მოსე (მთავარეპისკოპოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:


აქვე უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნულ 1962 წლის წიგნში მკვლევარებმა ბაკურ მეფე ვარაზ-ბაკურად წარმოადგინეს.
აქვე უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნულ 1962 წლის წიგნში მკვლევარებმა ბაკურ მეფე ვარაზ-ბაკურად წარმოადგინეს.
{{ციტირება|Бакур - он же Вараз Бакур - Царь иверов (416-429 гг.).|კორიუნის "მაშტოცის ცხოვრება" <ref>"Жития Маштоца" - Ш. В. Смбатяна (გვ. 143) ; К. А. Мелик-Оганджаняна 1962</ref>}}
{{ციტირება|Бакур - он же Вараз Бакур - Царь иверов (416-429 гг.).|||კორიუნის "მაშტოცის ცხოვრება" <ref>"Жития Маштоца" - Ш. В. Смбатяна (გვ. 143) ; К. А. Мелик-Оганджаняна 1962</ref>}}


მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“ წერია: „მესროპი გაემართა ივერთა ქვეყანაში, რათა მათვის შეექნა დამწერლობა. მას თან ახლდა ბერძნულისა და სომხური ენების მცოდნე ვინმე ჯახა. ივერტა მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი ეხმარებოდნენ მესროპს“<ref>{{ციტირება|Месроп, отправившись в страну Иверов, с помощю божей благодати и для них устраивает письмена при содеиствии некоего Джаха, переводчика греческого и армянскаго языков: царь Иверов, '''Бакур''' и епископ (их), '''Моисей''', помогают Месропу.|"История Армении" Моисея Хоренского (თავი. 54; გვ. 192-193) - Новый перевод Н. О. Эмина Москва 1893.}}</ref>.
მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“ წერია: „მესროპი გაემართა ივერთა ქვეყანაში, რათა მათვის შეექნა დამწერლობა. მას თან ახლდა ბერძნულისა და სომხური ენების მცოდნე ვინმე ჯახა. ივერტა მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი ეხმარებოდნენ მესროპს“<ref>{{ციტირება|Месроп, отправившись в страну Иверов, с помощю божей благодати и для них устраивает письмена при содеиствии некоего Джаха, переводчика греческого и армянскаго языков: царь Иверов, '''Бакур''' и епископ (их), '''Моисей''', помогают Месропу.|"История Армении" Моисея Хоренского (თავი. 54; გვ. 192-193) - Новый перевод Н. О. Эмина Москва 1893.}}</ref>.

13:55, 23 დეკემბერი 2015-ის ვერსია

მოსე — სომხური წყაროების (კორიუნის „მაშტოცის ცხოვრებასა“ და მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“) მიხედვით ქართლის კათალიკოსი, რომლის დროსაც მესროპ მაშტოცმა დაუწერა ივერიელებს ქართული ანბანი — ასომთავრული. იგი არ მოიხსენიება არცერთ ქართულ წყაროში.

ქართული ანბანის შექმნა

ფრაგმენტი მოვსეს ხორენაცის- "სომხეთის ისტორიიდან"

კორიუნის "მაშტოცის ცხოვრებაში" და ხორენაცისეულ "სომხეთის ისტორიაში" გვხვდება ცნობა მაშტოცის მიერ ქართული ანბანის შექმნის თაობაზე, მეფე ბაკურისა და მისი თანადროული მთავარეპისკოპოსი მოსეს მოღვაწეობის პერიოდში.

კორიუნი თავის თხზულებაში — „მაშტოცის ცხოვრება“ წერს: „რამოდენიმე ხანის შემდეგ ღვთისმოყვარემ (მაშტოცმა) იზრუნა ბარბაროზულ ქვეყნებზეც. და ღვთის შეწევნით ივერიელებისათვის ანბანის შედგენას შეუდგა. მაშტოცმა გამოხაზა ყოველივე ასო, დაალაგა და გამართა. თავის საუკეთესო მოწაფეებთან ერთად გამოემართა ევერთა ქვეყანაში, სადაც იგი წარუდგა ივერიის მეფე ბაკურს და ეპიკოპოს მოსეს. მეფე და მთელი მისი დარბაზი ღვთის შეწევნით უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ მას“[1].

აქვე უნდა აღინიშნოს რომ აღნიშნულ 1962 წლის წიგნში მკვლევარებმა ბაკურ მეფე ვარაზ-ბაკურად წარმოადგინეს.

Бакур - он же Вараз Бакур - Царь иверов (416-429 гг.).

—კორიუნის "მაშტოცის ცხოვრება" [2]

მოვსეს ხორენაცის „სომხეთის ისტორიაში“ წერია: „მესროპი გაემართა ივერთა ქვეყანაში, რათა მათვის შეექნა დამწერლობა. მას თან ახლდა ბერძნულისა და სომხური ენების მცოდნე ვინმე ჯახა. ივერტა მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი ეხმარებოდნენ მესროპს“[3].

სომხური წყაროების შეუთავსებლობა ქართლის ცხოვრებასთან

მხითარ აირივანეცის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მღვდელთმთავრების ნუსხა

არსებობს რიგი შეუთავსებლობა სომხურ და ქართულ წყაროებს შორის:

1. მეფე ბაკური მოღვაწეობდა 405 წლამდე (სომხური ანბანის შექმნამდე)

2. მეფე ბაკურის დროს არ მოღვაწეობდა მოსე ეპისკოპოსი.

  • ბაკურის (რევის ძე) დროს მოღვაწეობდნენ იოანე და იაკობი მთავარეპისკოპოსები. ("და მოკუდა იოვანე ებისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღდელი იგი მუნით-ვე მოსრული, მთავარეპისკოპოსად." - მოქცევაი ქართლისაი).
  • ვარაზ-ბაქარის დროს მოღვაწეობდა იობ მთავარეპისკოპოსი. ("და მთავარებისკოპოსი იყო იგი-ვე იობ." - მოქცევაი ქართლისაი).
  • ბაკურის (თრდატის ძე) დროს მოღვაწეობდა ელია მთავარეპისკოპოსი. ("და მთავარებისკოპოსი იყო ელია." - მოქცევაი ქართლისაი)

შესაბამისად ქართლის ცხოვრებაში არათუ ვარაზ ბაკურის არამედ ზოგადად ბაკურ მეფეების დროს რომლებიც მირიანიდან არჩილადმე მეფობდნენ არ მოიხსენიება არსად მოსე მთავარეპისკოპოსი.

3. ეპისკოპოსი სახელად მოსე საერთოდ არ ყოლია საქართველოს. (ის ჩამატებულია ეპისკოპოსტთა სიაში ზემოდხსენებული სომხური წყაროებზე დაყრდნობით). ეპისკოპოსი მოსე არც მხითარ აირივანეცს ყავს შეყვანილი. ქართლის ცხოვრების მიხედვით ცნობილია რომ არჩილის დროს ზედიზედ რამდენიმე ეპისკოპოსი გარდაიცვალა: გრიგოლი, ბასილი და მობიდან. მხითარ აირივანეცის მიერ ასევე მოყვანილია მათი სახელები ოდნავი დამახინჯებით და იგივე თანმიმდევრობით: Ter Grigor(გრიგოლი), Ter Barsegh(ბასილი), Ter Mouchid(მობიდანი).

4. არსებობდა ეპისკოპოსი მობიდანი რომელიც მხითარ აირივანეცის მოხსენიებული ყავს როგორც Ter Mouchid.[4]

5. მობიდანი/Ter Mouchid/მოსე მოღვაწეობდა არჩილის პერიოდში ანუ სომხური ანბანის შექმნის - 405 წლის შემდგომ და 440 წელი მაშტოცის გარდაცვალებამდე.

სქოლიო

  1. Затем спустя некоторое время любимец Христа (Маштоц) позаботился также и о варварских странах. И принялся он составлять письмена иверского языка, милостью, дарованной ему Богом. Начертил он, расположил и наладил, как надлежало, и, взяв с собою кое-кого из лучших учеников своих, пустился в путь и прибыл в края иверов. Тут он представился царю иверов, по имени Бакур, и епископу страны Мовсесу. Царь и воинство вместе со всеми областями по Божьему велению покорно слушались его.
  2. "Жития Маштоца" - Ш. В. Смбатяна (გვ. 143) ; К. А. Мелик-Оганджаняна 1962
  3. Месроп, отправившись в страну Иверов, с помощю божей благодати и для них устраивает письмена при содеиствии некоего Джаха, переводчика греческого и армянскаго языков: царь Иверов, Бакур и епископ (их), Моисей, помогают Месропу.
  4. Historie Chronologie par Mikhthar D'Airivank (15 გვ.) - M. Brosset 1869.