გეი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Identoba1-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
No edit summary
ხაზი 3: ხაზი 3:
[[ფაილი:Gay sign.png|მინი|]]
[[ფაილი:Gay sign.png|მინი|]]


'''გეი''' ({{lang-en|Gay}}) — ინგლისური ზედსართავი სახელია, რომელიც თავდაპირველად „უდარდელს“, „მხიარულს“, „კაშკაშას“ და „თეატრალურს“ აღნიშნავდა. თუმცა, თანამედროვე ინგლისურ ენაში ამ სიტყვას იყენებენ, როგორც არსებით ან ზედსართავ სახელს, რომელიც ერთსქესიან [[სექსუალური ორიენტაცია|სექსუალურ ორიენტაციას]] — [[ჰომოსექსუალობა]]ს გამოხატავს. ქართულ ენაში ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ როგორც არსებითი სახელი და მხოლოდ ჰომოსექსუალი მამაკაცის აღნიშვნისთვის.
'''გეი''' ({{lang-en|Gay}}) — ინგლისური ზედსართავი სახელია, რომელიც თავდაპირველად „უდარდელს“, „მხიარულს“, „კაშკაშას“ და „თეატრალურს“ აღნიშნავდა. თუმცა, თანამედროვე ინგლისურ ენაში ამ სიტყვას იყენებენ, როგორც არსებით ან ზედსართავ სახელს, რომელიც ერთი და იმავე სქესის [[სექსუალური ორიენტაცია|სექსუალურ ორიენტაციას]] — [[ჰომოსექსუალობა]]ს გამოხატავს. ქართულ ენაში ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ როგორც არსებითი სახელი და მხოლოდ ჰომოსექსუალი მამაკაცის აღნიშვნისთვის.
== ისტორია ==
== ისტორია ==
=== მიმოხილვა ===
=== მიმოხილვა ===

11:27, 28 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

გეი საზოგადოებას არგენტინაში

გეი (ინგლ. Gay) — ინგლისური ზედსართავი სახელია, რომელიც თავდაპირველად „უდარდელს“, „მხიარულს“, „კაშკაშას“ და „თეატრალურს“ აღნიშნავდა. თუმცა, თანამედროვე ინგლისურ ენაში ამ სიტყვას იყენებენ, როგორც არსებით ან ზედსართავ სახელს, რომელიც ერთი და იმავე სქესის სექსუალურ ორიენტაციასჰომოსექსუალობას გამოხატავს. ქართულ ენაში ეს ტერმინი გამოიყენება მხოლოდ როგორც არსებითი სახელი და მხოლოდ ჰომოსექსუალი მამაკაცის აღნიშვნისთვის.

ისტორია

მიმოხილვა

Cartoon from Punch magazine in 1857 illustrating the use of "gay" as a colloquial euphemism for being a prostitute.[1] One woman says to the other (who looks glum), "How long have you been gay?" The poster on the wall is for La Traviata, an opera about a courtesan.

სიტყვა „გეი“ ინგლისურ სალაპარაკო ენაში მე-12 საუკუნეში შევიდა, ძველი ფრანგული gai-სგან, რაც თავის მხრივ, სავარაუდოა, რომ სათავეს გერმანიკული წყაროდან იღებს. ინგლისურ ენაში, სიტყვა თავდაპირველად „მხიარულს“, „კაშკაშას“ და „თეატრალურს“ აღნიშნავდა და სალაპარაკო ენაში თუ ლიტერატურაში ხშირად გამოიყენებოდა. მაგალითად, ოპტიმიზმით აღსავსე 1890-იანებს ახლაც ხშირად „მხიარულ“(Gay) 90-იანებს უწოდებენ. The Gay Parisian - Warner Brothers-ის მიერ გადაღებული ფილმიც ამ სიტყვას იმავე მნიშვნელობით იყენებს. სიტყვა უფრო ადრეც აღნიშნავდა ჰომოსექსუალ ადამიანს, მაგრამ მე-20 საუკუნემდე მის ამ მნიშვნელობით გამოყენებას მასიური ხასიათი არ ჰქონია.

სექსუალიზაცია

ამორალობასთან გარკვეული ასოციაციები სავარაუდოა, რომ ამ სიტყვამ უკვე მე-14 საუკუნეში შეიძინა, მე-17 საუკუნეში კი ეს მოვლენა უფრო გახშირდა. მე-17 საუკუნის ბოლოსთვის სიტყვას უკვე ჰქონდა განსაზღვრული მნიშვნელობა და ის „სიამოვნებებასა და თავაშვებულ ცხოვრებაზე დამოკიდებულს“ აღნიშნავდა. „გეი“ ქალი პროსტიტუციით დაკავებულს ნიშნავდა, „გეი“ მამაკაცი - მექალთანეს, ხოლო „გეი“ სახლი - საროსკიპოს. როგორც ვხედავთ, თავდაპირველად სიტყვა უფრო მეტად დაბალი ზნეობისა და მსუბუქი ყოფაქცევის ჰეტეროსექსუალ ადამიანებს აღნიშნავდა და არა ჰომოსექსუალ მამაკაცებს. ხოლო მაგალითად უკვე მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, შუახნის დაუოჯახებულ მამაკაცზე თუ იტყოდნენ, რომ ის „გეია“, ეს ნიშნავდა , რომ ის ოჯახური უღლისგან თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო, ჰომოსექსუალობაზე უმცირესი მინიშნების გარეშეც კი. იგივე ტერმინის იმავე მნიშვნელობით გამოყენება ქალების შესახებაც იყო შესაძლებელი. მაგალითისთვის, ბრიტანული კომიქსი Jane პირველად 1930-იანებში გამოქვეყნდა და ის ქალის - ჯეინ „გეის“ თავგადასავალს აღწერდა. აქაც არ არსებობდა არანაირი ქვეტექსტი ჰომოსექსუალობის შესახებ. ტერმინი უბრალოდ ქალის უდარდელ ცხოვრებას და მის უამრავ მეგობარ მამაკაცს აღნიშნავდა. ამონარიდი გერტრუდ სტაინი-ს წიგნიდან Miss Furr & Miss Skeene (1922) პირველი მაგალითია ლინგვისტურ ისტორიაში სიტყვის სხვა - ჰომოსექსუალურ კონტექსტში გამოყენებისა. Bringing Up Baby (1938) კი პირველი ფილმი აღმოჩნდა, სადაც სიტყვამ ჰომოსექსუალური დატვირთვა შეიძინა. სცენეში, სადაც Cary Grant-ის გმირი იძულებულია ქალისთვის განკუთვნილი ხალათი ჩაიცვას, რადგან მისი ტანსაცმელი სამრეცხაოშია წაღებული და სხვა გმირი მისი უცნაური ტანსაცმლის შესახებ ეკითხება, ის პასუხობს: „ეს იმიტომ რომ უცებ „გეი გავხდი“! თუმცა, რადგან იმ დროში სიტყვა ჯერ კიდევ „მხიარულის“ და უდარდელის“ გაგებით იხმარებოდა და ფილმიც მასაზე იყო გათვლილი, სავარაუდოა, რომ ფრაზას უბრალოდ შემდეგი მნიშვნელობა ჰქონდა:“უბრალოდ დაუფიქრებელი საქციელი ჩავიდინე“. ამის შემდგომ პერიოდში სიტყვის არაჰომოსექსუალური დატვირთვის გამოყენება კვლავ გაგრძელდა, ამის მაგალითია The Gay Divorcee (1934) მიუზიკლი ჰეტეროსექსუალი წყვილის შესახებ.

ჰომოსექსუალური კონტექსტი

მე-20 საუკუნის შუა პერიოდში, სიტყვა „გეი“ (gay) ჰედონისტურ და თავისუფალ ცხოვრების სტილს აღნიშნავდა. მისი ანტონიმი იყო სიტყვა: “straight”, რაც პირიქით სერიოზულობასა და რესპექტაბელურობას ნიშნავდა, ამჟამად ეს სიტყვა გამოიყენება ჰეტეროსექსუალი ადამიანების მოსახსენიებლად. ამჟამად სიტყვა „ჰომოსექსუალის“ გამოყენება არც თუ ისე მიღებულად ითვლება, რადგან ტერმინი ასოცირდება იმ ოფიციალურ დიაგნოზთან, როცა ჰომოსექსუალობა ფსიქიურ გადახრად იქნა მიჩნეული. დიდ ბრიტანეთში, მე-20 საუკუნის შუა წლებში, სადაც ჰომოსექსუალობა არალეგალურად ითვლებოდა 1967 წლის სექსუალური სამართალდარღვევების აქტამდე, ადამიანის ჰომოსექსუალად მოხსენება დიდ შეუარაცხყოფად ითვლებოდა და კრიმინალური დანაშაულის დაბრალებას უტოლდებოდა. ამასთან ერთად, იმ სიტყვების გამოყენება, რომელიც ჰომოსექსუალობის სხვადასხვა ასპექტს გამოხატავდა, მაღალ საზოგადოებაში მიუღებელი იყო. შედეგად, სხვადასხვა ეფემიზმი გამოიყენებოდა ჰომოსექსუალობის მისანიშნებლად. მაგალითად, სპორტული გოგონები ("sporty" girls) და არტისტული ბიჭები ("artistic" boys). 60-იან წლებში ტერმინმა „გეი“ დაკარგა თავდაპირველი მნიშვნელობა, რითაც ის უდარდელს აღნიშნავდა და ამჟამინდელი - ჰომოსექსუალური კონტექსი შეიძინა. ბრიტანულ კომედიურ დრამაში Light Up The Sky! (1960) ლუის ჯილბერტის რეჟისორობით, გათამაშდა დიალოგი, სადაც სიტყვა პირველად იყო მოხსენიებული ჰომოსექსუალური მნიშვნელობით. 1963 წლისთვის, უკვე ალბერტ ელისმა გამოიყენა მის წიგნში: The Intelligent Woman's Guide to Man-Hunting. ამის მსგავსად, ჰუბერტ სელბი უმცროსი მის ნოველაში Last Exit to Brooklyn შემდეგ რამეს წერს თავისი გმირის შესახებ: „ის ამაყობდა, რომ ჰომოსექსუალი იყო, რადგან ამით თავს ინტელექტუალურად და ესთეტიურად მაღლა აყენებდა მათზე, ვინც გეი არ იყო“..

ჰომოსექსუალობა

The rainbow flag is a symbol of gay pride.

სექსუალური ორიენტაცია, ქცევა, იდენტობა

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია სექსუალურ ორიენტაციას განსაზღვრავს შემდეგნაირად: „მტკიცე ნიმუში ემოციური, რომანტიული და/ან სექსუალური მიზიდულობისა მამაკაცების, ქალების, ან ორივე სქესის მიმართ“. სექსუალური ორიენტაცია შესაძლოა განიხილოს სამ კატეგორიად: ჰეტეროსექსუალი (ემოციური, რომანტიული ან სექსუალური მიზიდულობის ქონა სხვა სქესის წარმომადგენლების მიმართ); გეი/ლესბოსელი (ემოციური, რომანტიული ან სექსუალური მიზიდულობის ქონა იმავე სქესთან) და ბისექსუალი (ემოციური, რომანტიული ან სექსუალური მიზიდულობის ქონა მამაკაცებისა და ქალების მიმართ ერთდროულად). როზარიო, სქრიმშო , ჰანთერ, ბრაუნის (2006) მიხედვით, „ლესბოსელის, გეის ან ბისექსუალის (ლგბტ) სექსუალური იდენტობის განვითარება კომპლექსური და ხშირად რთული პროცესია. სხვა უმცირესობების ჯგუფებისგან განსხვავებით (მაგალითად, ეთნიკური უმცირესობები), ლგბტ ინდივიდებისა იმ ადამიანების საზოგადოებაში არ იზრდებიან, რომლებიც მათ ორიენტაციას იწონებს. პირიქით, ადამიანები მათ გარშემო ხშირად საკითხისადმი უცოდინრობით ან მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევა.“

ბრიტანელი გეი აქტივისტი პიტერ ტატჩელი მიიჩნევს, რომ ტერმინი „გეი“ უბრალოდ კულტურული გამოთქმაა, რომელიც მოცემულ საზოგადოებაში ჰომოსექსუალობის მიმდინარე სტატუსს აჩვენებს.

თუ ადამიანი სექსუალური აქტით კავდება იმავე სქესის პარტნიორთან, მაგრამ ამავე დროს თავს გეიდ არ მიიჩნევს, ის შესაძლოა ჩაითვალოს, როგორც 'bi-curious’. ამდაგვარად, ადამიანი, რომელსაც იმავე სქესთან სექსუალური აქტი არ ჰქონია, შეიძლება მაინც იდენტიფიცირებული იყოს, როგორც გეი. შესაძლოა ბისექსუალი ადამიანიც ჩათვლილი იყოს გეიდ, მაგრამ სხვები ფიქრობდნენ, რომ გეი და ბისექსუალი ერთმანეთის გამომრიცხავი ტერმინებია. ასევე, არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანებს იმავე სქესის მიმართ ლტოლვა გააჩნიათ, მაგრამ არც სექსუალური აქტით კავდებიან და არც გეიდ მიიჩნევენ თავს, ასეთ ადამიანებს შესაძლოა ტერმინი „ასექსუალური“ ვუწოდოთ.

ტერმინოლოგია

ზოგიერთი ადამიანი ტერმინის - „ჰომოსექსუალი“ გამოყენებას ერიდება, რადგან თვლის, რომ ტერმინი ზედმეტად კლინიკურად ჟღერს და უფრო მეტად სექსუალურ აქტზეა აქცენტი, ვიდრე ემოციებსა და სიყვარულზე და ასოცირდება იმ პერიოდთან, როცა ჰომოსექსუალობა მენტალურ დარღვევად ითვლებოდა. საზოგადოებაში, კულტურულ კონტექსტში უარყოფითი ასოციაციები ამ ტერმინთან და სლენგი მასთან მიმართებაში, კიდევ ერთი მიზეზია რატომ არიდებენ თავს სიტყვის გამოყენებას. სტილის სახელმძღვანელოები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა Associated Press, ჰომოსექსუალის ნაცვლად გეის გამოყენებას უჭერს მხარს და მას შემდეგ განსაზღვრებას აძლევს: „ გეი: აღწერს ქალებსა და მამაკაცებს, რომლებსაც თავისავე სქესის ადამიანები იზიდავთ, თუმცაღა ქალების შემთხვევაში უფრო ხშირად ტერმინი ლესბოსელი გამოიყენება. ტერმინს უპირატესობა ენიჭება ჰომოსექსუალთან შედარებით, გარდა კლინიკური შემთხვევებისა და სექსუალურ აქტივობასთან ასოციაციების ქონისა“.

გეი და ლგბტ საზოგადოებები

1980-იანი წლების ამერიკაში, გეი საზოგადოებამ ერთობლივი ძალისხმევით წამოაყენა წინადადება, რომ ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც მამაკაცებისა და ასევე ქალების უფლებებს იცავდა, ასევე ტერმინი „ლესბოსელი“ დამატებოდა. ასე რომ, მაგალითისთვის, ისეთი ორგანიზაციები, როგორიც იყო National Gay Task Force გახდა National Gay and Lesbian Task Force. ბევრი თავდადებული ფემინისტისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ აბრივიატურაში: ლგბტ - „ლ“ -ლესბოსელი პირველი ყოფილიყო და არა პირიქით, რაც მათი აზრით, კიდევ ერთხელ გაუსვამდა ხაზს ქალების მეორეხარისხოვან როლს. 1990-იანებში მწვავე კამათის თემა გახდა ის მოსაზრება, რომ უნდა მომხდარიყო თუ არა სხვა სექსუალური უმცირესობების (როგორიცაა ბისექსუალები, ტრანსგენდერები, ინტერსექსი და ა.შ.) იმავე ჯგუფში გაწევრიანება. ორგანიზაციების უმრავლესობამ წესდებაში ცვლილებები შეიტანა.

აღმწერი

A gay bar in Seattle, United States.

ტერმინი „გეი“ შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნეს როგორც ზედსართავი სახელი, რომელიც აღწერს თუმცა მისი გამოყენება უკვე 1970-იანი წლებიდან დაიწყო „ჰომოსექსუალური მამაკაცის“ აღსანიშნავად. მსგავსი კონტექსტით სიტყვის გამოყენება ხშირია, მაგალითად ისეთი ცნობილი ორგანიზაციების სახელებში, როგორებიცაა: Parents, Families and Friends of Lesbians and Gays (PFLAG) და Children Of Lesbians And Gays Everywhere.

დამამცირებელი კონტექსტი

ხშირია სიტყვის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების ფაქტებიც, რაც 1970-იანი წლების ბოლოდან მომდინარეობს. 1980-იანების დასაწყისში და განსაკუთრებით 1990-იანების ბოლოში, ახალგაზრდა ადამიანებში ბევრი ისეთი ფრაზა გავრცელდა, სადაც სიტყვა „გეი“ დამამცირებელი სახითაა მოხსენიებული.

პარალელები სხვადასხვა ენებში

  • „გეი იდენტობის“ კონცეფცია და თავად ტერმინის გამოყენება შესაძლოა სხვაგვარი იყოს არა-დასავლურ კულტურებში, რადგან სექსუალობის ცნებაც შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს.
  • გეის გერმანული ექვივალენტი schwul ახალგაზრდა ადამიანებში ასევე დამამცირებელი მიზნით გამოიყენება.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 'The Great Social Evil'. ციტირების თარიღი: September 5, 2012. Punch magazine, Volume 33, 1857, page 390. A stand-alone editorial cartoon, no accompanying article.
ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გეი&oldid=2991154“-დან