გაბრიელი (ქიქოძე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
კnკbკjnnnnjjjjjjjjjjjjjjjjკlhhhhjjjკlliiuyg
93.177.156.34-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 25: ხაზი 25:
| საფლავი = [[გელათის მონასტერი]]
| საფლავი = [[გელათის მონასტერი]]
| ეროვნება = [[ქართველები|ქართველი]]
| ეროვნება = [[ქართველები|ქართველი]]
| რელიგია = [[vcfhghghhhhhhhh
| რელიგია = [[მართლმადიდებლობა|მართლმადიდებელი]]


| საცხოვრებელი ადგილი = [[ქუთაისი]]
| საცხოვრებელი ადგილი = [[ქუთაისი]]
| პარტნიორი =
| პარტნიორი =

17:06, 28 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.
გაბრიელი
ეპისკოპოსი

გაბრიელ ქიქოძე, 1890 წლის სურათი
პროვინცია იმერეთი
ეპარქია იმერეთის ეპარქია
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1860
თანამდებობიდან წასვლა 1896
პირადი მონაცემები
საერო სახელი გერასიმე ქიქოძე
დაბადების თარიღი 15 ნოემბერი, 1825
დაბადების ადგილი ბახვი
გარდაცვალების თარიღი 25 იანვარი, 1896
გარდაცვალების ადგილი ქუთაისი
დასაფლავების ადგილი გელათის მონასტერი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი ქუთაისი
მშობლები მაქსიმე ქიქოძე
საქმიანობა ღვთისმსახური, პედაგოგი
ალმა-მატერი პეტერბურგის სასულიერო აკადემია

გაბრიელი (ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე) (დ. 15 ნოემბერი, 1825, სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა ― გ. 25 იანვარი, 1896, ქუთაისი) — ქართველი სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი 1860-1896 წლებში.

ბიოგრაფია

გერასიმე ქიქოძე დაიბადა 1825 წლის 15 ნოემბერს სოფელ ბახვში, ოზურგეთის მაზრაში. 1839 წელს დაამთავრა თბილისის სამაზრო სასულიერო სასწავლებელი და სწავლა განაგრძო თბილისის სემინარიაში. 1842 წელს შევიდა ფსკოვის სასულიერო სემინარიაში. 1845 წელს დაამთავრა პეტერბურგის სასულიერო სემინარია, ხოლო 1849 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემია. პეტერბურგში მყოფი გაბრიელ ქიქოძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII-ისა და მარიამ დედოფლის ვაჟიშვილმა, მიხეილ ბატონიშვილმა შეიკედლა.

1851-1858 წლებში გაბრიელი მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად და რექტორის თანაშემწედ. ასწავლიდა ფიზიკასა და მათემატიკას. პარალელურად მუშაობდა თბილისის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1851 წელს მას მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 1856 წელს ოჯახური ტრაგედიის გამო (მოკლე დროში გარდაეცვალა მეუღლე და ხუთი შვილი) მღვდელ-მონაზვნად აღიკვეცა. 1858 წელს არქიმანდრიტის ხარისხით დაინიშნა დავითგარეჯის წინამძღვრად. იმავე წლის დამლევს გაბრიელი ხელდასხმულ იქნა გორის ეპისკოპოსად. 1860 წელს იგი იმერეთის ეპისკოპოსად დაინიშნა და ამ მოვალეობას ასრულებდა გარდაცვალებამდე. სხვადასხვა პერიოდში მართავდა აფხაზეთისა (1869-1886) და სამეგრელო-სვანეთის (1873-1886) ეპარქიებს.

მეუფე გაბრიელი აღესრულა 71 წლის ასაკში. იგი განისვენებს გელათის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].

სასულიერო, სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

მეუფე გაბრიელი იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და საპატიო წევრი. საკუთარი სახსრებით გახსნა რამდენიმე სახალხო და სამრევლო სკოლა. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ქალთა ეპარქიული სასწავლებელი და სასულიერო სემინარია.

გაბრიელმა შექმნა არაერთი მნიშვნელოვანი ნაშრომი. 1858 წელს პეტერბურგში რუსულ ენაზე გამოიცა მისი კაპიტალური ნაშრომი „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, რომელიც სემინარიებში დიდხანს სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა. ნიკოლოზ დობროლიუბოვმა სპეციალური რეცენზიაც გამოაქვეყნა ამ წიგნზე ჟურნალ „სოვრემენნიკ“-ში (1859). ფართოდაა ცნობილი გაბრიელის ზეპირად წარმოთქმული სიტყვები და ქადაგებანი, რომელთა ორტომეული გამოცემულ იქნა ქართულ (1865, 1884-1885, 1913, 1989), რუსულ (1893) და ინგლისურ (1867) ენებზე. მას ეკუთვნის არაერთი ნაშრომი საქართველოში ქრისტიანობის ისტორიისა და საქართველოს ისტორიის საკითხებზე. გაბრიელ ეპისკოპოსის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

მეუფე გაბრიელი იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე. იგი ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას, წინ აღუდგა იანოვსკი-ლევიცკის მუნჯური მეთოდით სწავლებას, რომლის მიზანი იყო ქართული ენის სრულად განდევნა სკოლებიდან. 1872 წელს მან გაილაშქრა გიორგი მუხრანბატონ-მუხრანელის წინააღმდეგ, რომელიც ამტკიცებდა დიდი ერების მიერ პატარა ერების ასიმილაციისა და მცირე ენების გაქრობის გარდაუვალობას.

გაბრიელმა აღადგინა მრავალი დანგრეული ტაძარი, ზრუნავდა ქრისტიანობის განმტკიცებაზე (გააქრისტიანა 18 000 აფხაზი). აღსანიშნავია მისი თავდადებული მოღვაწეობა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

ჯილდოები

გაბრიელ ეპისკოპოსი დაჯილდოებული იყო წმინდა ალექსანდრე ნეველისა და წმინდა ანას ორდენებით. 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა.

ლიტერატურა

  • წმინდანთა ცხოვრებანი, ტომი პირველი, თბილისი, 2008;
  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ქუთ.,1990
  • ბოჭორიშვილი ა., გაბრიელ ქიქოძის „ცდისეული ფსიქოლოგიის საფუძვლები“, «ფსიქოლოგიის ინსტიტუტის შრომები», 1950, ტ. 7;
  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 607-608.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო