შინდლერის სია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 43: ხაზი 43:
== ჯილდოები ==
== ჯილდოები ==
'''ოსკარი'''
'''ოსკარი'''
# [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის|საუკეთესო ფილმი]]
* [[ოსკარი საუკეთესო სურათისთვის|საუკეთესო ფილმი]]
# [[ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის|საუკეთესო რეჟისორი]]: სტივენ სპილბერგი
* [[ოსკარი საუკეთესო რეჟისორისთვის|საუკეთესო რეჟისორი]]: სტივენ სპილბერგი
# [[ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარი]]: სტივენ ზეილიანი
* [[ოსკარი საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარი]]: სტივენ ზეილიანი
# [[ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის|საუკეთესო ოპერატორი]]: იანუშ კამინსკი
* [[ოსკარი საუკეთესო ოპერატურისთვის|საუკეთესო ოპერატორი]]: იანუშ კამინსკი
# [[ოსკარი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის|საუკეთესო მხატვრული გაფორმება]]: ალან სტარსკი, ევა ბრაუნი
* [[ოსკარი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის|საუკეთესო მხატვრული გაფორმება]]: ალან სტარსკი, ევა ბრაუნი
# [[ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის|საუკეთესო მონტაჟი]]: მაიკლ კანი
* [[ოსკარი საუკეთესო მონტაჟისთვის|საუკეთესო მონტაჟი]]: მაიკლ კანი
# [[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის|საუკეთესო ორიგინალური მუსიკა]]: ჯონ უილიამსი
* [[ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის|საუკეთესო ორიგინალური მუსიკა]]: ჯონ უილიამსი


'''BAFTA'''
'''BAFTA'''
# [[BAFTA საუკეთესო ფილმისთვის|საუკეთესო ფილმი]]
* [[BAFTA საუკეთესო ფილმისთვის|საუკეთესო ფილმი]]
# [[BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის|საუკეთესო რეჟისორი]]: სტივენ სპილბერგი
* [[BAFTA საუკეთესო რეჟისურისთვის|საუკეთესო რეჟისორი]]: სტივენ სპილბერგი
# [[BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარი]]: სტივენ ზეილიანი
* [[BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის|საუკეთესო ადაპტირებული სცენარი]]: სტივენ ზეილიანი
# [[BAFTA საუკეთესო ოპერატურისთვის|საუკეთესო ოპერატორი]]: იანუშ კამინსკი
* [[BAFTA საუკეთესო ოპერატურისთვის|საუკეთესო ოპერატორი]]: იანუშ კამინსკი
# [[BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში|საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში]]: რეიფ ფაინზი
* [[BAFTA საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში|საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში]]: რეიფ ფაინზი
# [[BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის|საუკეთესო მონტაჟი]]: მაიკლ კანი
* [[BAFTA საუკეთესო მონტაჟისთვის|საუკეთესო მონტაჟი]]: მაიკლ კანი
# [[BAFTA საუკეთესო მუსიკისთვის|საუკეთესო მუსიკა]]: ჯონ უილიამსი
* [[BAFTA საუკეთესო მუსიკისთვის|საუკეთესო მუსიკა]]: ჯონ უილიამსი


'''ოქროს გლობუსი'''
'''ოქროს გლობუსი'''
# [[ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამისთვის|საუკეთესო დრამა]]
* [[ოქროს გლობუსი საუკეთესო დრამისთვის|საუკეთესო დრამა]]
# [[ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორისთვის|საუკეთესო რეჟისორი]]: სტივენ სპილბერგი
* [[ოქროს გლობუსი საუკეთესო რეჟისორისთვის|საუკეთესო რეჟისორი]]: სტივენ სპილბერგი
# [[ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის|საუკეთესო სცენარი]]: სტივენ ზეილიანი
* [[ოქროს გლობუსი საუკეთესო სცენარისთვის|საუკეთესო სცენარი]]: სტივენ ზეილიანი


== რესურსები ინტერნეტში ==
== რესურსები ინტერნეტში ==

17:54, 5 დეკემბერი 2015-ის ვერსია

„შინდლერის სია“
ჟანრი დრამატული ფილმი
რეჟისორი სტივენ სპილბერგი
პროდიუსერი სტივენ სპილბერგი
ჯერალდ მოლენი
ბრანკო ლუსტიგი
სცენარისტი სტივენ ზეილიანი
როლებში ლიამ ნისონი
ბენ კინგსლი
რეიფ ფაინზი
კომპოზიტორი ჯონ უილიამსი
ოპერატორი იანუშ კამინსკი
მონტაჟი მაიკლ კანი
მხატვარი ალან სტარსკი, ევა ბრაუნი
დისტრიბუტორი Universal Pictures
ხანგრძლივობა 195 წთ.
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $22 მილიონი[1]

შინდლერის სია (ინგლ. Schindler's List) — 1993 წელს გადაღებული ეპიკური ამერიკული დრამა, რომლის რეჟისორია სტივენ სპილბერგი, ხოლო სცენარის ავტორი სტივენ ზეილიანი. ფილმი ეფუძნება ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის რომანს სახელად „შინდლერის კიდობანი“. ფილმში ასახულია წარმოშობით გერმანელი ბიზნესმენის, ოსკარ შინდლერის ცხოვრება, რომელმაც მოახერხა და ათასზე მეტ ებრაელ ლტოლვილს, რომელთა უმეტესობას პოლონეთში დასახლებული ებრაელები შეადგენდნენ, შეუნარჩუნა სიცოცხლე და იხსნა ჰოლოკოსტისგან იმით, რომ ისინი დაასაქმა საკუთარ საწარმოში.

ფილმში, შინდლერს განასახიერებს მსახიობი ლიამ ნისონი, შუცშტაფელის („სს“) ოფიცერს, ამონ გეთსრეიფ ფაინზი, ხოლო იცჰაკ შტერნის როლს ასრულებს ბენ კინგსლი.

იდეა ფილმის გადაღების შესახებ გაჩნდა ჯერ კიდევ 1963 წელს. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ებრაელმა, პოლდეკ პრეფერბერგმა მიზნად დაისახა საზოგადოებისთვის ემცნო შინდლერის შესახებ. სწორედ ის გახდა შემდგომში ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის შთაგონების წყარო დაეწერა ბუკერის პრემიის გამარჯვებული წიგნი სახელად „შინდლერის კიდობანი“, რომელიც შემდგომ ფილმს დაედო საფუძვლად.

როდესაც სპილბერგს ხელმძღვანელმა სიდნი შეინბერგმა წიგნის სახელად „შინდლერის კიდობნის“ მიმოხილვა გაუგზავნა, რეჟისორი ამ ამბავმა დააინტერესა. ამიტომაც Universal Studios-მა იყიდა წიგნთან დაკავშირებული საავტორი უფლება. თუმცა სპილბერგი არ იყო დარწმუნებული რომ თავად შეძლებდა ამ ნაწარმოების ეკრანიზაციას. პირველ ეტაპზე მან რამდენიმე რეჟისორთან სცადა მოლაპარაკება მათ აეღოთ ნაწარმოების ეკრანიზაცია, თუმცა საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა თავად განეხორციელებინა ეს ამოცანა.

ძირითადი გადასაღები ადგილი იყო პოლონეთში, კრაკოვში, 72 დღეზე მეტი ხნით. სპილბერგმა გადაწყვიტა ფილმი გადაეღო შავ-თეთრ ფერებში, რითიც მან იმ ეპოქის დროინდელ სურათს მიუახლოვა და დოკუმენტური კადრების მსგავსი ეფექტი შექმნა.

ფილმის პრემიერა შედგა 1993 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონში, ხოლო თავისუფალ გაყიდვაში ჩაეშვა 1993 წლის 15 დეკემბერს შეერთებულ შტატებში. კინოგაქირავებაში, ფილმმა მსოფლიოს მასშტაბით გამოიმუშავა 321.2 მილიონი დოლარი, მაშინ როცა მისი ბიუჯეტი შეადგენდა 22 მილიონს. მან მოიპოვა 7 ოსკარი (12 ნომინაციიდან). ასევე, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო (მათ შორის შვიდი ჯილდო ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე და სამი — ოქროს გლობუსზე). 2004 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ „შინდლერის სია“ დაარეგისტრირა ფილმების ეროვნულ რეესტრში.

ფილმს მიღებული აქვს შვიდი ოსკარი (მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის) 1993 წელს. ფილმის სლოგანია: „ის ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს“.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმში მოთხრობილია კათოლიკე გერმანელი ბიზნესმენის, ნაცისტური პარტიის წევრის, ოსკარ შინდლერის ისტორია, რომელმაც ათასზე მეტი პოლონელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტის დროს. სიაში იგულისხმება 1100 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა

ჯილდოები

ოსკარი

BAFTA

ოქროს გლობუსი

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Schindler's List, Box Office Mojo.
კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.