთა ლიგის დაშლა გამოცხადდა.
  • 1996 : ოპერაცია რისხვის მტევნების განხორციელებისას ისრაელის ჯარებმა არტილერიული იერიში მიიტანეს ქანაზე, ლიბანი, რის გამოც 100 მშვიდობიანი მოქალაქე და 110 გაეროს თანამშრომელი დაიღუპა.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი

    თარგი:მთავარი გვერდის ინტერვიკი