მიდლენდსი (რეგიონი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:English North-South divide.png|thumb|მიდლენდსის ტერიტორია გამოსახულია მწვ...
(განსხვავება არ არის)

09:40, 30 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

მიდლენდსის ტერიტორია გამოსახულია მწვანე ფერში

მიდლენდსი — ტერიტორია ინგლისში, რომელიც ქალაქ ბირმინგემის გარშემო მდებარე ქვეყნის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. კონკრეტული ადმინისტრაციული სტატუსი მას არ აქვს, ის მოქცეულია რამდენიმე ადმ. ობიექტის საზღვრებში (დერბიშირი, ჰერეფორდშირი, ლესტერშირი, ნორტგემპტონშირი, ნოტინგემშირი და სხვა.)

ისტორიულად მიდლენდსის ტერიტორია შუასაუკუნეებში არსებული ანგლო-საქსონური მერსიის სამეფოს დაქვემდებარებაში იყო. 1790 წელს, ოქსფორდის არხის მშენებლობის წყალობით, მიდლენდსის რაიონი სამდინარო-სატრანსპორტო გზით დაუკავშირდა ლონდონს, რამაც რეგიონის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

რესურსები ინტერნეტში