საქართველოს კონსერვატიული პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40: ხაზი 40:
პარლამენტში პარტიის თავმჯდომარეს უკავია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თნამდებობა.
პარლამენტში პარტიის თავმჯდომარეს უკავია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თნამდებობა.


2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „კონსერვატიულ პარტიას“, როგორც კოალიციის წევრს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 71 დან 67 მუნიციპალურ თემსა და თვითმმართველ ქალაქში, ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული თავისი წარმომადგენელი.
2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „კონსერვატიულ პარტიას“, როგორც კოალიციის წევრს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 71 დან 67 მუნიციპალურ თემსა და თვითმმართველ ქალაქში, ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული თავისი წარმომადგენელი.

„საქართველოს კონსერვატიულ პარტიას“ აქვს ქალთა ორგანიზაცია (73 რაიონული ორგანიზაცია) და ახალგაზრდული ორგანიზაცია (70 რაიონული ორგანიზაცია).


==პოლიტიკური პლატფორმა==
==პოლიტიკური პლატფორმა==

10:54, 19 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

კონსერვატორები
კონსერვატორები
ხელმძღვანელობა
ლიდერი ზვიად ძიძიგური
ისტორია
დაფუძნდა 2001
პოზიციები
იდეოლოგია კონსერვატიზმი
ფერები         
შტაბ-ბინა კრწანისის მე-2 შესახვევი, N15-17 თბილისი
http://conservatives.ge/ge/
დროშა
ბანერი

საქართველოს კონსერვატიული პარტია, კონსერვატორები — მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია საქართველოში.

ისტორია

პარტიას თავდაპირველად ერქვა "ეროვნულ ძალთა გაერთიანება - კონსერვატორები" და წარმოადგენდა ყოფილი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მომხრეთა ერთობას. 2002 წელს კონსერვატორები გაერთიანდნენ ბლოკში ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და რესპუბლიკურ პარტიასთან.

ბლოკმა 2002 წლის ადგილობრივ არჩევნებში წარმატებას მიაღწია თბილისის მასშტაბით, მიიღო რა ხმების 24% და გაიყო გამარჯვება ლეიბორისტულ პარტიასთან. უკვე 2003 წლის ნოემბრის არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტ-პოლების შედეგებით იყო გამარჯვებული ხმათა 27%-ით.კონსერვატიული პარტია იყო ერთ-ერთი ორგანზატორი ებმაგრამ არჩევნების გაყალბების გამოედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებისა.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იყვმენ ბლოკ ”ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” შემადგენლობაში და მოიპოვეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით.

კონსერვატორებმა შეწყვიტეს ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობა იმავე წლის გაზაფხულზე. 2006 წლის 5 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში კონსერვატორები მონაწილეობდნენ რესპუბლიკელებთან ერთად ბლოკით "დავითაშვილი - ხიდაშელი - ბერძენიშვილი". ბლოკმა საქართველოს მასშტაბით მიიღო ხმების 12% და გავიდა მეორე ადგილზე.

2007 წლის შემოდგომაზე კონსერვატიული პარტია გაწევრიანდა ეროვნულ საბჭოში და იყო 2007 წლის ნოემბრის აქციების ერთ-ერთი ინიციატორი. პარტია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერდა ლევან გაჩეჩილაძეს, ხოლო 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად.

მიუხედავად არჩევნებში მიღებული ხმებისა, პარტიის წევრებმა უარი განაცხადეს მანდატებზე. 2009 წლიდან პარტია იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციებისა 9 აპრილიდან 26 მაისამდე მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

პარტია მონაწილეობდა 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებში, ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში. ბლოკმა თბილისში ხმათა 8,8%, ხოლო საქართველოს სხვა თვითმმართველ ერთეულში ხმათა 5,5% მიიღო.

2011 წელს კონსერვატიული პარტია გახდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. კოალიციამ არჩევნების შედეგად საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვა. საქართველოს კონსერვატიული პარტია პარლამენტში წარმოდგენილია 6 დეპუტატით აქედან 2 მაჟორიტარია.

პარტიას აგრეთვე პარლამენტში აქვს ფრაქცია „ქართული ოცნება- კონსერვატორები”.

პარლამენტში პარტიის თავმჯდომარეს უკავია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თნამდებობა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“, „კონსერვატიულ პარტიას“, როგორც კოალიციის წევრს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 71 დან 67 მუნიციპალურ თემსა და თვითმმართველ ქალაქში, ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული თავისი წარმომადგენელი.

პოლიტიკური პლატფორმა

კონსერვატიული პარტია კონცენტრირებულია ეთნიკური და რეგლიგიური ღირებულებების, ქართული ენის დაცვაზე. პარტიის წესდების თანახმად მისი მიზნებია:

  • ერთიანი და დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის, ეროვნული მსოფლმხედველობისა და იდეალების დამკვიდრება, ეთნიკური, კონფესიური, კულტურული და ტრადიციული თვითმყოფადობის შენარჩუნება;
  • დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება სახელმწიფო მმართველობაში, ყველა დონის ტერიტორიული ერთეულების სრული თვითმმართველობა;
  • კერძო საკუთრების დაცვა, სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობის კერძო ავტონომია, სიტყვის თავისუფლება;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
  • სიღარიბის დაძლევა, უღარიბესი ფენისათვის სოციალური პროგრამების განხორციელება;
  • ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რუსეთის ჯარების გაყვანა საქართველოდან, ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში და ნატოში;
  • სახელმწიფოს აღმშენებლობაში აქტიური მონაწილეობა მშვიდობიანი და სამართლებრივი პოლიტიკური საშუალებებით;

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის წესდების თანახმად უმაღლესი ორგანოა პარტიის ყრილობა, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ მაინც. აღმასრულებელი ორგანოა ეროვნული კომიტეტი, რომელიც შედგება თავმჯდომარისა და ექვსი წევრისგან. უმაღლესი თანამდებობის პირია თავმჯდომარე. პარტიას აქვს საქალაქო, რაიონული, რეგიონული და ახალგაზრდული ორგანიზაციები.