ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Communitycentres-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 49: ხაზი 49:
მდებარეობს მდინარე [[გუბაზეული]]ს ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7კმ., [[საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)|საჯავახოდან]] (რკინიგზის უახლოესი სადგური) 27 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-[[ბახმარო]]ს საავტომობილო გზა.
მდებარეობს მდინარე [[გუბაზეული]]ს ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7კმ., [[საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)|საჯავახოდან]] (რკინიგზის უახლოესი სადგური) 27 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-[[ბახმარო]]ს საავტომობილო გზა.


სოფელში ფუნქციონირებს [[იუსტიციის სამინისტრო|იუსტიციის სამინისტროს]] [[სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო|სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს]] [[საზოგადოებრივი ცენტრი]], რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.


==ისტორია==
==ისტორია==

15:48, 10 ნოემბერი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიდისთავი.
სოფელი
ხიდისთავი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°57′38″ ჩ. გ. 42°14′25″ ა. გ. / 41.96056° ჩ. გ. 42.24028° ა. გ. / 41.96056; 42.24028
დაარსდა მეზოლითი
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ოცხანა
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 463[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები[2]
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

ხიდისთავი — სოფელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი: (ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი).

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7კმ., საჯავახოდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 27 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.

ისტორია

1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზოულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.[3] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.[4]

ხიდისთავი იყო სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ხიდისთავი, ბასილეთი და მეწიეთი. თემის ადრინდელი სახელწოდება იყო ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ხიდისთავი საზოგადოების ცენტრი იყო, აქ მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[5]

სოფელში დგას ობელისკი, რომელიც აღმართულია იმის ნიშნად, რომ 1905 წლის რევოლუციის დროს აქ სიტყვით გამოვიდა იოსებ სტალინი.[6] სტალინის სახელი ეწოდა საბჭოთა პერიოდში მოქმედ კოლმეურნეობას, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.

პიროვნებები

სოფელში დაიბადნენ:

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 2002 წლის აღწერის შედეგები
  2. საქართველოს მოსახლეობის სტატისტიკა
  3. დ. ქორიძე, „კოლხური კულტურისთვის დამახასიათებელი ძეგლები ჩოხატაურის რაიონიდან“, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მეორე სამეცნიერო სესია გვ 16 — 1964 წ.
  4. რ. გიორგაძე„ახალი აღმოჩენები“ //„ლენინის დროშა“ — 6 ივნისი, 1964 წ.
  5. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.177 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  6. მ. კილაძე, გურიის გლეხთა რევოლუციური ბრძოლის სახელოვანი ფურცელი, გაზეთი „ლენინის დროშა“, N10, გვ 3., 1955 წ.